ფშავში,მდინარე ჩარგლურას ნაპირას იდგა ქვიტკირის სახლი.სწორედ ამ სახლში დაბადებულა ლუკა რაზიკაშვილი 1861 წლის 14 ივლისს.მის გარდა მშობლებს 5 შვილი კიდევ ჰყოლიათ. გიორგი, მართა, ნიკო(ბაჩანა), თედო და ალექსანდრე (სანდრო). შემდგომში ბაჩანა და თედოც ცნობილ მწერლებად მოგვევლინებიან.ვაჟა თავის ბიოგრაფიას ასე გვამცნობს: „მე ვარ წმინდა ფშაველი ჩამომავლობით, როგორც დედით, ისე მამით. დედაჩემი იყო ივრელი ქალი, სოფელ სხლოვიდან, ფხიკლიანთ გვარის... სათემო გვარი ფხიკვლეშვილებისა არის გაბიდოური, წერა-კითხვა დედაჩემმა არც იცოდა, თუმცა ბუნებით ნიჭიერი იყო, შესანიშნავი მეოჯახე და მოწყალე, გლახის გამკითხველი, მეზობლის დამხმარე. როგორც ვხედავთ დედის მხრივ ვაჟას თან დაჰყოლია პოეტური მიდრეკილება და გულგაშლილობა. მოხდენილად გვამცნობს დიდი პოეტი მამის პავლე რაზიკაშვილის პიროვნებას:„მე როცა მამაჩემი ვიცანი მამად მაშინ იგი მთავარ დიაკვანად იყო სოფელ მაღარისკარში,სოფელ ჩარგალზე 8 ვერსზედ დაშორებით." შემდეგ როგორც ვიცით იგი მღვდელიც გახდა. ვაჟა ბავშვობიდანვე ეხმარებოდა ხან დედა ხან მამას, ცრუმორწმუნენი მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ასე იზრდებოდა ლუკა 8 წლამდე. ღვთიური ნიჭით მადლმოსილი, ცნობისმოყვარე, წარმტაც მომავალზე მეოცნებე პატარა ბიჭისათვის, რომელსაც თავი ბიბლიურ სამსონზე ძლიერად ჰყავდა წარმოდგენილი, თავის გარშემო ყველა პირობა ჰქონდა შექმნილი, რომ გალაღებოდა და ლამაზი ოცნების ცხოვრებით ეცხოვრა. 8 წლის ლუკა თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, მაგრამ ვაჟა თავს ბედნიერად მაშინ გრძნობდა როცა სადღესასწაულო დღეებში მშობლიურ კერას უბრუნდებოდა. გადიოდა წლები და 1877 წლის სექტემბერში იგი თბილისის ალექსანდრეს სახელობის საოსტატო ინსტიტუტთან არსებულ სამოქალაქო სასწავლებელში შედის. იქ იგი სამ ამხანაგთან ერთად ცხოვრობს ერთ პატარა ოთახში. მიღებული ცოდნა საკმარისი არ აღმოჩნდა ლუკასათვის, მას რუსულის სწავლა ძალიან უჭირდა და ამიტომ ძირითადად ჭიდაობდა, კითხულობდა, კამათობდა. სწორედ ამ დროიდან იწყებს ვაჟა ლექსების წერას. ამხანაგების წაქეზებით ლუკას ლექსების რვეული მიაქვს ანტონ ფურცელაძესთან, მან ვაჟა თბილად მიიღო და ლექსები მოუწონა. ვაჟა და მისი ამხანაგები ეკონომიურად დიდ გაჭირვებას განიცდიდნენ. ყმაწვილებმა სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტეს ვაჟას ლექსები წაეღოთ ანტონ ფურცელაძესთან. მისი აღნაგობა და ჭკვიანი ბრწიყვალე თვალები გულგრილს არავის ტოვებდა. 1883 წელს იგი პეტერბურგში მიემგზავრება და შედის იურიდიულ ფაკულტეტზე. პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ ბევრ ქალს მოსწონდა წარმოსადეგი, მხარბეჭიანი, ამაყი ვაჟა.1 1886 წელს ვაჟამ სიყვარული და დაქორწინდა კიდეც მასზე. მაგრამ ბედნიერება დიდხანს არ გაჰყოლია, 1890 წელს მას დაეხოცა 56 წლის დედა და 59 წლის მამა.თედო რაზიკაშვილის სიზმარი გამართლებულა, მათ სახლს მართლა ზვავი დაეცა. ამ ამბის შემდეგ ვაჟა ჩარგალში დამკვიდრდა და ცხოვრების დიდი ნაწილიც იქ გაატარა. მას ძალიან გაუჭირდა, რადგან ოჯახს ვეღარ ინახავდა, ამას ისიც დაემატა რომ 1896 წელს ვაჟას გაჭირვების შესახებ სხვაბევრმა ცნობამ მოახწია, მაგრამ ამის ერთერთი და უტყუარი მაგალითია 1896 წელს გამოცემული ლექსები:
„არც-რატანთ მცვია,არცფეხთა დავდივარ დედიშობილა მეც იმათ ჯოგიდანა ვარ ვინც სიღარიბით ცნობილა."
