♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 26 » დიდხანს..
9:28 PM
დიდხანს..


დიდხანს.. დიდხანს უცქირა საკუთარ გამომეტყველებას სარკეში. უშნოა, ულაზათო და ჩვეულებრივი. იმდენად ჩვეულებრივი, რომ ის ვერც კი შეიმჩნევს, ვერც აღმოაჩენს... 
ცხვირზე უფრო უმუქდება ჭორფლი, თმაც ჯიუტი და არ დამყოლი გახდა, ვერაფერი მოუხერხა, ხელებიც კი თითქმის ზომაზე მეტად დაგრძელებია. უცბად მოშორდა სარკეს. ეს კიდევ არ არის ყველაფერი. კოჭებს ზემოთ ოდნავ აცდენია ფერშეცვლილი ჯინსები, ცდილობს რაც შეიძლება ჩაჩაჩულად ჩაიცვას, მაინც ვერ დააგრძელა, ლანჩა გაცვეთია ფეხსაცმელს. ლანჩა გაცვეთია ფეხსაცმელს. კიდევ კარგი ზემოდან ჯერ კიდევ შეეხვდება, ძირები ხომ არ ჩანს, ფეხის სისველეს მოითმენს, გაუძლებს.
ის კი... პეპელასავით შემოფრინდება ხოლემე საკლასო ოთახში, ლამაზი, მშვენიერი, არამიწიერი. გრძნობს შურით სავსე მზერას, ასე ხშირად რომ აადევნებენ ხოლმე დაქალები. რადგან თითქმის ყოველ კვირას ახალი "შმოტკებით იჩითება”, მამამისი არაფერს აკლებს ერთადერთ ნებიერას. მიჰყავთ და მოჰყავთ მანქანით.
დათოს კი სახლის გახსენებამ ტკივილი მოჰგვარა, დედა სულ ავადმყოფობს, სხივჩამქრალი და გაცრეცილი გამომეტყველება აქვს. მაინც ცდილობს ცხოვრებასთან ბრძოლას. არაფრისაგან შეაკოწიწებს ხოლმე საუზმეს, რომ მშიერი არ გაუშვას ბიჭი სკოლაში. სულ უკვირს, როგორ ახერხებს დედა ამას. მისი პენსია იმდენად მწირია... მამა... ადრიან დილას გაუჩინარდება და გვიან ღამით ბრუნდება მთვრალი... თვალებდაწითლებული, სახეგაკუშტებული. სამყაროზე ერთიანად აღრენილი სახლში ახდენს ემოციების რეალიზაციას, ბილწსიტყვაობაც დასჩემდა. ზოგჯერ იმდენად უხეში, ბიჭებისგანაც რომ არ გაუგია ქუჩაში.
ახსოვს დათოს სხვანაირი მამა. მეოცნებე, ინტელიგენტი, წიგნიერი, მოსიყვარულე. უმუშევრად დარჩენილი იმედს არ კარგავდა, "ჩვენს ქუჩაზეც მოვაო გაზაფხული”, ანუგეშებდა ცოლ-შვილს. მერე ცოლის ავადმყოფობამ მთლად გაანადგურა, ძვირადღირებულ მკურნალობას საჭიროებდა ქეთევანი. შვილს განათლების მისაღებად წიგნები, რვეულები სჭირდებოდა. რამდენჯერმე დაეხმარნენ მეგობრები, ახლობლები, მერე ყველას თავის თავი უჭირდა.
თანდათან ჩაიკეტა თავის თავში, ბოღმას და ნაღველს მორევში გადაჰყვა, გაუხეშდა, სმას დაეჩვია, ახლაც საშინლად გაიჯახუნა კარებმა... შეკრთა, მოიკუნტა, სიამოვნების მოლოდინში ბიჭი.
-დათო!- მამის ხმაში ერთგვარი პრეტენზია და ჩხუბის მიზეზის ძიების ტონი იგრძნო დათომ.
