♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 6 » დაიწყე ნულიდან...
4:28 PM
დაიწყე ნულიდან...


რაო? რატომ გაჩერდა ტკივილი? სად? ვისთან ეძებდი შენს დაღლილ ბედნიერებას? სად აცეცებდი თვალებს? რატომ, რატომ გაურბოდი შენს აბორგებულ გულს? განა იქ არ იბადება შენი ნაზი გრძნობები ყოველივესადმი? განა შეიძლება ადამიანი გეკუთვნოდეს? არა.. შენი გული იქნება შენთან, მას გაუფრთხილდი, ხშირად ჩაიხედე და დაუყვავე... მერე რა რომ არავინ გასწავლიდა ამას? მერე რა რომ ნულიდან გიწევს დაწყება?
მერე რა რომ უკვე ნული გახდი მისთვის, ვისაც მეგობრად თვლიდი და აღმერთებდი? ჰო...იტირე, ცრემლები წაშლის ციფრებს და მერე ნულიდან დაიწყე.... ჰო შენ აღმერთებდი ადამიანებს ისე რომ საკუთარი თავი არც მოგწონდა... ჰო შენ მარტივი გეჩვენებოდა შენი გული და სხვების სირთულე გხიბლავდა და გათრობდა, ჰო....
მერე რა თუ არ გპატიობენ უსასრულო შეცდომებს? შენ ხომ პატიობ და საკუთარ თავსაც აპატიებ.... ჰო... მერე რა რომ ყველა საპირისპიროს გასწავლიდა მუდამ? დაიწყე ნულიდან...ანუ საკუთარი თავიდან... ოღონდ ამჯერად სიყვარული დაიწყე, ეს ბანალური და მოძველებული სიყვარული, რომელიც ასე გაკლია ....
ჰო გაივლის უხეში სისხლი და შენში ხალასი, მჩქეფარე მდინარეები ამღერდებიან ძველი სისხლის ნაცვლად... ჰო წარმოიდგინე რომ არ ხარ და ისე განაგრძე სიცოცხლე...
ჰო... არაფრის კიდევ დამცირება შეუძლებელია ისევე როგორც ჰაერის ხმლით აჩეხვა... ჰო... ვერავინ გატკენს გულს, მათ ხომ თავიანთი პრობლემებიც ეყოფათ, ნუ, ნუ დააბრალებ შენს ტკივილებს ადამიანებს, რომლებსაც აღმერთებდი, წინააღმდეგ მათივე სურვილისა...
იცოცხლე ისე თითქოს უკვე მოკვდი, ჰაერი იყოს შენი თავისუფლება, სიყვარული იყოს შენი სიკვდილი.... შენ ხომ სწორედ ასეთ სიკვდილს ნატრობდი?....

დაიწყე ნულიდან...




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1051 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:59 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 68
სტუმარი: 68
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024