♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 7 » გულის გაზაფხული...
8:31 AM
გულის გაზაფხული...

ჰო, ამ ღამით ჩემს ფანჯრებთან ჩურჩულებდა ცელქი მარტი,
სურნელება მოეტანა უნაზესი, თბილი ქალის,
წკაპა-წკუპით აცეკვებდა წვიმა თვის მუქ ლამაზ ლაქებს,
მე კი ჩუმად ამ მსხვილ წვეთებს ვიგროვებდი შიშველ ტანზე...

სულში სიმი თუ კრთებოდა, სიმი-მხოლოდ სიმარტოვის,
და გაზაფხულს მარტოობა მოეპარა სინანულით,
მერე ქუჩებს, ვიწრო ქუჩებს- შეერიათ მკრთალი სევდა
და ეს ჩემი სიამაყეც, მაპატიოს უნდა ყველამ...

აი, ახლა, ჩვენი მარტი უღიტინებს გულის ფიცარს,
გიჟი წვიმის და სირბილის მეტი ახლა არა მინდა,
შენ ხომ იცი?!.. მილიონი გაზაფხულიც არ მეყოფა,
და ამიტომ ჩაგჩურჩულებ ყურში ჩუმად ჩემს ოცნებას..

ჰო, ამ ღამით გულში უცებ შეიპარა გაზაფხული,
სინანულით, სიხარულით, სევდითა და სიყვარულით,
მერე ყველა ქალის გულში სითბო დრომაც ქარგა ნელა,
ჩვენ მარტში ხომ იისფრად თოვს და ჩვენი თვე ეტრფის ყველას...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 899 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2025-07-17, 2:15 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025