♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 15 » ღამეა ახლაც
8:21 PM
ღამეა ახლაც


ღამეა ახლაც ისეთი ბნელი_
რომ მთელს სამყაროს შავ ფერში ახვევს,
ცხოვრებისაგან არაფერს ველი,_
ვეღარ ვგრძნობ ჩემი სხეულის ნაჭერს...

თითქოს ვიღაცამ დახვრიტა ზეცა_
და ვარსკვლავებად მოჟონავს სისხლი,
სხვა ჩემს სიცოცხლეს უჩემოდ ძერწავს,
და რომ ვარსებობ, რატომღაც მიკვირს.

არეულია როლი, თუ სცენა,
ვიღაც ცხოვრების კანონებს მიდგენს,
საკუთარ თავთან ზურგითა ვწევარ,
ან რა აზრი აქვს პირისპირ ვიდგე?

რას შევცვლი თუკი ღამეს გავათევ(?),
ღამე ყველაფერს შავ ფერში ხატავს
ვაგორებ დღეებს,როგორც კამათლებს,
და ვიბრძვი მხოლოდ საკუთარ თავთან...

თითქოს ვიღაცამ დახვრიტა ზეცა,
დილა სისხლიან გზაზე აგდია,
სხვა ჩემს ცხოვრებას უჩემოდ ძერწავს,
და, რომ ვარსებობ,_
მხოლოდ ფაქტია!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1050 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 1:05 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024