რომ სამუდამოდ მოხვიდე და არ მიმატოვო აზრის სონეტი შეგღაღადებს, აზრის სონეტი, წარმართო მისი ლაბირინთის გზა სისწორეთი და შუბლზე ფიქრი მნათობების მიმოათოვო.
როს თორმეტ ღამეს გაანათებს მზე მეცამეტე, თავს ამოვზიდავ სინანულის იორდანედან, გამახსენდება ნათლისღება იოანე და ორ თვალთა შუა გევედრები, აწ მეც ამენთე.
და თავი ესე გალაადის ღია გალია აღავსე შენი გაშვებული ტაძრის ჩიტებით, სულის ღრმა ჭიდან, სადაც შენი წმინდა წყალია, მასვი სიცოცხლე მზესრულქმნილი ჭეშმარიტების.
ლოცვა სონეტად გაინოტა აზრის არფაზე, მოვედ, უფალო, და ეს შუბლი გაიდარბაზე.
|