ვაჟა მართლაც რომ უბედურ ვარსკვლავზე დაბადებულა. 1902 წელს 36 წლის ასაკში დაეღუპა საყვარელი მეუღლე კეკე, თანამედროვე დახასიათებით მეტად ლამაზი, გულკეთილი, მოსიყვარულე ქალი, რომელსაც ყველა პატივს სცემდა. მას ობლად დარჩა 4 შვილი. ვაჟა თავის წუხილს ლექსებში გამოხატავდა . მეუღლის დაღუპვით შეძრული ვაჟა თავის ტკივილს ლექსში„იას უთხარი ტურფასა, მოვა და შექჭამს ჭიაო" ახშობდა. 1904 წელს ვაჟამ მეორედ ითხოვა ქალი ნინო თამარად წოდებული. ქალი თავის ქმარს არც კი განშორებია ეკლესიურად,ისე გამოჰყვა ვაჟას.ლუკას საქციელით შეძრწუნებულები იყვნენ მისი ახლობლები.იგი კი თავს იმით იმართლებდა, რომ ბავშვებს მოვლა-პატრონობა სჭირდებოდათ, სახლში კი დედაკაცი იყო საჭირო.ვაჟას როდესაც როდესაც ლექსის წერის სურვილი უჩნდებოდა ანუ როცა ანგელოზები ეწვეოდნენ,სამუშაოს თავს ანებებდა და განმარტოვდებოდა ხოლმე. უჭირდა ვაჟას ცხოვრება,მაგრამ ამაყი იყო და არ აღიარებდა.ხელგაშლილი არა მაგრამ გულგაშლილობა კი ახასიათებდა.თუ კაცი მას ჰპატიჟებდა,მასაც რაც ჰქონდა უნდა დაეხარჯა. ამგვარად მიმდინარე ცხოვრებამ ნაადრევად გატეხა ვაჟა.ბოლო ხანებში ბევრს ავადმყოფობდა,ამის გამო ლუკა ა.წერეთლის დაკრძალვას ვერ დაესწრო.ამჯერად ვაჟას ავადმყოფობა ერთობ ხანგრძლივი აღმოჩნდა.მას იმ ხანებში ბევრი მიწვევა ჰქონდა სხვადასხვა ლიტერატურულ ღონისძიებებში,მაგრამ ჯანმრთელობა არ აძლევდა ამის საშუალებას.1915 წელს 23 მაისს ქართული სიტყვაკაზმული საზოგადოების სახელით პოეტს ლიტერატურული საღამო მოუწყვეს და მიართვწს დაფნის გვირგვინი წარწერით "ქართული პოეზიის აეწივს". საღამოს დამთავრებისას ვაჟას სუფრა გაუშალეს, ამის შემდეგ იგი კვლავ ლოგინად ჩაწვა. იტკიებდა მარცხენა ფერდს. ვაჟას მკყრნალობდა ცნობილი ექიმი და კრიტიკოსი ივ.გომართელი. მისი დასკვნით პოეტიპლევრიტით იყო ავად.იმავე წლის 5 ივნისს ვაჟას ოპერაცია გაუკეთა მუხაძემ,ამის შემდაგ ბუნების მგოსანმა თითქოს კარგად იგრძნო თავი. 14 ივნისს იგი გადაიყვანეს წმ.ნინოს სახელობის ლაზარეთში, ახლანდელ უნივერსიტეტის შენობაში. 18 ივნისს დაადგინეს რომ ვაჟას კვლავ წყალი ჩაუდგა ფერდში, მდგომარეობა უარესდებოდა დღითი-დღე. პოეტი კი ნატრობს მთის წყალსა და მთას. შიო მღვიმელი და სანდრო რაზიკაშვილი თხოვნას უსრულებდნენ. 27 ივლისს დილით პოეტი თავს თითქოს კარგად გრნობდა მაგრამ შუადღით კვლავ ცუდად გახდა.უკითხავს საათი, მოწყალების დის პასუხის შემდეგ "3 საათიაო", უთქვამს 3 სთ-მდე როგორ ვიცოცხლეთ. აი 6 სთ-ზე კი ვერაფრით მოაბრუნეს. გულის ცემა უჩერდებოდა, მალე გონებაც დაკარგა, ერთი საათის შემდეგ კი აღესრულა ქართველთა სათაყვანო პოეტი-ვაჟა-ფშჟაველა.საღამოს 8 საათზე ეს თავზარდამცემი ამბავი მთელ ქალაქს მოედო.
1915 წლის 2 აგვისტოს, კვირას, დაკრძალეს ვაჟა, დიდი სიცხის მიუხედავად, უამრავი ხალხი მოგროვდა. ერთი იმდროინდელი გაზეი წერს: „ 2 აგვისტოს წირვა დაიწყო ქაშუეთის ტაძარში დილის 8 სთ-ზე.ეკლესიაში გრძნობით აღსავსე სიტყვები წარმოსთქვეს ცნობილმა ადამინებმა.„ჩვენი საუკუნის 20-იან წლებში უკვე ცხადი გახდა, რომ ვაჟა-ფშაველა დიდუბიდან მთაწმინდაზე უნდა ასულიყო და რომ „ მთაწმინდაზე ისე არავის ეკადრება, როგორც ამ მართლა წმინდა მთას."( გ. ტაბიძე) მაგრამ მხოლოდ 1935 წელს მოხერხდა პოეტის ნეშტის გადასვენება მთაწმინდაზე. ამიერიდან „დიდ მთაწმინდელთა"სახელს კიდევ ერთი ღირსეული სახელი მიემატა, სახელი ვაჟა-ფშაველა.მისი ღვაწლი და შემოქმედება კი საქართველოს მოსახლეობას გაზრდაში ეხმარება.მის კალამს ეკუთვნის ისეთი დიდი პოემები, ლექსები და მოთხრობები როგორებიცაა : „შვლის ნუკრის ნაამბობი" , „ალუდა ქეთელაური", „ბახტრიონი", „ ნანგრევთა შორის", „ გოგოთურ და აფშინა", „ გველის მჭამელი", „ დაჭრლი ვეფხვი".
|