♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 19 » I miss you…
9:28 PM
I miss you…


მიყვარს და მენატრება! საშინლად მენატრება!
თითქოს არაფერი… ვცდილობ, რომ არ შემეტყოს.
მხიარული და ბედნიერი ვარ 24/7.
ვიძახი, საერთოდ არ მადარდებს. აღარც კი მახსენდება-მეთქი.
ნეტავ, მართლა ასე იყოს. შინაგანად მკვდარი ვარ.
რამდენი თვეა უკვე არ მინახავს…
არ შევხებივარ…
არ მიგრძვნია მისი სითბო ტუჩებზე…
როგორ არ მადარდებს! და როგორ არ მახსენდება!
თავიდანვე, ნელნელა ვგრძნობდი, როგორ ვეჩვეოდი.
როგორ ხდებოდა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
და, საკუთარი თავის მიკვირდა. არასოდეს ვყოფილვარ ასე დამოკიდებული.
თუმცა, მაინც ბედნიერი ვიყავი. ყველაზე ბედნიერი.
უკვე მიზანი მქონდა არსებობის. აზრი ქონდა ყოველ დღეს და წუთს…
ახლა კი, შავ-თეთრად ვხედავ ყველაფერს. ყოველი დღე ერთფეროვანი და გულისამრევია.
მხოლოდ სხვა ვინმეს ხელში თუ მოვკრავ ხოლმე ხანდახან შურიან თვალს…
ან, ძველ ფოტოებში…

არანორმალურად მენატრება.
მენატრება ჩაძინებამდე და გაღვიძებისას.
მენატრება ტაქსში ჯდომისას და შხაპის მიღებისას.
მენატრება ლანჩის მირთმევისას და სიგარეტის მოწევისას.
მენატრება ლიფტის ლოდინისას და ქუჩაში ბოდიალისას.
მენატრება სულ. ყველგან. 24/7.

პირველად ალბათ ბავშვი ვიყავი, ტელევიზორში რომ ვნახე…
ბოლო რამდენიმე წელიწადი კი, მის გარეშე დღე არ გადიოდა…

არ ვიცი როდემდე გავძლებ ასე. არ ვიცი, სამუდამოა თუ არა ეს ყველაფერი.
კიდევ რამდენი? 6 თვე? 1 წელიწადი? მთელი ცხოვრება?
აქვს კი მნიშვნელობა დროს? როდესაც ვიცი, რომ ახლა ის ჩემს გვერდით ვერ იქნება!

ვბოდავ უკვე. არეულად ვწერ. თითები მებლანდება.
ან ამის წერას რა აზრი აქვს? ათჯერ წავშალე და გადავაადგილე აბზაცები…

ისღა დამრჩენია, გავიკეთო ვარდისფერი სათვალეები და დავარწმუნო საკუთარი თავი, რომ სულ ცოტაც, სუუულ ცოტაც…

სულ რაღაც 15-20 კილოგრამიც და…

მე ისევ მივალ რუსთაველზე! ან, მარჯანიშვილზე! თუნდაც სპორტის სასახლესთან!
მე ისევ შევძლებ მის ჩაკბეჩას!
ისევ გაადენს კრატუნს მჟავე კიტრი!
ისევ ძველებურად გადმოიღვრება კეტჩუპი კიდეებიდან!
და ისევ ისე შეებჟნება მდნარი ყველი კბილებს!..

მითხარით, რომ მალე მოვა ეს ნანატრი წამი!

Wait for me, Double Cheeseburger! <3
I'm on my way!!!

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1150 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 3:15 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 34
სტუმარი: 34
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024