♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 4 » ბრძნული აზრები ქალებზე
1:09 PM
ბრძნული აზრები ქალებზე


ღმერთები იქ ცხოვრობენ, სადაც ქალებს ეთაყვანებიან.

ჩემი გული ყოველთვის აღსავსე იქნება სიყვარულით, ვიდრე ქვეყნად ქალები არსებობენ.
ჰ ა ი ნ ე


ქალი სინამდვილედ ქცეული ულამაზესი სიზმარია მამაკაცისა.
ჰ. ლ ო ბ ე რ გ ე რ ი


ქალი - ეს არის ცა, მაგრამ ეს ცა ისევე მაღლაა მამაკაცისაგან, როგორც მიწა ცის თაღისაგან.
დ ე ლ ა ბ ა რ კ ა


ლამაზი ქალი ერთდროულად ცაც არის და უფსკრულიც. რა სიამოვნებით აღვაპყრობთ მზერას მის ციურ მშვენებას და რა იოლად გადავიჩეხებით ხოლმე უფსკრულში.
ე რ ი ხ ო ს ტ ე რ ჰ ე ლ დ ი

კაცის ცთუნებაა ქალი დასაბამიდანვე.
ჩ ო ს ე რ ი


ქალი არის ყველაზე მისაღები შეცდომა ბუნებისა.
მ ი ლ ტ ო ნ ი



მხოლოდ ქალს ესმის, რა არის სიყვარული, ვაჟკაცისათვის ხშირად იგი ოცნებაა, ამაო მოყვარეობა, სიხარბე. ქალი კი ერთი კოცნის გამო თავით ფეხებამდე გულად გადაიქცევა ხოლმე და არც ერთი სიმი და ძარღვი არ მოიპოვება ისეთი იმ დროს, რომ არ ზეიმობდეს ანუ არ თრთოდეს.
ი მ ე რ მ ა ნ ი


თითქმის ყველა ქალს უნარი შესწევს ყველაზე უმაღლესი გმირობა ჩაიდინოს სიყვარულის გამო.
ა. კ უ პ რ ი ნ ი


ძნელი სათქმელია, რომ ქალს უფრო ძლიერად შეეძლოს სიყვარული, ვიდრე მამაკაცს, მაგრამ ეს კი უეჭველია, რომ ქალებმა უფრო უკეთესად იციან სიყვარული.
დ ი უ ბ ე ი


ქალები როგორც მოკრძალებულნი და კდემამოსილნი, თავიანთ ნაზ გულში იმარხავენ დაფარულად სიყვარულის ალს, ხოლო დაფარული ალი რომ უფრო ძლიერია გამოჩინებულზე, ეს იცის ყველამ, ვისაც კი განუცდია მისი ძალა თავის თავზე.
ჯ ო ვ ა ნ ი ბ ო კ ა ჩ ო


პირველ ქალს, რომელიც ნამდვილად გაიტაცებს ადამიანს, მეტოქე არასოდეს ეყოლება.
ბ ა ლ ზ ა კ ი



ბედნიერია ქალი, როდესაც იგი გატაცებით უყვართ.
ბ ა ლ ზ ა კ ი


ნუთუ შეიძლება ქალი გიყვარდეს მარტოოდენ სილამაზისთვის?
ტ ო ლ ს ტ ო ი


ქალის ღირსების საზომი მამაკაცია, რომელიც მას უყვარს.
ბ ე ლ ი ნ ს კ ი


ქალი თუ ერთ ვინმეს არ აშორებს ანდა ვერ უსწორებს თვალს, ყველასათვის გასგები ხდება რასაც ნიშნავს ეს.
ბ რ ი უ ე რ ი

უფრო ადვილია შვიდ ქალს შეაყვარო თავი, ვიდრე ერთისგან თავი დაიხსნა.
დ ე ს ტ უ შ ე


სიყვარული ქალის მთელი სიცოცხლეა და მხოლოდ ერთი ეპიზოდია მამაკაცის ცხოვრებაში.
ჟ ა ნ პ ო ლ ი


