შეხედულებებისა და მიღებული ინფორმაციის ემოციური გაცვლა, ყვირილი და ჩხუბი ყოველთვის როდის ნიშნავს, რომ მეუღლეთა შორის უთანხმოება წარმოიშვა! უფრო ხშირად ერთმანეთზე უსაზღვროდ შეყვარებული წყვილები ჩხუბობენ, თუმცა ჩხუბსაც გააჩნია.
უპირველეს ყოვლისა, დაიმახსოვრეთ - ჩხუბი კატასტროფა არ არის! სრული ჰარმონია და აბსოლუტური სიმშვიდე მხოლოდ სენტიმენტალურ რომანებში არსებობს, კონფლიქტებიც მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მოგვარდეს ემოციების გარეშე.
ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ პატარ-პატარა ჩხუბები განმუხტავს დაძაბულ ატმოსფეროს და ურთიერთობას აჯანსაღებს. თუმცა ჩხუბის დროს აუცილებელია, პრეტენზია ორივე მხარემ გარკვევით და ნათლად გამოთქვას, ყოველგვარი ბოღმისა და ღვარძლის გარეშე.
მოერიდეთ ზედმეტ ემოციებს, უხეშ გამოთქმებს, ერთმანეთის შეურაცხყოფას. არასოდეს თქვათ ისეთი რამ, რაც მერე შერიგებაში შეგიშლით ხელს და რის პატიებაც თვითონვე გაგიჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პატარა ჩხუბი შეიძლება სერიოზულ სკანდალში გადაიზარდოს. დიდი მნიშვნელობა აქვს მიმართვის ფორმასაც.
გახსოვდეთ: ხუმრობით, ღიმილით ნათქვამი ფრაზა უკვე აღარაა ისეთი მწვავე, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. ისწავლეთ სერიოზული პრობლემების წვრილმანი უსიამოვნებებისგან გამორჩევა. რაც მთავარია, არასოდეს დაკარგოთ იუმორის გრძნობა ყველაზე მძიმე წუთებშიც კი.
|