აი უკვე მეხუთე წელიწადია, რაც მსოფლიოში სახელგანთქმული ბრენდი Victoria's Secret აქვეყნებს სიას "What is sexy?", რომელშიც ხვდებიან ყველაზე სექსუალური სელებრითები ....................... ამ წლის ნომინაციები ყველაზე განსხვავებული აღმოჩნდა:
დაწყებული ბანალური "ყველაზე სექსუალური ტუჩებით", დამთავრებული არაორდინალური "ყველაზე სექსუალური იუმორის გრძნობით" .......................
საღამოს სტუმრებს Victoria's Secret - ის ანგელოზები ხვდებოდნენ
აი ნომინაციებში გამარჯვებულებიც:
როგორც გაირკვა ყველაზე სექსუალური თვალები, ბინდის ვარსკვლავ ეშლი გრინს ჰქონია
ალბათ არავისთვის არაა გასაკვირი, რომ ყველაზე სექსუალური ტუჩების წოდება სკარლეტ იოჰანსონს ერგო
გამარჯვებული ნომინაციაში "ყველაზე სექსუალური ღიმილი" მსახიობი და მომღერალი ლეა მიშელი გახდა
ნომინაციაში "ყველაზე სექსუალური თმა" ბევრის გასაკვირად გაიმარჯვა ქანთრი მომღერალმა ტეილორ სვიფტმა და არა მოსალოდნელმა ბლეიკ ლაივლიმ, რომელსაც მიღებული აქვს ჯილდო "ახალი ჯენიფერ ენისტონი" და სახელგანთქმულია თავისი მოვლილი თმით
"ყველაზე სექსუალური ფეხების" წოდება კი ამერიკელმა მომღერალმა კერი ანდერვუდმა მიიღო
"ყველაზე სექსუალური ფორმები" კრისტინა ჰენდრიკს აღმოაჩნდა
ავატარის ვარსკვლავ ზოი სალდანას კი "ყველაზე სექსუალური სტილი" გააჩნია
კეტი პერის წოდებამ "ყველაზე სექსუალური მომღერალი" არავინ არ გააკვირვა, ის მისთვის უკვე მეათე გამარჯვება იქნება ამ ნომინაციაში
"ყველაზე სექსუალური პლიაჟის გოგონა" ანალინ მაკკორდია
"ყველაზე სექსუალური დედა" კი - მეთიუ მაკკონახის მეუღლე კამილა ალვესი
და საბოლოოდ "ყველაზე სექსუალური იუმორის გრძნობა" რაღა თქმა უნდა ლეგენდარულ წამყვან ელენ დედჯენერესს ხვდა წილად
|