მესაუბრები ჩურჩულით, სულგანაბული გისმენ, მსურს, რომ მარადის გისმინო, განა მიყვარხარ? - ისე...
გნახავ და ჩემს უნებურად ბავშვივით ვცელქობ მყისვე, თავდავიწყებით ვტიტინებ, განა მიყვარხარ? - ისე...
გვერდით ჩაგივლი, შეგხედავ, და გზას განვაგრძობ ისევ, მსურს, მზერა შემოგაპარო, განა მიყვარხარ? - ისე...
მთების გული გაქვს კარგო, გოლიათობა მთისვე, მსურს, ჩავიხედო შენს გულში, განა მიყვარხარ? - ისე...
|