♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 26 » გაზაფხულის პირველი დღე
4:09 PM
გაზაფხულის პირველი დღე

 
გაზაფხულის პირველი დღეა,მაგრამ უკვე ვიგრძენი სითბო..ბუნების სიხალისე,ჩიტების ჭიკჭიკი.მაშინვე შენ გამახსენდი...ვუყურებ განთიადს და ამ განთიადში ვხედავ შენს თვალებს,ღიმილს,მე დღესაც მოვალ,როგორც ყოველი გაზაფულის პირველ დღეს,მოგიტან ვარდებს,რომლებიც შენ ასე ძალიან გიყვარდა.აი უკვე გზაში ვარ,შენთან მოვიჩქარი.უცებ შევჩერდი,რატომ ველი ისევ იგივე გრძნობით და განცდით შენთან შეხვედრას,მაშინ,როცა შენი თვალების მაგივრად შენს საფლავს დავხედავ.იქნებ არც უნდა მოვიჩქაროდე შენთან,ამით ხომ არაფერი შეიცვლება,წარსულის იარებიდან კი კიდევ ერთხელ გამოჟონავს სისხლი,სისხლი,რომელმაც სამუდამოდ დაგვაშორა ერთმანეთს..არ მესმის შენი ხმა,ვერ ვხედავ შენს სახეს და მაინც გიცდი.ნეტავ შენ,შენ თუ ფიქრობ ჩემზე.რათქმაუნდა არა!..გადავაგდე სისხლისფერი ვარდები,რომლებიც შენთვის უნდა მომეტანა..შემოვბრუნდი და სასაფლაოს საწინააღმდეგო გზით წამოვედი...უცებ ქვითინი მომესმა..ქვითინი,რომელიც თვით ზეციდან მოდიოდა..ამინდი შეიცვალა,ცას შავი ღრუბელი გადაეფარა და გაწვიმდა...მივხვდი,თუ რა შეცდომა ჩავიდინე,როცა არ მოვედი და ვარდები არ მოგიტანე.შენ ახლა ტიროდი ჩემი საქციელის გამო..ნუ გეშინია,მე მივხვდი,რომ შენც ისევე გიყვარვარ,როგორც მე...ჩემო ლამაზო,მინდა მოგილოცო გაზაფხულის შემობრძანება ჩვენს ქვეყანაში და სულებში...გპირდები,რომ ყოველი გაზაფხულის პირველი დღის განთიადს მე მუდამ შენთან ერთად შევხვდები სისხლისფერი ვარდებით ხელში...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1414 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 2:52 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 44
სტუმარი: 44
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024