მთავარი » 2010 » მარტი » 5 » გაკვეთილი
|
ერთ საღამოს დრო შინ გვიან დბრუნდა. წამი მოიხადა- საკიდზე მიაგდო, წუთი გაიხადა, დღეები საწოლთან მიყარა, საათი, კვირა, თვე და წელიწადი რიგ-რიგობით გადაკიდა სკამზე და საუკუნის ამარა საწოლში შეწვა. შეწვა და ღრმა ძილით ჩაეძინა. დრო დაიღალა. დრო გაჩერდა, დრომ დაიძინა... . . . ფართო საკლასო ოთახში წელში მოხრილი, დაბერებულ-დანაოჭებული, ათასგვარ ძონძით შეფუთული შემოვიდა. ხელში ჟურნალი ეჭირა და ტაატით მიაბიჯებდა თავისი მაგიდისკენ. მოწაფეები ფეხზე წამოდგნენ. -დასხედით! მერხებისა და სკამების თანადროულმა ჭრიალმა წამით ყურთასმენა წაიღო. შემდეგ ისევ ჩაწყნარდა ყველაფერი. მსწავლებელმა ჟურნალი გადაშალა, სათვალე მოიმარჯვა და სიის ამოკითხვას შეუდგა. -აბაშიძე მიხეილ. -ვარ- მერხი კვლავ გაჭრილდა და მეორე რიგის ბოლოდან ახმახი მამაკაცი წამოდგა. -ხარ თორე შენც ახლა, წინა კვირის ორიანი გაქვს გამოსასწორებელი, გახსოვს? -კი, მახსოვს, კი- თავი ჩაღუნა მიშამ. -მერე აკეთებ რამეს ამისთვის? -ვცდილობ პატივცემულო. -მეტად ეცადე, გავიდა ცხოვრება. დაჯექი... ბექაური მაკა. -გახლავართ- პირველივე მერხიდან მერცხალივით წამოფრთხიალდა ახალგაზრდა გოგონა. -მაკა, მაკა, მაკაააა...- ჩააშტერდა ჟურნალს სათვალიდან მასწვლებელი- შენ ყველაფერი რიგზე გაქვს, ჯერჯერობით, თუმცა ხომ იცი თითო წიხლი მაინც ყველას ხვდება. -ვიცი პატივცემულო. -ასე რომ მზად უნდა იყო, ჭკვიანი გოგონა ხარ შენ, დაჯექი. -მაკას შექება ეამა და მკვირცხლად ჩამოჯდა. -გაბისონია მაყვალა. მოულოდნელად საკლასო ოთახის ბოლოდან მოსწავლე ნოდარ ტატიშვილმა აიწია ხელი. -გისმენ ნოდარ... -შეიძლება რაღაც მოგახსენოთ? -ბრძანეთ! ნოდარი მერხის რიგებიდან გამოძვრა და მასწავლებელს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. მასწავლებელი ჯერ შეცბა, შემდეგ კი იგივე გამომეტყველება მიიღო და ჩაილაპარაკა: -ისე დრო კი იყო, მაინც აღარაფერი ეშველებოდა. ასაკი შემახსენე მისი?.. -ოთხმოცდახუთი. -კარგი ნოდარ, თავისუფალი ხარ,- მასწავლებელმა ჟურნალში კალმით რაღაც გადახაზა და განაგრძო- მიქელაძე დავით. -ვარ. -დაბრძანდი.- დავით თქვენ დღეს ტესტი გაქვთ დასაწერი. -ტესტი?- შეჰკადრა დათომ. მასწავლებელი გააოცა მოსწავლის შეპასუხებამ და უმალ სათვალე მოიხსნა: -რამე გაურკვევლად გამოვთქვი ბატონო დავით? ორმოცდაორი წელია არაფერი დაგიწერიათ, მერე მოდიხართ და ჩემთან ჩივით. გამომართვით ტესტი!- სქელი თაბახის დასტა გაუწოდა. დავითმა მორჩილად გამოართვა, ადგილს დაუბრუნდა და წერას შეუდგა. -ნებიერიძე გიორგი. -ვაააარ მას. მესამე რიგის მეოთხე მერხიდან ზანტად წამოიზლაზნა ბეჭებში მოხრილი ახალგაზრდა თვალების სრესვით -ვაი შენს პატრონს, გამოდი დაფასთან! გიორგი ასევე ზანტად და სახის სრესვით გაემართა დაფისკენ, თან თავისთვის ლუღლუღებდა: "აუ, ისევ მეე მას"... -გამოადგი ფეხი!- დაუბრიალა თვალები მასწავლებელმა. გიორგი დაფასთან დადგა. -დაიწყე!- ბრძანებით მიმართა. -აუ მას, კარგით რააა...-დაიწუწუნა გიომ. -დაიწყე!-მწარედ გამოსცრა კბილებში მასწავლებელმა და მაგიდას "ლინეიკა" გადაუჭირა. გიორგიმ ამოისუნთქა და დაიწყო: -...დღესაც ვეჩხუბე დედას, მამას ვაგინე და სახლიდან გამოვიქეცი. მერე ძმაკაცებმა ისევ გავიკეთეთ, როგორც გუშინ და მას ახლა ისეთ კაიფში ვარ, სულ რომ თავით ჩამომკიდოთ, ვერაფერს გავიგებ... -მაშ ვერ გაიგებ არა?!. აბა დავიწყოთ! თუთბერიძე პირველი ხარ, გამოდი. -მას მეეე?- შეშინებული წამოდგა სკამიდან ჩვიდმეტიოდე წლის ლამაზი გოგონა. -ჰო, შენ, უკვე დროა მოქალაქეობრივი ვალი დააფიქსირო. გოგონა დამორჩილდა.