*ნუ შეუშინდები სირთულეებს.მათთან ბრძოლა ხომ გვაძლიერებს. *ურთიერთობისას ზღვარი იცოდე,თავს ნურავის მოაბეზრებ,თორემ შემდეგ ყველა მოგერიდება. *ნუ გეშინია საკუთარი ღირსებების წარმოჩენის. *იყავი ზრდილობიანი და ეტიკეტის ელემენტარული ნორმები დაიცავი,მისალმებისას აუცილებლად გაიღიმე. *მოერიდე ყალბ მანერებსა და ჟესტებს.ეს ადვილი შესამჩნევია და სასაცილო ან გამაღიზიანებელი გარშემომყოფთათვის. *ყოფილ შეყვარებულზე არ თქვა ცუდი. *არასდროს არავინ არ დაამცირო,ამის უფლება არ გაქვს,თორემ ყოველთვის გამოჩნდება ვინმე შენზე ძლიერი და არა მგონია მოგეწონოს,თუ დაგამცირებს. *გამოხატე ემოცია.გიხარია?ხმამაღლა იცინე;გეტირება?იტირე,მაგრამ სპექტაკლსაც ნუ დადგამ. *ტყუილად არავის არაფერს შეპირდე,თორემ ნდობას დაკარგავ,მისი დაბრუნება კი ძალიან რთულია. *ნუ იქნები შურიანი,დატკბი იმით,რაც გაქვს.შური ყველაზე მეტად აბოროტებს ადამიანს და მასში აგრესიას აღვივებს. *ნუ გაცხარდები,თუ აღმოაჩენ,რომ ვიღაცას მოსწონხარ.ფული ხომ არ ხარ ყველას უყვარდე. *დააფასე დრო,ნუ გაფლანგავ მას უაზროდ,გამოყენე ისმაქსიმალურად,თანაც დაკავებული გოგონები გაცილებით მიმზიდველები არიან ბიჭებისათვის :) *უბრალოდ გიყვარდეს,როცა გოგონას უყვარს...ამ დროს ძალიან ლამაზი,მომხიბვლელი,ოდნავ დაბნეული,მაგრამ ძალიან საყვარელია :)
|