ისევ, ჩვენს მუსიკას ვეფერები... ისევ, ისე ვმღერი, ჩემებურად... ისევ, აკორდებით გეფერები... თურმე მყვარებიხარ, ძველებურად... აკორდი შემეშალა, ავირიე... სული ყინულივით გამიცივდა,უცებ დაგინახე, გადამრიე... თითებზე აკორდი შემაცივდა...მ უსიკა აზრებად ავამღერე... სიტყვები ტუჩებზე მიმოდიან,გთხოვ ნუ გამაჩუმებ, ამამღერე...ნუღარ შეაჩერებ მელოდიას... ისევ, აკორდები მელანდება... გულშიც აკორდები გროვდებიან,თითები კლავიშს ებლანდება... როცა, ეგ თვალები მშორდებიან... ისევ, ვერ ავიღე ის აკორდი... ისევ, ფალშია და ისევ მეძნელება... ისევ, ოცნებებად ამიგორდი... ისევ, მიგვატოვეს ენძელებმა... ისევ, ჩვენს მუსიკას ვეფერები... ისევ, ისე ვმღერი, ჩემებურად... ისევ, აკორდებით გეფერები...თურმე მყვარებიხარ, ძველებურად..
|