
ბილიკები გუბეებმა გადათელეს თქვენც ხომ თქვენთვის მიდიოდით თქვენი დარდით, იქნებ ფიქრობთ უმიზეზოდ გაგაჩერეთ, მაპატიეთ ქალბატონო... შემიყვარდით.
უკაცრავად, მაპატიეთ სითავხედე ვხედავ ჩქარობთ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ, ვერ მიცანით? სულ ვერაფერს მიგახვედრებთ? თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო.
რატომ შეკრთით? ღაწვებს ფერი დაჰკრავთ თეთრი, ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს, გამოცვლილხართ, თუმც თვალები ძველებურად მიამიტი შეგრჩენიათ ქალბატონო.
მე როგორ ვარ, რას ვაკეთებ, რად არ მკითხავთ? ცოლიც მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო, დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით რაც არ მითქვამს ახლა მაინც მომისმინეთ ქალბატონო.
მაგ სიმკაცრით, თუ უზომო სიამაყით, რა მოიგეთ რა საჩუქარს ელით ბოლოს, მენანებით ლოდინით და დარდით დაღლილს სიბერეც რომ შეგეპარათ ქალბატონო.
თქვენს წინაშე თუკი რამე დავაშავე, ამიხსენით, მიმანიშნეთ, არ დამზოგოთ საკუთარ თავს ჩავთვლი ალბათ დამნაშავედ სინანულიც გვიანია ქალბატონო.
დრო მოვიდა უკვე ჩვენი განშორების, ქედს მოგიხრით ამ წუთების სამახსოვროდ, გახსოვს მაშინ, თვალს რომ ვეღარ გარიდებდით, ახლა მაინც რა გატირებთ ქალბატონო.
თუ გიყვარდით, ამიხსენით რატომ დამგმეთ დღეს ვინა გყავთ პატრონი ან საპატრონო, მომიტევეთ, ერთხელ კიდევ პატივს დაგდებთ, და სახლამდე მიგაცილებთ ქალბატონო!!!!
|