მთავარი » 2010 » თებერვალი » 17 » დაბლა ეშვება, კვდება ფოთოლი...
4:20 PM დაბლა ეშვება, კვდება ფოთოლი... |
შემოდგომაა... ქარი ზამთრისთვის ემზადება და წინასწარ სინჯავს მის ძალებს... სული შეუბერა ხეებს... და მოსწყდა რამდენიმე გაყვითლებული ფოთოლი... ქარმა მათ ძირს დავარდნა არ აცადა, აიტაცა ზევით, გაეთამაშა, ეკეკლუცა, ფრთა დაატოლა, მაგრამ... თრთოლა შეატყო საცოდავ ფოთოლს, რომელიც მოსწყდა მშობლიურ კერას და მისთვის მეტად უჩვეულო მოგზაურობაში გაწვია სატრფომ... მაშინ ქარი მოეფერა საბრალოს... ნარნარით და ფარფატით დაეხმარა ძირს რბილად დაშვებაში, ერთიც მიელამუნა და სამუდამოდ დატოვა სატრფო... წევს ფოთოლი გაუნძრევლად, ქუჩაში კი ხალხი ირევა... შრიალებენ უმწეო ფოთლები მათ ფეხქვეშ და ასე ყვებიან თავიანთი ხანმოკლე სიცოცხლის ამბებს, მაგრამ მათ არავინ უსმენს... არავინ გამოსულა ქუჩაში იმისათვის, რომ ფოთლების შრიალისთვის მოესმინა და გაეგო ფოთლისა და ქარის თავბრუდამხვევი მოგზაურობის ამბავი... ყველას თავისი საქმე აქვს და აბა, ფოთლის ცხოვრება ვის აინტერესებს? აი, ამიტომ კვდება ფოთოლი, როცა დაბლა ეშვება... კვდება მარტოსული... ახალგაზრდაა, მაგრამ მაინც კვდება... "სიკვდილი, ხომ სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის"...
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1236 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 30 სტუმარი: 30 მომხმარებელი: 0 |
|
|