♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 19 » ბურუსი
8:34 PM
ბურუსი

შემოდგომის ღრუბლიანი დღე იდგა. შეუჩერებლივ ცრიდა. ჯანღი შემოსდგომოდა ავლაბარს და ამ ბურუსში, სადღაც, გორაკზე ამავალ შარაზე, მცირე, უცრემლო პროცესია ფარულად მიასვენებდა პოეტის ცხედარს.
ვიწრო, ტალახისაგან აზელილი ქუჩები უნდა გაევლოთ და მერე იქით, პეტრე-პავლეს უპოვართა სასაფლაოსკენ განეგრძოთ გზა.
მოიწევდნენ მოწყვეტილი სიარულით. სულ რამდენიმე კაცი მიაცილებდა უკანასკნელ გზაზე. სადღა იყო ბალდახინი. თხელი, ღრუებიანი ფიცრებისაგან შეეკრათ სადა კუბო. სულის მოსათქმელად დროდადრო აღმართზე შეჩერდებოდნენ, სველ მიწაზე დაუშვებდნენ ცხედარს.
უკანასკნელ წამსაც მასთან ახლობელი არავინ ყოფილა. ზოზია ტიფით იყო ავად, არც კი უთქვამთ მისი გარდაცვალება. მაშომაც გასვენების დღეს შეიტყო ძმის უბედურება. საავადმყოფოში ვიღაცამ შემთხვევით იცნო მისი გვამი. არც ნეკროლოგი, არც უბრალო ცნობა სადმე გაზეთში.
წინანდლის ქუჩის ბოლოს ბარაკები გამოჩნდნენ, სნეულთა თავშესაფრები. სასაფლაოს გალავანთან კვიპაროსები და ობელისკები კრთოდნენ. გამონგრეული ყორეთი გავიდნენ მოკლეზე.
მხრებზე შედგმული კუბო მიირწეოდა კვიპაროსების გასწვრივ. აიშალნენ ფერადი ღრუბლები და ამოვარდა შორეული გრიგალი. სველი ნისლი წვებოდა განურჩეველ საფლავებს შორის. აწვიმდა ცხედარს. წყალი ჟონავდა გადაფარებულ ტილოდან.
პეტრე-პავლეს ეკლესიის წინ, ორასიოდე ნაბიჯზე, როგორც იქნა მიაღწიეს ახლადგათხრილ საფლავს. ირგვლივ უწესრიგოდ გაბნეულიყვნენ ერთმანეთზე მიწყობილი საფლავები. ახლო მიწასთან ეძინა მიცვალებულს და კუბოსთან დნებოდა ყვითელი სანთელი.
პანაშვიდი გადაიხადა უცნობმა მღვდელმა, რომელსაც არ ჰქონდა წაკითხული მისი სისხლიანი წიგნი "Mემენტო მორი!”, არც არაფერი იცოდა მისი დაფერფლილი სულის ისტორიის შესახებ. მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდათ მისი დანისლული ლექსებიდან სტრიქონები.
წვიმამ უმატა, დრო არ ითმენდა. კუბოს ორივე მხარეს თოკები გამოაბეს და ნელა ჩაუშვეს სამარეში უჭირისუფლო ცხედარი.
პირველი მიწა ვიღაც უხეშმა მესაფლავემ მიაყარა. კუბოს ფიცარზე შეწყდა უკანასკნელი გუგუნი მიწის და ქვების.
დაიშალა პროცესია.
სქელმა ბურუსმა წაშალა საფლავი, შთანთქა ყოველი. ირგვლივ არაფერი ჩანდა, პირველყოფილი სითეთრის გარდა.

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1137 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 4:01 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 19
სტუმარი: 19
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024