მთავარი » 2010 » თებერვალი » 22 » არ დაიჯერო...
|
არ დაიჯერო, რომ არ მიყვარხარ, რომ დაგივიწყე – არ დაიჯერო. მე შევეცდები შენს მოტყუებას, შენ კი ეცადე რომ შემაჩერო. ვიცი ხედავ რომ ვაკეთებ ყოველს დასამტკიცებლად, თითქოს არ გჩემობ, შენ ხომ არ იცი გულში რას ვფიქრობ, თვალს რომ გარიდებ – არ დაიჯერო. როგორ მინდა რომ გითხრა სიმართლე, ჩამიხუტო და ბევრი მეფერო, მე უარს ვამბობ შენ სიყვარულზე?! ო... ღმერთო! არა! არ დაიჯერო... ნეტავი ერთხელ ჩამიგდო ხელში, ჩემთან ალერსით გული იჯერო; და მაშინაც კი თუ არ დაგნებდი, არ დამიჯერო! არ დამიჯერო! არ ვიცი რისთვის ვისჯები ასე... როგორ მინდა რომ ამოვიმღერო, რომ მენატრები, რომ მინდა შენთან, მაგრამ უარვყოფ?! – არ დამიჯერო...
|
|
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ |
ნანახია: 1202 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
 |
| შესვლის ფორმა |
|
 |
 |
| სექციის კატეგორიები |
|
 |
 |
| ძებნა |
|
 |
 |
| კალენდარი |
|
 |
 |
| ჩვენი გამოკითხვა |
|
 |
 |
| საიტის მეგობრები |
| WwW.Traceurs.Ge |
 |
 |
| სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 12 სტუმარი: 12 მომხმარებელი: 0 |
 |
|