ბულბულს მირჩევნია შაშვი, გალობს,ჩქარობს,ხარობს ბავშვი,-- გულწრფელს ჩამოაგვირისტებს უცებ,რაც მოუვა თავში.
ეს ბულბული მგალობელი მხოლოდ თვალისმოკვრამდეა. ღმერთი ჰყავდეს მწყალობელი და, ცოტა არისტოკრატია.
ჰგონებს ულამაზესია, სწავლულებით სხვა ჯიშია, მხოლოდ მთვარიანში გალობს-- ნამეტნავად აზიზია.
შაშვს სასწავლად სად სცალია, მისი ჰობი წანწალია-- ფრანსუაა,ვიიონი--- თავისთავად ნასწავლია.
ბულბულს მირჩევნია შაშვი, ბულბულს მირჩევნია შაშვი! გინდა ეკლის შტოზე დასვი, გალობს,ჩქარობს,ხარობს ბავშვი, ისეთს ჩამოაგვირისტებს, ას წელს არ მოგივა თავში!
|