-ისევ მთვრალი ხარ გოგი?-დედის ხმა თბილი იყო, უსაყვედურო, გამგები, სევდიანი.
-სად არის ბიჭი?
-სძინავს, წამოდი დაწექი.
საბედნიეროდ მამა აღარ გაძალიანებულა. უკვირს დათოს როგორ შეუძლია ასე მშვიდად საუბარი დედას. როგორ ითმენს ამდენს.
დილით სხვა იქნება მამა-ბავშვური, დანაშაულის შეგნებით დამორცხვებული, თვალებს ვერ გაუსწორებს ცოლ-შვილს. შიშით იქნება დამუხტული, ახალი დღის დაწყების შიშით. "უხერხემლო”, გაიფიქრა დათომ და იგრძნო ზიზღი არა მამის, არამედ საკუთარი თავის მიმართ, რატომ მაინცდამაინც მას არგუნა ბედმა ასეთი ცხოვრება.
ერთადერთი რითაც ცდილობს გამოირჩეს კარგი სწავლაა. მათემატიკასა და ფიზიკაში ყველას სჯობნის. ოღონდ ინგლისური ენის ცოდნით ბევრ თანაკლასელს ჩამორჩება. ისინი კერძო რეპეტიტორებთან დადიან, კომპიუტერებსაც დაეუფლებიან.
ქართულის მასწავლებელი ხშირად შეახსენებს ნიჭიერებას და მოითხოვს წეროს, თითქოს მომავალ მწერალს ხედავს მასში. რა იცის თინა მასწავლებელმა, რომ დათო უკვე კარგა ხანია წერს: დღიურებს, ჩანახატებს, ხანდახან ლექსებს. მაშინ ყველაზე ბედნიერია, მხოლოდ ქაღალდთან დარჩენილი იხსნება. წერს საკუთარ ოცნებაზე, ტკივილზე და მასზე, მისი მერხის მოპირდაპირე მეზობელზე (ფიქრშიც რომ ვერ უტყდება თავს, მის ერთადერთ სიყვარულზე).
დღეს თათიას დაბადების დღე იყო, მთელი თვე აგროვებდა გროშებს. იყიდა ერთადერთი წითლად აბრდღვიალებული ვარდი მალულად, ქურდულად, ყველაზე გვიან მივიდა კარებთან. ერთხანს გახევებული იდგა, ეგონა. მისი გულიცემა კარებს მიღმაც ესმოდათ. ზარი დაირეკა და... თავქვე კისრიტეხვით დაეშვა კიბეზე, სანამ კარს გააღებენ უკვე ქუჩაში იყო. კარებთან კი... ერთადერთი წითელი ვარდი უხერხულად გარინდულიყო, სულაც არ ეპიტნავებოდა წირხლიან ფეხსაწმედზე დება...
საოცარი სიზმრები დასჩემდა, სადღაც ლაბირინთებში დაეხეტებოდა, ეძებს გასასვლელს, სიმწრის ოფლში იხვითქება, გასასვლელს კი ვერ აგნებს. დათრგუნული იღვიძებს.
ამაღამ სიზმარი აღარ გასტანჯავს, რადგან არ დაეძინება, ფიქრით ისევ თათიას დაბადების დღის წვეულების წარმოდგენას ცდილობს. როგორი სიტყვაწყლიანი და მხიარული იქნებოდა ლაშა, ამჯერადაც ეცდებოდა თავისი თავის სხვებზე უკეთ წარმოჩენას. ამ ბოლო დროს ძალიან დაუახლოვდა თათიას, ერთად დადიან კორტებზეც, ინგლისურზეც. იგრძნო, როგორ შეკუმშა თკივილით გული, თითქოს ვიღაცამ თითები მოუჭირა, ნელ-ნელა სისხლისაგან დაწრიტა. ლაშას მამა გუშინწინ დაბრუნდა ლონდონიდან, ალბათ ახალი სამოსითაც იწონებდა თავს, ისედაც თავმომწონე ლაშა წვეულებაზე.
