♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 18 » გალაკტიონ ტაბიძე – “ერთი ფოტოსურათის ისტორია”
1:29 PM
გალაკტიონ ტაბიძე – “ერთი ფოტოსურათის ისტორია”


სურათი გადაღებულია ქუთაისის ერთ-ერთ საოჯახო ბაღში. ექიმ გოკიელის სახლის პირდაპირ, დღევანდელ წერეთლის ქუჩაზე – სასტუმრო "სევერნაიას” უკან. ფოტო ეკუთვნის ნიკოლოზ საღარაძეს, რომელმაც 7000 სურათი და 150 ნეგატივი უფასოდ გადასცა საქართველოს სსრ ცენტრალურ სახელმწიფო არქივს.

სურათზე სხედან: (მარცხნიდან მარჯვნივ) 1. ტიციან ტაბიძე, 2. გრიგოლ ვეშაპელი, 3. იროდიონ ევდოშვილი, 4. ვარლამ რუხაძე, 5. აკაკი წერეთელი, 6. დავით კლდიაშვილი, 7. ლადო დარჩიაშვილი, 8. იასონ ნიკოლაიშვილი, 9. ისიდორე კვიცარიძე.
დგანან: (მარცხნიდან მარჯვნივ) 1. გალაკტიონ ტაბიძე, 2. აკაკი სვანი, 3. ბ. გელაზანია, 4. ილია ბახტაძე, 5. ია ეკალაძე, 6. მიხაკო ჯანოევი (ნემო), 7. თეოფილე ხუსკივაძე, 8. კონსტანტინე გამსახურდია, 9. ჯაჯუ ჯორჯიკია, 10. დავით მებუკე (ცვარნამი), 11. ლელიკო ჯაფარიძე.


____________________________________________

1914 ნწელს აკაკი წერეთლის მონაწილეობით ქუთაისში გაიმართა ლიტერატურული საღამო, რაც ნ. საღარაძემ ფოტოზე აღბეჭდა.

7000 სურათი და 150 ნეგატივი ნიკო საღარაძემ უფასოდ გადასცა საქართველოს სსრ ცენტრალურ სახელმწიფო არქივს (სადაა ეს არქ2ივი?). სურათების სია თან აქვს, თუ არა. აგრეთვე ნეგატივების?

საინტერესოა, რომ აქ არის ევდოშვილი. ის ჩამოვიდა ქუთაისში საღამოს გასამართავად და, ალბათ, ეს ფოტოც იმ დროისაა. როდის გაიმართა ევდოშვილის საღამო ქუთაისში? საჭიროა აღვადგინოთ.

ის მაშინ მეგობრობდა ია ეკალაძეს. გასაგებიცაა, ძველი მოგონებანი თუ რამ…

ყველა ამათგან ამჟამად ცოცხალია 4 კაცი.

თვრამეტი კაციდან ოთხი. И чей нибудь уж близок час. აი სია იმ თოთხმეტისა: აკაკი სვანი, ია ეკალაძე, მიხაკო ჯანოევი (ნემო), თეოფილე ხუსკივაძე, ჯაჯუ ჯორჯიკია, ლელი ჯაფარიძე, ტიციან ტაბიძე, გრიგოლ ვეშაპელი, იროდიონ ევდოშვილი, ვარლამ რუხაძე, დავით კლდიაშვილი, ლადო დარჩიაშვილი, იასონ ნიკოლაიშვილი, (აქ ცამეტია), აკაკი. ეხლა ხომ თოთხმეტია?

ცოცხალი ვართ: გალაკტიონ ტაბიძე, ილია ბახტაძე, კონსტანტინე გამსახურდია, დათიკო მებუკე, თვით საღარაძე 80 წლისაა.

ეტყობა ზაფხულია: ან არა გაზაფხული (ზაფხულობით მოწაფეები დათხოვნილნი არიან და გადიან ქალაქიდან. აქ კი ლელიკო ჯაფარიძე და დათიკო მებუკე თეთრ ბლუზებში არიან სამოსწავლო ქამრებით, ფოლაქებით. თეთრი ბლუზებით. ჰმ).

ყველას ერთნაირი საყელოები აქვთ. გარდა ორი კაცისა. ილია ბახტაძეს და ვარლამ რუხაძეს, რომელთაც გახამებული, მაღლა დაყენებული საყელოები აქვთ.

საზაფხულო პიჯაკებითაა მხოლოდ ორი კაცი: თეოფილე ხუსკივაძე და ილია ბახტაძე (ია ეკალაძეს მხოლოდ ჟილეტი აქვს თეთრი).

დავით კლდიაშვილი სამხედრო ტანსაცმელშია.

საინტერესოა: სადაა გადაღებული ეს სურათი, ე.ი. ქუთაისის რომელ ადგილას, არა სჩანს, რომ კვიცარიძის კონტორა იყოს, ვინაიდან წიგნები არა სჩანს.

