♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 2 » თუ არ გამიწყრება მამა ღმერთი
5:34 PM
თუ არ გამიწყრება მამა ღმერთი

თუ არ გამიწყრება მამა ღმერთი
მუზა თუ არა მკრავს ხელს,
თუკი შუაღამეს მკლავებ გაშლილ
მთვარეს დავინახავ მე,
მთვრალი კაცივით რომ დაეთრევა,
ცის გუმბათს ბარბაცით რომ ცვეთს,
თუკი თვალს მივაწვდენ იანვარში
გადაშროშანებულ მთებს,
თეთრი ქალწულივით ამაყ მწვერვალს,
თოვლი ზღაპრულად რომ დევს...
თუკი გაზაფხულზე ვაზის ცრემლი
თმებზე დამეღვრება მე,
ახლად ამოხეთქილ კვირტებზე ხომ მზე
სხივთ ნაწნავებად გრეხს...
თუკი ნაკადული დახატული
რაკრაკით ჩამივლის გვერდს,
თუკი მზიანეთში ურცხვად აჭრილ
ტოროლას ავაწვდენ ხელს,
თუკი გავიგონებ ჭერმის ხითხითს
შეხეთ, ამ ნებიერ ხეს,
ვიცი, ატმის კვირტთა ნაგუბარში
აპრილი დამახრჩობს მე...
თუკი გავბრუვდები ჩემი ნაბოდვარით,
მუზა თუ არა მკრავს ხელს,
მაშინ გამოვტყდები ძალზედ მოკრძალებით,
რომ სიტყვის ლოთი ვარ მე!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1067 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ორშაბათი, 2024-10-14, 8:42 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024