ჩვეულებრივი ქალისთვის ყველა მამაკაცი მამაკაცია მხოლოდ; მისთვის კი, ვისმა გულმაც შეიცნო სიყვარული, თავისი მიჯნურის გარდა, მამაკაცი არ არსებობს.
რ უ ს ო


ქალს უნდა მისცე ყველაფერი, ან არაფერი.
ნ ი კ ო ლ ო ზ ლ ე ო ნ ო ვ ი


თუ კაცს უნდა სიყვარული დაუმტკიცოს ქალს, ყველაფერი უნდა უამბოს, რასაც ქალის ცნობისმოყვარეობა მოითხოვს.
ბ უ ვ ი ე


ვაჟკაცმა არც არაფერი უნდა სთხოვოს ქალს და არც არაფერში ძალა დაატანოს, isini სულგრძელნი არიან - რაც შეუძლიათ იმას თვითონაც არ დაიშურებენ.
გ ო ლ ს უ ო რ ს ი


ქალები იმ ადამიანებს უჯერებენ, რომლებიც თავიანთ ფრაზებს სიტყვა "სიყვარულით" ავსებენ.
ბ ა ლ ზ ა კ ი


ყველაზე ჭკვიანი მამაკაცი უგნურს ემსგავსება, როცა უყვარს. ყველაზე უფრო ქარფშუტა ქალიშვილი ჭკვიანდება, რომ შეიყვარებს.
ს ტ ე ნ დ ა ლ ი


უშნო ქალს თუ ვინმე შეიყვარებს, უთუოდ თავდავიწყებით და მგზნებარედ, რადგან ეს გრძნობა მიანიშნებს კაცის უცნაურ ახირებაზე, ანდა ქალის იდუმალებით მოცულ, უსაზღვრო ხიბლზე, რაც სილამაზეზე უფრო ძლიერია.ბ რ ი უ ე რ ი


ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ მამაკაცი დიდი არაფერია, ქალი კი ჩინებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიცით ამ მამაკაცის დაფარული ღირსება, რომელიც ამ ქალმა დააფასა: ეს შერჩევით სიყვარულია, და, ალბათ, სწორედ ეს არის ნამდვილი სიყვარული.
პ რ ი შ ვ ი ნ ი


ყოველ სხვა ღირსებას მოკლებულია ქალი, რომელიც თავს იწონებს მარტო იმით, ლამაზი ვარო; ლამაზი ქალი თვალს მისწონს, კეთილი - გულს, პირველი - ლამაზი ნივთია, მეორე - საუნჯე.
ნ ა პ ო ლ ე ო ნ ი


მამაკაცს ყოველთვის უნდა ქალის პირველი სიყვარული იყოს. ქალები კი შორსმჭვრეტელნი არიან და სურთ იყონ მამაკაცის უკანასკნელი ვნების საგანი.
ო ს კ ა რ უ ა ი ლ დ ი


ვინც ქალის სიყვარული დაკარგა, მხოლოდ თავის თავს დააბრალოს, რომ ის ვერ შეინარჩუნა.
ნ ი კ ო ლ ო ზ დ ო ბ რ ო ლ ი უ ბ ო ვ ი


ქალი ყოველთვის მერყევი და ცვალებადია.
ვ ე რ გ ი ლ ი უ ს ი


როცა ქალს აღარ უყვარს მამაკაცი, იგი ივიწყებს ყველაფერს, თავაზიანობასაც კი, რომელსაც მის მიმართ იჩენდა.
ბ რ ი უ ე რ ი


ქალი გულგრილია მის მიმართ, ვისაც უყვარს და უყვარს ის, ვინც მის მიმართ გულგრილია.
ს ტ ე ნ დ ა ლ ი