გამოვიდა,გიორგის წინ დადგა, თვალებში ჩახედა, ტუჩები უცნაურად მოკუმა, ააცმაცუნა და მთელი ძალით სახეში შეაფურთხა. გიომ თვალები დახუჭა და ზიზღით ჩამოიწმინდა ნერწყვი ცხვირ-პირიდან. -შემდეგი!- სახაზავი დაარტყა მაგიდას მასწავლებელმა.-ჩაჩავა, გამოდი! ოცდახუთიოდე წლის გელა მერხიდან წამოდგა, სწრაფად მიეჭრა გიორგის და მუცელში მუშტი უთავაზა. -შემდეგი, სწრაფად! ამდენი დრო არ მაქვს, ქოქოსაძე! დათო პანღურით შემოიფარგლა. თამომ- "შეგარცხვინე!" გიგამ- წიხლი. სალიმ- ფურთხი. ოთომ- "არაკაცი" თაზომ- წკიპურტი. ნათიამ- "უსირხვილო" ასე დაიარა კლასმა და ყველამ თავისი უთხრა გიოს. ბოლოს მასწავლებელმა შერცხვენილ მოსწავლეს ქეჩოში ხელი მოჰკიდა და უთხრა: -მერამდენედ გიორგი?.. ტირილამდე მისული ვაჟი მუდარით შესციცინებდა მასწავლებელს და ჩუმად იმეორებდა ხელებდაკრეფილი: "აღარ ვიზამ, აღარ ვიზამ"... -გვიანია უკვე, გასწორდი მხრებში! გიორგი გაიმართა და შიშით შეხედა. მასწავლებელმა უეცრად ხელი მოიქნია და სასტიკი სილა გაარტყა. გიორგი დაეცა. -თავისუფალი ხარ, გადი!!! ცოტა ხნით დუმილი ჩამოვარდა. გიორგი ნელ-ნელა მიფორთხავდა კარისკენ და მალევე გაუჩინარდა. მასწავლებელი მაგიდას დაუბრუნდა. -ცირეკიძე თემურ. -ვარ. -ვიცი რომ ხარ, დავალება მომიტანე? -კი მას, მოგიტანეთ. -მაჩვენე. თემო მასწავლებელს მოწიწებით მიუახლოვდა და სქელი რვეული გადასცა. -ყველაფერია? -კი პატივცემულო, ზედმიწევნით აღვწერე ჩემი ყოფის ყველა ეპიზოდი 2000-2005 წწ-ებში. -კარგი, სახლში გავეცნობი და პასუხს შემდეგ გაკვეთილზე გაგაგებინებ. დაჯექი. მასწავლებელმა ფურცელზე რაღაცის წერა დაიწყო და მოულოდნელად წამოიძახა: -დავით, ტესტი დამიბრუნე. -მას, ბოლო კითხვა დამრჩა და ვერ ვწერ, პასუხი არ ვიცი. -წაიკითხე. დავითი წამოდგა და კითხვა დაიწყო: -ამოხსენით ამოცანა: მიდიხართ თქვენთვის. ხედავთ ვიღაც გიახლოვდებათ და უმიზეზოდ ხელს გირტყამთ, უბრალოდ ცუდ ხასიათზეა. რას მოიმოქმედებთ? პასუხი დაასაბუთეთ. -მერე ბატონო დავით, ორმოცდაათი წლისა მოიყარეთ და მაინც ვერ ჩაწვდით პასუხს? დავითი დაიბნა, უხერხულად დაუწყო მერხის კიდეს ფრჩხილით ფხაჭნა და გაუბედავად ამოილუღლუღა: -მე...ო...რე... ლოყას მივუშვერ. -თქვენგან არაფერი გამოვა ბატონო, არაფერი. ნათია, სწორი პასუხი! ნათია წამოდგა და სხაპასხუპით მიაყარა: -მეც დავარტყამ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიღაც გადამთელავს და დამაბეჩავებს. -დაჯექი ნათია. უეცრად ზარი დაირეკა. კლასში ყველა შეიშმუშნა. -თავისუფლები ხართ. მაკა მოდი ერთი წუთით. მოსწავლეები ერთმანეთს და მასწავლებელს ემშვიდობებოდნენ. მაკა მიუახლოვდა მაგიდას: -გისმენთ. -მაკა ეს ფუცელი გამომართვი და ცხრილის ქვეშ გააკარი. -კარგით.- მაკამ ფურცელი ჩამოართვა და ცხრილის ქვემოთ გააკრა. ცხრილი ერთი გაკვეთილისგან შედგებოდა, დიდ თაბახზე ფართო ასოებით ეწერა: ც ხ ო ვ რ ე ბ ა. მაკას მიერ გაკრულ ფურცელზე კი:
"გარდაიცვალა გაბისონია მაყვალა. პანაშვიდები გაიმართება 27,28 ნოემბერს, დაკრძალვა 29 ნოემბერს, მისამართი იკითხეთ დეკანატში."
საკლასო ოთახი დაცარიელდა. ცხოვრებამ ჟურნალი და "ლინეიკა" იღლიაში ამოიდო და მორიგ საკლასო ოთახს მიაშურა.
. . .
დრომ თვალი გაახილა. გაჩერებულ მაღვიძარას დახედა და საწოლიდან წამოხტა. "ჩამძინებიაო" გაიფიქრა: წელიწადი სასწრაფოდ ამოიცვა, წუთი მოიცვა, თვე გადაიცვა, საათი მოისხა, დღეებში ფეხები ტუცა, წამი დაიხურა, კვირით ყელი კარგად შეიფუთა და სახლიდან გავარდა.
|
კატეგორია: ♥ისტორია♥ |
ნანახია: 1168 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 46 სტუმარი: 46 მომხმარებელი: 0 |
|
|