ნეტავი არ გათენდებოდეს, სლოლაში არ იყოს წასასვლელი, ნეტავი საერთოდ არ გაეცნო თათია... მამას რომ სამუშაო ეშოვა, იქნებ სხვანაირად წარმართულიყო მათი ცხოვრება, დედაც იმკურნალებდა, ოჯახში სიმშვიდე და სიყვარული დაბრუნდებოდა...
გვიან, ძალზე გვიან მაინც ჩაეძინა, ისევ ნაცნობ ლაბირინთებში წაუძღვა სიზმართუხუცესი... გალიაში დამწყვდეული ჩიტივით ფართხალებს, გვირაბიდან გვირაბში დაფრინავს, უკარებო კედლებს აწყდება, სიბნელისაგან სული ეხუთება, გრძნობს ვეღარ გაუძლებს... რომ უცებ თითქოს ბნელი გაიმტვრა. მზის სუსტი სხივი შემოათინათდა ჭუჭრუტანაში, მერე მხრები გაისწორა, შეიბერტყა, ჭუჭრუტანამ სიგანე გაიწია. გაფართოვდა, მზით აივსო ლაბირინთის ყოველი კუთხე-კუნჭული, ოქრო-ცურველი გახდა მრუმე კედლები, სითბომ და სინათლემ დაივანა სულში... გმადლობ უფალო! აღმოხდა ბაგეთ. გმადლობთ ზეციერო მამავ!
მაღვიძარას წკრიალმა სანატრელი სიზმრისაგან გამოაღვიძა, მზე მართლა შემოსულიყო ოთახში, ფანფრის მინებს მოდარაჯებული უფრო ალერსიანი და მცხუნვარე იყო მისი ბალიშისკენ მიმართული სხივები.
მამას ჯერ კიდევ ეძინა, დედა ძველებურად ფეხზე იდგა დაღლილი, გაცრეცილი, სევდიანი და უსაშველოდ საყვარელი. დედის თვალები და გამოხედვა იყო დათოს ყველაზე სანუგეშო თავშესაფარი. აქ უსამანო სიყვარული და იმედი სახლობდა.
სკოლაში მისვლამდე ტაძარში შეიარა, უცნაური მზერით შემოსცქეროდნენ ფრესკებიდან წმინდანთა სახეები. მათ თვალებში დედისეული თვალების მზერა დაიჭირა. ჯერ კიდევ არ მოსულიყო მორწმუნე მრევლი, უფლის სალში მარტოდმყოფობა მოეწონა, მსდაუნებურად ხმამაღლა დაიწყო ლოცვა...
გზა სკოლისაკენ... სულაც არ ეჩვენებოდა საშინლად, იქ "ის” ეგულებოდა, ვისთვისაც ღირდა ბრძოლა, უპირველესად თავის თავს დაუმტკიცოს, რომ მისი ღირსია, მერე კი მას. ყველაფერი წინ არის. მიღწევადია, შესაძლებრლია, მთავარია გიყვარდეს, გჯეროდეს, გწამდეს და გინდოდეს!
იჯდა მერხთან და არც იჯდა ფიქრით ოცნების რაშზე ამხედრებული უკვე სხვა ფერებში ხატავდა მომავალს. უცნაურმა ხმამ გამოაფხიზლა, საოცრად ტკბილმა, საამომ, ჟღერადმა. პაწია, საოცრად ლამაზი ნაცრისფერ-წითელ-მწვანედ შეფერილი ჩიტუნა დასკუპებულიყო მის მერხზე და ჭიკჭიკებდა. ღია ფანჯარაში, უშიშრად შემოფრთხიალებული ჩიტი გალობით რაღაცას ამცნობდა დათოს. მთელი კლასი გარინდებულიყო. ჩიტმა თითქოს იგრძნო სიჩუმის სიმძიმე. ფრთები კეკლუცად შეფრთხიალდა და ღია სარკმლიდან ცის ლურჯ კამარასთან ჭრელ პეპელასავით მიაფრთქიალდა.
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1024 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-04-17, 2:19 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024