შენმა თვალებმა მომხიბლეს, სიცილიც მეტად გშვენის. ჩემო ლამაზო გოგონავ მითხარი მე რა მელის ?
წუხელის სიზმარში გნახე, ვარდებს გაწვდიდი ხელში მითხარი ჩემო გოგონავ ჩემს მეტს ხომ არვის ეტრფი ?
რომ გნახე იყავ მდუმარი, დახონებული მეტად. არ მიღალატო ძვირფასო და არ დამტოვო კენტად.
შენმა თვალებმა მომხიბლეს და გაბუტულმა ბაგემ მომდურავი ვარ რადგანაც გული შენ დამიდაღე.
|