♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 15 » ჩვენ უკვე დავშორდით
8:17 PM
ჩვენ უკვე დავშორდით

დღეს უკვე სხვა დღეა!
ჩვენ უკვე დავშორდით.
არ ვამბობთ იმ სიტყვებს
ადრე რომ ვამბობდით,
არ ვისმენთ იმ ფრაზებს
ადრე რომ ვისმენდით,
დღეს აღარ გპატიობ
გუშინ რომ ვითმენდი.
დღეს უკვე გავუძლებ
უშენო საათებს,
აღარ ვწერთ ერთმანეთ
სევდიან ბარათებს.
ჩვენი ერთად ყოფნა
თუ იყო შეცდომა
გამოვასწოროთ
ისევ ჩვენ ორმა.
წარსულზე ფიქრებმა
გონება მოიცვა,
კიდევ მაქვს სათქმელი
შეჩერდი! მოიცა....
მიყვარხარ..

მაგრამ გუშინ სხვა იყო,
შენ სხვა გზით წახვედი
და გზები გაიყო.
გზაჯვარედინზე დამტოვე
მარტო და..
არ ვიცი წვიმდა თუ..
არ ვიცი მათოვდა.
მციოდა,ვტიროდი,
მტკიოდა... არ ღირდა,
ჩვენი შეხვედრა
მართლაც რომ არ ღირდა.
გავიდა დღეები,
გრძნობა გაგრილდა,
ნოემბერი დადგა
ცოტა აგრილდა..
ყველა საოცნებო,
ყველა სანატრელი,
წარსულს ჩავაბარე
შენი ბარათები,
შენი სურათები,
შენი მოფერება..
ახლა ეგ ხელები
სულ სხვას ეფერება.
ახლა ეგ გულიც სხვისთვის ძგერს,
სხვისთვის ფეთქავს,
იმ სხვას ეუბნები
ჩემთვის რომ უნდა გეთქვა.

თუმცა გულის ნაცვლად
ლოდი გაქვს ანდა ქვა,
მაინც "SWEET MEMORIES"
მინდა დაგარქვა..

კატეგორია: ♥ნიკო გომელაური♥ | ნანახია: 1316 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 12:57 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 15
სტუმარი: 15
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024