"ნებისმიერ ქალს,ნებისმიერ ასაკში,თუ მას უყვარს,ის მამაკაცს წამის უსასრულობას თუ არა,უსასრულობის ერთ წამს მაინც განაცდევინებს"
ვ ა ნ გ ო გ ი

"ვისაც შეყვარებული ქალი არ უნახავს,ის ვერ იტყვის ,რა არის ქალი.
თეოფილ გოტიე

"მას ვისაც შეუძლია ქალი მართოს, სახელმწიფოს მართვაც შეიძლია" - ბალზაკი

კარგი ქალები ყოველთვის კარგ მამაკაცებზე უკეთესნი არიან

ნამდვილ მამაკაცს მომავალი უნდა ჰქონდეს, ნამდვილ ქალს - წარსული.

პირველად იყო დრო და დრო იყო საწყისი ყველაფრისა ქალი ან უნდა გააღმერთო,ან უნდა მიატოვო.

როგორ შეიძლება ისეთი ქალი დაივიწყო, თუნდაც ერთხელ ძლიერ რომ გყვარებია?
კ. გ ა მ ს ა ხ უ რ დ ი ა

ქალთან ლაპარაკი ხშირად მეტ ცოდნას გვაძლევს, ვიდრე მეცნიერთან ლაპარაკი


იყო ადამიანი,ნიშნავს ბევრს,იყო ქალი-უფრო მეტს.

არასდროს შეეკამათო ქალს იმიტომ რომ ის ყოველთვის მართალია ... მაშინაც კი როდესაც ის ტყუის !!!


მოუსმინე ქალს და მოიქეცი საწინააღმდეგოდ, არა იმიტომ ეომ ისინი საუბრობენ არასწორად არამედ, იმიტომ რომ, ჩვენ გვესმის მამაკაცებს უკუღმა




მოულოდნელი პაემანი 30 წლის შემდეგ

"უკაცრავად . . .მაპატიეთ სითავხედე. . .
ვხედავ ჩქარობთ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,
ვერ მიცანით? სულ ვერაფერს მიგახვედრეთ?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო.
რატომ შეკრთით, ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი,
ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს?
გამოცვლილხარ. . .
თუმც თვალები ძველებური შეგრჩენიათ ქალბატონო.
მე როგორ ვარ, რას ვაკეთებ, რად არ მკითხავთ?
ცოლი მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო,
დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით, რაც არ მითქვამს
ქალბატონო. . .
მაგ სიმკაცრით თუ უზომო სიამაყით,
რა მოიგეთ, რა საჩუქარს ელით ბოლოს?. . .
მენანებით. . .ლოდინით და დარდით დაღლილს,
სიბერეც კი შეგპარვიათ ქალბატონო. . .
თქვენს წინაშე თუკი რამე დავაშავე,
ამიხსენით! . .მიმანიშნეთ! . .არ დამზოგოთ!..
საკუთარ თავს ჩათვლით ალბათ დამნაშავედ;
სინანული გვიანია ქალბატონო. . .
ეს ცხოვრება ბილიკია ეკლიანი,
ბევრი დადის ლუკმას ეძებს სამათხოვროს,
არ მოგწყინდათ მარტოდ-მარტო ხეტიალი?
გულახდილად მიპასუხეთ ქალბატონო. . .
დრო მოვიდა უკვე ჩვენი განშორების,
ქედს მოგიხდით ამ წუთების სამახსოვროდ,
გახსოვთ? მაშინ. . .თვალს, რომ ვეღარ გაშორებდით,
ახლა კიდევ რა გატირებთ ქალბატონო. . .
თუ გიყვარდით, ამიხსენით რატომ დამგმეთ,
დღეს ვინა გყავთ პატრონი ან საპატრონო,
მომიტევეთ. . .
ერთხელ კიდევ პატივს დაგდებთ და სახლამდე მიგაცილებთ ქალბატონო . . ."

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 5949 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-11-24, 11:09 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024