♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 4 » * * * * * * *
10:03 PM
* * * * * * *


ძალიან მივეჩვიე შუა ღამით ფიქრსა და წიგნების კითხვას. სევდიანი ყოფილა ჩემი შინაგანი სამყარო, გულჩვილი და სუსტი. არ მიჭირს ამის აღიარება, ეს ხომ სიმართლეა. ისიც მართალი ყოფილა: რაც მეტი სადარდებელი აქვს ადამიანს, მეტად იკეტება საკუთარ თავში. ინგლისურად უკეთ გამოითქმის: Locked in his or her own prison. მეცოდებიან ადამიანები.. რომ შემეძლოს, ყველას გავუმართავდი ხელს, ყველას სწორ გზაზე დავაყენებდი. მაგრამ ისიც უნდა ვაღიარო, რომ ხანდახან 5 თეთრის ამოღება და მათხოვრისთვის მიცემა დამზარებია ხურდებით სავსე ჯიბიდან.. ასე რომ, არავინ იცის რა მოხდებოდა, თუკი მეტის შესაძლებლობა მომეცემოდა.

ერთი ფაქტი კი არ მავიწყდება და ყოველთვის ვნანობ: რამდენიმე წლის წინ, მეგობრებთან ერთად ვიყავი, როცა ერთი მაწანწალა ბავშვი მოგვიახლოვდა და ფეხსაცმელზე თასმის შეკვრა ითხოვა. მე კი, უბრალოდ შევთავაზე, რომ შეკვრას ვასწავლიდი და ამის შემდეგ თავად შეეკრა. ბავშვი უარის ნიშნად დაიჯღანა და მეც თავი დავანებე. იმ მომენტში, ვერ გავაცნობიერე, რომ მას არ შეეძლო ანკესის აგება და თევზის დაჭერა, მას უბრალოდ თევზი სჭირდებოდა, რომელიც მრავლად იყო იქ, მაგრამ მან მაინც ვერ მიიღო. ბევრჯერ მიფიქრია ამ ყველაფერზე და ყოველთვის მინანია მაშინდელი ჩემი საქციელი. ახლა რომ იქ დამაბრუნა, ზონარსაც შევუკრავდი, ნაყინსაც ვუყიდდი და თმაზეც გადავუსვამდი ხელს. მთავარი კი მაინც ისაა, რომ ამის შემდეგ იგივე შეცდომას აღარ დავუშვებ, თუმცა არ ვიცი, რას ვიზამ ოდნავ განსხვავებულ სიტუაციაში.

მიყვარს ადამიანები, ყველას მინდა მოვეფერო, გავახარო და გავამხიარულო, ტკივილი შევუმსუბუქო. ის ტკივილი, რომლის გაგონებაზეც გული ეწურება მსმენელს, მაგრამ ცოტა თუ აცნობიერებს, რა ემართება იმ მომენტში უსუსურ არსებას, რომელიც თავად განიცდის ტკივილს. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ადამიანს მანამდე არ უჩნდება სხვისი დახმარების სურვილი, სანამ თავად არ დასჭირდება შველა. 






კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1028 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:26 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 49
სტუმარი: 49
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024