♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 7 » ბორის პასტერნაკი
9:26 AM
ბორის პასტერნაკი


ბორის ლეონიდის ძე პასტერნაკი (დ. 29 იანვარი/10 თებერვალი, 1890, მოსკოვი, რუსეთის იმპერია — გ. 30 მაისი, 1960, პერედელკინო, მოსკოვის ოლქი, სსრკ), რუსი პოეტი და მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1958).

ბიოგრაფია
1909 წლიდან სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, 1912 წლიდან - გერმანიაში, მარბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1913 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსები, 1914 — პირველი პოეტური კრებული „ტყუპისცალი ღრუბლებში". ვლადიმერ მაიაკოვსკისთან შემოქმედებითმა მტერ-მოყვრობამ ერთხანს განსაზღვრა პასტერნაკის პოეტური გეზი. ლერმონტოვისა და ტიუტჩევის ტრადიციათა მიმდევრობას შემდგომ წლებში დაემატა უღრმესი კავშირი პუშკინისა და ბლოკის პოეტურ სამყაროსთან, აგრეთვე, რ. მ. რილკეს დიდი გავლენა.

პასტერნაკის კრებულში „დაი ჩემი, ცხოვრება" (1917, გამოქვეყნდა 1922), ციკლებში „ბარიერთა ზემოთ", „თემები და ვარიაციები" და 1918-1919 წლებში შექმნილ სხვა ლექსებში რევოლუციური აღქმა გადმოცემულია ბუნებასთან, მის ფერისცვალებასთან, ქარიშხალთან აზვირთებასთან განუყრელ ერთიანობაში. პასტერნაკის ლექსთა დიდი ნაწილი, რომელიც გამოქვეყნდა წიგნში „მეორედ დაბადება" (1932) , ბუნებრივი შედეგი იყო პოეტის მოგზაურობისა საქართველოში 1931 წელს. 1933 წელს პასტერნაკი მეორედ ეწვია საქართველოს (ამჯერად სსრკ მწერალთა კავშირის ორგკომიტეტის ბრიგადის შემადგენლობაში) და შეუდგა ქართული პოეზიის თარგმნას. ამ დროიდან 50-იანი წლების მიწურულამდე პასტერნაკმა თარგმნა ვაჟა-ფშაველას „გველის მჭამელი", ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია მთლიანად, აკაკი წერეთლის ლირიკა, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის, ალექსანდრე აბაშელის, იაკობ გოგებაშვილის, კოლაუ ნადირაძის, გიორგი ლეონიძის, სიმონ ჩიქოვანის, ნიკოლო მიწიშვილის, ირაკლი აბაშიძის ლექსები. საქართველოს მიუძღვნა პასტერნაკმა 2 პოეტური რკალი — „მხატვარი" და „მგზავრის ჩანახატები" (1936). კრებულში „ადრიანი მატარებლით" (1941) კვლავ იჩინა თავი პოეტის პატრიოტულმა და დემოკრატიულმა სულისკვეთებამ, რომელიც გამძაფრდა დიდი სამამულო ომის პერიოდის ლირიკაში (კრებული „მიწიერი სივრცე", 1945).

საბჭოთა პრესის მძაფრი კრიტიკა გამოიწვია პასტერნაკის რომანის „ექიმ ჟივაგოს" (1957) გამოქვეყნებამ საზღვარგარეთ. პასტერნაკმა 1958 წელს რომანისათვის მინიჭებულ ნობელის პრემიაზე უარი თქვა, ხოლო „პრავდაში" გამოქვეყნებუ წერილში ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი მთელი თავისი ცხოვრებითა და შრომით შესისხლხორცებულია სამშობლოსთან, მის აწმყოსა და მომავალთან. პასტერნაკის ახალი შემოქმედებითი აღმავლობა გამოვლინდა კრებულში „ოდეს გამოიდარებს, ოდეს გადაირევა" (1956-1959). პოეტის უკანასკნელი წიგნი იყო „ლექსები საქართველოზე, ქართველი პოეტები" (1958), რომელშიც შეჯამებულია პასტერნაკის მრავალწლიანი ურთიერთობა ქართულ სამყაროსთან.

ქართველ მეგობრებთან მიმოწერამ, რაც 30-იანი წლებიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე გრძელდებოდა (გამოქვეყნებულია: „Вопросы литературы", 1966, № 1; „Литературная Грузия", 1966, № 1. 2), პასტერნაკის შინაგანი სამყაროს უმნიშვნელოვანესი ასპექტები გააშუქა.

კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1357 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 4:24 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024