მთავარი » 2010 » მაისი » 22 » წარსულის ზმანება
|
1995 წელი. საქართველო. თბილისის ერთ–ერთ სკოლაში მეორე გაკვეთილი მიმდინარეობდა. 68 წლის ისტორიის მასწავლებელი დერეფანში მიაბიჯებდა მშვიდად. ამ დროს ფანჯრიდან ბავშვების მხიარული ჟრიამული და ლაპარაკის ხმა შემოვიდა. მასწავლებელმა ფანჯარაში გაიხედა. მეთერთმეტე კლასელები ეკთად შეკრებილიყვნენ და მხიარულობდნენ. მასწავლებლის თვალებში სევდის ნაპერწკლებმა გაიელვეს. სევდიანა ღიმილი შეაგება მათ მხიარულ სიცილს. ღრმად ამოიოხრა და ჩურჩულით თქვა: სულ ასე ბედნიერები ყოფილიყავით, არასოდეს არ გენახოთ ცრემლი და ტკივილი. წარსულის ზმანება შემოეხვია მის გონებას, კიდევ უფრო სევდიანი გახდა, კიდევ უფრო გულჩათხრობილი. აქამდე 68 წლის ქალი ჯერ კიდევ არ გათხოვილიყო და ამის მერე აღარც გათხოვდებოდა. მარტო ცხოვრობდა პატარა ბინაში, არავის ემეგობრებოდა, არავის უმხელდა თავის საიდუმლოს. წარსულის ზმანება მის გულს ჭამდა და უარესად აბერებდა. ბავშვები მას შინაბერას ეძახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იგი კეთილი ქალი იყო და ბავშვზე ხმა არასდროს არ აუწევია, მისი ყველას ეშინოდა. მას ნუცა ერქვა განსაკუთრებით ემოციით ხსნიდა გაკვეთილს მეორე მსოფლიო ომის შესახებ. იგი თვალზე მომდგარ ცრემლს ვერასოდეს ვერ იკავებდა, მაგრამ მაინცამაყად თავაწეული დადიოდა მუდამ. ყველამ იცოდა, რომ მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული. მაშინ იგი 17 წლის მხიარული გოგონა იყო. 1942 წელს ომის გენია იმ ადგილს შეეხო, სადაც იმ დროს ცხოვრობდა ოჯახთან ეკთად, სტალინგრადის მიდამოებში. მის სახლს ბომბი დაეცა, ყველა მოკვდა მის გარდა.ხოლო იგი სრულიად შემთხვევით მოხვდა მტრის ზურგში მოქცეულ პატარა სამედიცინო რაზმში, სადაც მხოლოდ დაჭრილები, ექიმები და რამდენიმე ჯარისკაცი იყო რაზმის დასაცავად. სწორედ აქედან იწყება ნუცას სევდიანი ამბავი:
|
კატეგორია: ♥ისტორია♥ |
ნანახია: 1187 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 4.8/4 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 7 სტუმარი: 7 მომხმარებელი: 0 |
|
|