♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 17 » წახვედი...
9:39 AM
წახვედი...

წახვედი...
მაგრამ ეს კარგად მჯერა
ვერ დამივიწყებ მაინც სრულიად,
მარად შენთან ვარ ვით ბედისწერა,
ვერ გამექცევი, გზა დახშულია.
მე შენი გზა ვარ, შენი სახლი ვარ,
ჩემზე იფიქრებ ღამით თუ დღისით,
შენს გულში ისე დიდად ვმარხივარ,
რომ აღარ არის ადგილი სხვისი.
ბევრსაც რომ შეხვდე თვალებს ლამაზებს
ჩემს თვალებს ნახავ იმათში მხოლოდ,
ერთი ვარ შენთვის ამ ქვეყანაზე
შენი ცხოვრების თავი და ბოლო.
ვისიც არ უნდა გესმოდეს ხმები
მე მომიგონებ იმ ხმებში მწარედ,
ბაღის ქარივით შემოგეხვევი
არ მოგაშორებ ღამეულ თვალებს
და როცა გვიან მარტო დარჩები
არ მოგასვენებ არსად არ წავალ,
მე სიგარეტის კვამლში გავჩნდები,
ან ფანჯარაში მთრთოლავ ვარსკვლავად...
და რომ ეცადო ბევრიც, ნუ მიწყენ,
ვერ დამივიწყებ, ვერ დამივიწყებ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1070 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 1:42 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 33
სტუმარი: 33
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024