♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 20 » ერთი დღის პერსონაჟი
10:23 PM
ერთი დღის პერსონაჟი


ის სულაც არ ჰგავს ყოველგვარი საყვედრის მიმტევს,
პარკინსონიანი უძილობა სიხარულს ანიჭებს,
ოთახში დადის ნერვიულად და თითებს იმტვრევს,
მათემატიკური ისტერიით ითვლის ნაბიჯებს.

კითხულობს პრესას,კაფეებში აღარ სვამს ჩაის,
ამით ხაზს უსვამს პრინციპების სულელურ ალბომს,
ის ავტორია გულმიჭრილი მინაზე ბზარის,
ისეთი ძუნწი,ძილისთვის რომ სიზმრებსაც არ თმობს.

მუნჯი ჟესტებით გამოხატავს სიმდაბლეს აზრის,
მესამე პირში მონოლოგობს საკუთარ თავზე.
იგი მეტროში ქალბატონებს არ უთმობს ადგილს,
მას აღარასდროს არ გადაჰყავს მოხუცნი გზაზე.

ის ზედმეტს ფიქრობს,ზედმეტს ცხოვრობს და ზედმეტს ნატრობს,–
გადაუღებელ წვიმებს ნატრობს,ოცნების წვიმებს.
მადლობით იცმევს მეგობრისგან ნათხოვარ პალტოს
და თვითმკვლელობის იტოვებს იმედს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1058 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 3:26 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 13
სტუმარი: 13
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024