♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 8 » ბოლო სუნთქვა
9:56 PM
ბოლო სუნთქვა


არ იტირო, თვალს დაუშრა კალთა,
დღეს ქალაქი მუქმა წვიმამ აავსო,
შენს თვალებში სიყვარული დამრჩა,
სული უკვე დეკემბერით გაივსო.

მე ხომ ვცადე ურცხვი გზებით ლოცვა,
თან მომდევდა შეურყვნელი ქარი,
აღარ გვინდა ჩვენ მეორედ მოსვლა,
აღარ მინდა მე შენს გარდა ქალი.

დედამიწა შეიფოთლა ვერხვით
და ეს დილა გათენდება მკვდარი
შენ არ მოხვალ ჩემს კარებთან ფერხთით,
ვერ დაგხვდები ოცნებებით მთვრალი.

და ახალ ფეთქვას მოიტანს გული
ასი წლის შემდეგ
თეთრი ფიქრებით ნავსები სული
გეძებდა დღემდე.

და მე მოვედი ელვასავით მოწმენდილ ცაზე,
თვით უკუნეთში დავიდგი ოქროს შანდლები,
გააფთრებული სიყვარული ეკიდა კარზე
და თოვდა ბინდი, თოვდა, თანაც რამდენი...

ვერ მოედება ქარიშხალივით შენს კისერს კოცნა
და ვერ მოვუსმენთ ერთმანეთის მაჯების ფეთქვას
მე კი, ძვირფასო, გამაწამებს მტარვალი მოცდა
მოცდა, რომელიც თან მოიტანს ღამეთა ხეთქვას.

არ შეირხევა იმ დღესავით მთვარე სარკმელში
და არ მოიტანს ჩვენი ყოფა აგვისტოს ბინდებს
მე გავიხსენებ ამ ოცნებებს სასუფეველში,
როცა სიცოცხლე კვლავ დაიძინებს.

დღეს აგიზგიზდნენ ის კოცონები,
შორით რომ ათბობდნენ ერთურთს,
მე ვეღარ მოგწვდი ისე წახვედი
და დაემსგავსე თეთნულდს.

იქნებ კვლავ ვცდები და შენ ის არ ხარ,
ვისაც ვეძებდი თვით ჟამთა სვლაზე,
შენ ჩემთვის მაინც დედამიწა ხარ,
რომელიც ღერძზე მოძრაობს ცვლაზე.

ჩვენ კვლავ შევხვდებით სიზმრებში მაინც
თეთრი ფარდებით სავსე კედლებში
და ჩვენ შევხვდებით ცალ-ცალკე აისს
უიმედობით სავსე ეკლებში.

მე მაინც მახსოვს ზაფხულის ღამე,
გამოღვიძებას რომ ჰგავდა თითქოს,
ვერ მოვასწარი თვალის გახელა
და ისევ ძველი სიბნელე მიხმობს.

მოციქული ვარ მე სველი ქარის
ვემშვიდობები მაგ ალვის თითებს
დღეიდან ჩემში სიკვდილი არის,
ძვირფასო ვეღარ ვერევი მითებს.

და მე მარტო ვარ დეკემბრის თოვლში,
შენი თვალები არ მწვავენ ცქერით,
ვეღარ შევედი მე ზამთრის როლში,
ვეღარ გაოცებ უკვდავი ბგერით.

შენი სინაზე ვერ მიდნობს გულ-მკერდს
არც გაღიმება ფეთქავს იებით,
ეს სიყვარული მოჰგავს ზღვისფერ მტრედს,
რომელიც კვდება მიწის ძიებით.

როცა მიხვალ სალოცავის კარებთან,
ერთი ლოცვა გაიმეტე ჩემთვის,
მე დღეს დავლევ ჩემს ძველ მოძმე ღამესთან,
პოეზიას ფრთებს შევუზრდი შენთვის.

და მიფრინავს დროის ორბი მაღლა,
ვით სიცოცხლე, ვით გრძნობები ძველი,
ეჰ! სკულპტორო, კვლავ დაეშვა დაბლა,
ჩვენ რას ვძერწავთ ან რისი ვართ მთლელი?




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1089 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 9:59 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 12
სტუმარი: 12
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024