დგამი სულ უბრალოა: მაგიდაც, სკამებიც.

მაგიდის გარშემო მჯდომარეთა სკამები სულ უბრალონი არიან: ევდოშვილი, ნიკოლაიშვილი, დარჩიაშვილი სხედან.

ქუდი სკამეიკაზე, ვისი უნდა იყოს იგი? ხომ არ არის მეორე ქუდიც?

ვარლამი სწორედ ისე ზის, როგორც თაგუნას ახსოვს… იქაც, აქაც.

ტიციანს ახლად შეკერილი კოსტიუმი აცვია. გიმნაზია ეს-ესაა დაამთავრა. მეორე მის ამხანაგს ლელიკო ჯაფარიძეს ჯერ ისევ სამოსწავლო ბლუზა აცვია. ვერ მოუსწრია კოსტიუმის შეკერვა და სდგას დ. მებუკის გვერდით.

ევდოშვილს და ნიკოლაიშვილს მუხლი მუხლზე აქვთ გადადებული (მგონი ევდოშვილსაც საზაფხულო ტანისამოსი აცვია). ია ეკალაძეს და ევდოშვილს ერთნაირად აქვთ შუბლზე ხელი შემოდებული (ეს, ალბათ, ფოტოგრაფის რჩევით). აკაკი ჯოხზეა დაყრდნობილი. სახე დიდებულად აქვს, გამოირჩევა ყველასაგან.

ნემოს არტისტული პოზა დაუჭერია. ყველაზე უბრალოდ აქ მე ვარ მხოლოდ.

თავმოტვლეპილები მხოლოდ ნემო და ხუსკივაძეა. გამსახურდიასაც მოუსწრია კოსტიუმის შეკერვა. ალბათ, თუ ახლა დაამთავრა სათავადაზნაურო გიმნაზია. ასე? ასეა!

აკაკი წერეთლის გარდა, ღრმა მოხუცებულობა აქ არავის ეტყობა.

აკაკი წერეთელს იუბილე გადაუხადეს 50 წლის მოღვაწეობისა 1908 წელს, ე.ი. სამწერლო ასპარეზზე გამოსულა 1858 წელს. მომავალ წელს სრულდება 100 წელი აკაკის სამწერლო ასპარეზზე გამოსვლიდან და 50 წელი ჩემი სამწერლო ასპარეზზე გამოსვლიდან. აკაკის ლექსი იყო ”საიდუმლო ბარათო”, ჩემი ლექსი ”სქელი ღრუბელი”. რამდენი წლისა იყო ნეტა მაშინ აკაკი? არ ვიცი, ამ სურათზე სჩანს მოხუცი არა ნაკლებ სამოცდაათი წლისა.

ია ეკელაძეს კი მგონი ის კოსტიუმი აცვია, რომლის ყიდვაშიც მე დავეხმარე სასტუმრო ”გურიი”-ს ქვეშ. მან შეკერილი კოსტიუმი შეიძინა, მახსოვს, სადა მცალიაო ეხლა მკერავს ვეღმანჯო, ეს ასე გამიკეთე, ეს ისე – მერე როდის მაღირსებს შეკერვასო, არა, მამა, არაო. მზა-მზარეული ტანისამოსის არჩევას არა სჯობია რაო. პოზა კი იას, მისი საყვარელი ანდაზისა არ იყოს:”ავაფურთხე – ულვაშს მომხვდა, დავაფურთხე – წვერზედაო”.

პირველი თაობის აქ აკაკი წერეთელია.

მეორე თაობის: დავით კლდიაშვილი, იასონ ნიკოლაიშვილი, ლადო დარჩიაშვილი, თეოფილე ხუსკივაძე და მსახიობი ნემო.

მესამე თაობის: იროდიონ ევდოშვილი, ია ეკალაძე, ილია ბახტაძე.

მეოთხე თაობის: ვარლამ რუხაძე, ვეშაპიძე, ჯორჯიკია.

მეხუთე თაობის: გალაკტიონ ტაბიძე.

მეექვსე თაობის: ტიციან ტაბიძე, კონსტანტინე გამსახურდია, დათიკო მებუკე და ლელიკო ჯაფარიძე.

ილია ბახტაძე ტანზეც კარგად იცვამდა და ფულებიც ყოველთვის საკმარისი ჰქონდა. როდესაც რომელიმე ამხანაგი დაესესხებოდა, ილიას ყოველთვის ჰქონდა ხოლმე ჯიბეზე ფული. ყველაზე მეტად უფულოები მთელ ამ წრეში მაინც მე და ევდოშვილი ვიყავით.

კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1839 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 3:24 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 25
სტუმარი: 25
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024