ყოველდღე თენდება.ის გიტარას იღებს ხელში და მიდის.ჭავჭავაძეზე, მიწისქვეშა გადასასვლელში. "სამსახურში" უნდა იმღეროს.სულ ინგლისურ სიმღერებს მღერის. რატომ? ეს მე კი არა თვითონ არ იცის.მივა,გიტარის ჩანთას ძირს დააგდებს და იმ შავ ჩანთას ვერცხლისფერი,მრგვალი რკინები ფარავენ.ყველანაირი ადამიანი ხვდება.მიწისქვეშაში ,ანუ "ქართულად" პაძემკაში კი მუდამ ისმის ადამიანების და ფეხსაცმელების ხმა.ზოგი უღიმის ზოგი უბღვერს. ის კი მაინც დგას და მღერის არავინ არ იცის რა ხდება ამ დროს მის გულში.არავინ იცის რომ მას უყვარს.ხოო ხოო უყვარს..ძალიან. უყვარს და ვერ ივიწყებს. იცის რომ თხოვდება მაგრამ მაინც უყვარს, ძალით თხოვდება მაგრამ მაინც...უნდა რომ იტიროს მაგრამ ვერ ტირის. ისევ მღერის.."Imagine"-ს და თან ფიქორბს რომ საშინლად მღერის ჯონ ლენონის სიმღერას არ უნდა მღეროდეს უნამუსოა. მაგრამ ის თხოვდება და ეს სიმღერა ალბათ ისევ უყვარს.. და მას ახსენებს ,ამიტომ მღერის.მერე ჯიბეში ხელს იყოფს და რაღაცას იღებს და უყურებს.უყურებს და ტირის.ცრემლები მოსდის მაგრამ სახე არ ეცვლება.ცდილობს დაივიწყოს მაგრამ ვერ ახერხებს.მას ალბათ უკვე საქორწილო კაბა აცვია და გული უფანცქალებს.ელოდება საქმროს და ბედნიერია.უცებ ეღიმება და ფიქრობს..ის ხომ ბედნიერია..ძალით თხოვდება მაგრამ ბედნიერია...უყვარს და მღერის...უცებ ხედავს რომ ვიღაც მორბის...გაჩერდა და ისევ გამოექანა ის "ვიღაც" .. მან ის იცნო მას ის უყვარდა..ის გამოიქცა ჩაეხუტა და ისე ძლიერად რომ ასე არავინ არავის ჩახუტებია..მერე იცინოდნენ ... და ბედნიერები იყვნენ...მათ ერთმანეთი უყვარდათ...მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა...ის მარტო აღარ მღერის..აღარც მოწყენილია....უბრალოდ ხელში გიტარა უჭირავს და მღერის...ოღონდ მარტო აღარ...
|