♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 7 » ......................
8:47 AM
......................



ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს,
გაექცე ქვეყნის სამართალს, ჭორს,
იყო და იფიქრო, რაზედაც გინდა,
ან არ იფიქრო საერთოდ სულ, _
იჯდე ხის კუნძზე და მზესუმზირად
აქუცმაცებდე უბრალოდ დროს...
ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს.
და გაურბიხარ მეგობრებს, მტრებს,
ეჭვს და სიძულვილს, სიყვარულს, წლებს,
უბრალოდ გინდა მარტო დარჩენა,
რატომღაც მარტო დარჩენა გსურს,
რატომღაც გინდა, წახვიდე სადღაც,
გაექცე ნდობას, ზეიმ-ზარს, შურს...
საქმიან კაცის თვინიერ ნიღბით
ქალაქს ტოვებ და მიდიხარ სოფლად,
მერე სოფლიდან მირბიხარ მთებში,
თახვის თათებით შედიხარ ტყეში,
შედიხარ ტყეში, უსიერ ტYყეში,
უკაცურ ტყეში შედიხარ მშვიდად
და, რომ გგონია,
მარტო ხარ თითქოს, _
ხე რომ ხე არის,
ხე ენას იდგამს,
ხე ენას იდგამს და პასუხს ითხოვს.
ხე ენას იდგამს და პასუხს ითხოვს,
ყველაფრისათვის,
რაც ჰქმენ, რაც იყავ,
რაც არ იყავ ან რაც აიტანე...
ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს
და... უბრუნდები ადამიანებს..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1001 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2025-07-16, 8:09 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025