♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 4 » კრისტენ სტიუარტი - "ქუჩაში ვერ მცნობენ, ეტყობა, ახლოდან სხვანაირი ვარ..."
7:28 PM
კრისტენ სტიუარტი - "ქუჩაში ვერ მცნობენ, ეტყობა, ახლოდან სხვანაირი ვარ..."


კრისტენ სტიუარტი დღეს პლანეტის ყველაზე სასურველ ქალებს შორის მოიხსენიება. არადა, სულ ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ამერიკელი მსახიობი მხოლოდ მოზარდების კერპი იყო, რომელმაც პირველი პოპულარობა ჯოდი ფოსტერის ქალიშვილის როლით მოიპოვა ფილმში "შიშის ოთახი". ნამდვილი პოპულარობა კი ე.წ. ვამპირთა საგამ მოუტანა, რომელშიც რობერტ პატინსონთან დაწყვილდა, როგორც ამბობენ, არა მხოლოდ კინოში, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც.

დოსიე

კრისტენ სტიუარტი 1990 წლის 9 აპრილს დაიბადა ლოს-ანჯელესში, პროდიუსერისა და რეჟისორის ასისტენტის, ტელეარხ "ფოქსის" ბევრი შოუს დირექტორის ჯონ სტიუარტის ოჯახში. შესაბამისად, მისი ბედი ბავშვობიდანვე განისაზღვრა. მამის დამსახურებით, საბავშვო ფილმებში ადრეული ასაკიდან იღებდნენ, მით უმეტეს, რომ ნიჭმა და გარეგნობამ აშკარად შეუწყო ხელი.




პირველი ჰოლივუდური სურათი იყო 2002 წელს დევიდ ფინჩერის მიერ გადაღებული "შიშის ოთახი", სადაც ჯოდი ფოსტერს გაუწია პარტნიორობა. მას მოჰყვა შერონ სტოუნის პარტნიორობა ფილმში "ეშმაკის საცხოვრისი". 2006 წელს გადაიღეს დრამაში "ქალების ქვეყანა" - მეგ რაიანსა და ადამ ბროუდისთან ერთად. რამდენიმე მნიშვნელოვანი როლის შემდეგ, 2007 წელს ვამპირთა საგის პირველი ნაწილის - "ბინდის" მთავარ გმირად, ბელა სვონის როლზე დაამტკიცეს.



სწორედ ამ რომანტიკულმა ტრილერმა აქცია სუპერვარსკვლავად მოზარდებს შორის ისიც და მისი მეწყვილე რობერტ პატინსონიც. ფილმისა და მასში მონაწილე მსახიობების უდიდესმა წარმატებამ შთააგონა რეჟისორები, რომ 2009 წელს "ბინდის" გაგრძელება, "ახალმთვარეობა" გადაეღოთ, რომელიც ასევე წარმატებული გამოვიდა. სხვათა შორის, ამ როლისთვის კრისტენი ყავისფერ ლინზებს ისვამდა, რადგან ბუნებრივად მწვანე თვალები და ქერა თმა აქვს. ამავე წელს გამოვიდა კიდევ ერთი ახალი სურათი კრისტენის მონაწილეობით - "თავგადასავლების ქვეყანა".



თავისუფალ დროს კრისტენს სერფინგში ვარჯიში და გიტარაზე დაკვრა უყვარს. "ვამპირთა საგის" შემდეგ აქტიურად ლაპარაკობენ მისი და პატინსონის რომანტიკული ურთიერთობების შესახებ, თუმცა არ არის გამორიცხული, ეს ფილმის პიარისთვის გაკეთებული ილეთი იყოს და არა რეალობა. ყოველ შემთხვევაში, მომავალი გვიჩვენებს.



- სულ ცოტა ხნის წინ დაასრულეთ გადაღება "თავგადასავლების ქვეყანაში". ალბათ სახალისო იყო ნამდვილ გასართობ პარკში მოწყობილი გადაღებები?
- კი, თუმცა ბოლომდე არ გვრთავდნენ ნებას, რომ საქანელაზე დავმჯდარიყავით. ბოლოს კი ისეთ საშიშ ატრაქციონზე დაგვსვეს, რომლის მსგავსი სხვა არ იყო პარკში. დაახლოებით 15-ჯერ ვისხედით იმ ატრაქციონზე და აღარაფერი გვინდოდა ამქვეყნად. ძლივს გადმოვედით ბოლოს ატრაქციონიდან.

- კრისტენ, რას ელოდი "ბინდის" შემდეგი სერიიდან - "ახალმთვარეობიდან", ფიქრობდი, რომ ისიც ასეთი წარმატებული იქნებოდა?
- ამ ფილმში ყველაფერი სასიამოვნო იყო ჩემთვის. იქ ბევრი სიახლეა, მაგალითად, ნაჩვენებია მოჩვენებების სამყარო, მეორე ფილმი გაცილებით ორიგინალურია. ჩემს გმირს შეყვარებული მიატოვებს, არადა, პირველი ფილმი მთლიანად მათ ერთგულებაზე იყო დაფუძნებული. ამიტომაც, როგორ იქცევიან ისინი ერთმანეთის გარეშე, ამის ყურება საინტერესოა. აქ მეტი ტრაგიკულობაა. პირველი ფილმი კარგია იმით, რომ ის აბსოლუტურ სიყვარულსა და ერთგულებაზეა, ეს კარგია, მაგრამ ცოტათი ერთფეროვანი. ახლა კი სხვა ისტორია გამოვიდა და მეტად დაძაბულიც, რამაც მაყურებელი უფრო მიაჯაჭვა ეკრანს.

- შენი ცხოვრება თუ შეიცვალა კარდინალურად? შენ ხომ ახლა გამუდმებით ყურადღების ცენტრში ხარ?
- არა, ყოველდღე არ ხდება ასეთი რამ, უფრო პრემიერებზე ან ინტერვიუებზე როცა დავდივარ, მაშინ. ამ დროს ცოტა ვიძაბები, ყველა სიტყვას უნდა დავუკვირდე. ქუჩაში კი ისე ხშირად ვერ მცნობენ, რადგან რეალურ ცხოვრებაში ცოტა სხვაგვარად გამოვიყურები. იქნებ იმასაც ფიქრობენ, ვაიმე, რა საშინელებააო! (იცინის).

- ამ ფილმმა შეცვალა შენი ცხოვრება?
- გრანდიოზული გეგმები არ მაქვს. წინასწარ არაფერს ვგეგმავ. მე არ ვფიქრობ ასე: "აი, ეს შემდეგი ნაბიჯია. გონივრული იქნება, ახლა რომ ეს გავაკეთო". მაგალითად, "თავგადასავლების ქვეყანა" ის ფილმი იყო, რომელშიც მინდოდა მონაწილეობა, რადგან ადვილი იყო მისი გმირების არსში ჩაწვდომა. აიღე და ითამაშე. აქ ნაკლები პასუხისმგებლობა იყო, არც კვდებოდა შენი გმირი და არც რამე სხვა საფრთხე არ ემუქრებოდა.

კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1361 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:16 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 52
სტუმარი: 52
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024