მთავარი » 2010 » მაისი » 22 » წერილი გოგონას... (ნაწილი 2)
8:45 AM წერილი გოგონას... (ნაწილი 2) |
გოგონამ ეს წერილი დიდი დაკვირვებით წაიკითხა, თვალებზე ცრემლები მოერია, საწოლში ჩაწვა და ჩაეძინა. ზამთარი იყო, თოვლი ნაზად ბარდნიდა, თოვა არ წყდებოდა ისე როგორც გოგონას ცრემლები თვალებზე. მაშინ მიხვდა რომ ეს ბიჭი მისი ერთადერთი სიყვარული იყო და ტყუილად შეაქცია მას ზურგი. მეორე დღეს როცა ადგა, მაგიდაზე პატარა ქაღალდი ეგდო სადაც ეწერა: "მე ეხლა ვერ მხედავ მაგრამ მე შნთან ვარ"! ამ სიტყვებზე გოგონა გაოცდა, არ იცოდა რა ექნა, ენა გადაყლაპა. ეჭირა ეს ქაღალდი და ვერ ხვდებოდა რომ ეს მისი შეყვარებულისგან იყო. მაგრამ ეს წარმოუდგენლად მიაჩნდა, რადგან სანდრო უკვე ცაში იყო და სადღაც შორიდან თავს ევლებოდა თაკოს. თაკომ წერილს კიდევ გადაავლო თვალი და მხოლოდ მაშინ, ცხოვრებაში პირველად დაიყვირა: " სანდრო მიყვარხარრრ". სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა, სადღაც შორიდან მოისმოდა მხოლოდ სანდროს პასუხი: " მეც მიყვარხარრ!" ამის შემდეგ თაკოს გული წაუვიდა და თვალი რომ გაახილა იგი უკვე საავადიმყოფოში იყო. ყველა შეგროვილიყო, ყველა ტიროდა, თაკო კი იწვა საწოლზე და ვერ ამჩნევდა რომ ის უკვე ამ ქვეყანაზე აღარ იყო. მისი ხმა აღარავის ესმოდა, არავინ იცოდა რატომ დაიღუპა თაკო, რატომ დატოვა თავისი მშობლები ასე. თაკო ყვიროდა, ტიროდა მაგრამ მისი ხმა, მისი სევდიანი ხმა არავის ესმოდა. ერთ კვირაში თაკო დაასაფლავეს. გოგონა პიქრობდა: " რატომ? მე ხომ ჯერ ასეთი ახალგაზრდა ვიყავი". თაკოს მერე გაახსენდა რომ სანამ მას სამუდამოდ ჩაეძინებოდა სანდროს ხმა გაიგო და მთელი დამაძინებელი აბები დალია. ექიმები ძალიან წუხდნენ, რომ ასეთი პატარა და უსურური გოგონა გამოეცალათ ხელიდან. თაკო ისეთი კეთილი და ლამაზი იყო როგორც ახლად ამოსული პაწაწინა ყვავილი. რომელსაც ყველა თავისნაირად კეთილი ეგონა. რომლის თვალებში მუდამ სიცოცხლე ჩქეფა, რომლის გულიც სიყვარულით ძგერდა. მაგრამ ერთხელაც დაბნელდა, ხალხი აღარ იყო ისეთი როგორიც თაკოს უნდოდა. ყველა ტიროდა, გოგონაც აღარ ცელქობდა, მისი პაწაწინა გული აღარ იყო სიყვარულით სავსე, თითქოს შეიცავალა ყველაფერი რაც მის გარშემო იყო. ჩამოწვა უკუნეთი სიბნელე, არაფერი ჩანდა. თაკო მარტო იდგა გვირაბში, რომლის ბოლოსაც სინათლე მოჩანდა. გოგონას არ უნდოდა იმ სინათლეში შესვლა, მაგრამ რაღაც ძალა ადგმევინებდა მას ნაბიჯებს. გოგონა სინათლეში შევიდა და სამუდამოდ დაიმკვიდრა სასუფეველი ღმერთის და თავისი ერთადერთი სიყვარულის გვერდით....
|
კატეგორია: ♥ისტორია♥ |
ნანახია: 1259 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 3.0/2 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 6 სტუმარი: 6 მომხმარებელი: 0 |
|
|