მთავარი » 2010 » მაისი » 1 » სიყვარულის ახსნა ...
9:19 AM სიყვარულის ახსნა ... |
მე თქვენ გიყურებთ და თვალები ჩემნი დნებიან. თვალები ჩემნი გარს ევლებიან შენი სხეულის ნაკვთებს იდუმალს და აღტაცება პირზე ღიმილს გააჩენს ელვად. მე გარს ვევლები ჩემი თვალებით შენი სხეულის ყოველ ნაწილს და მე არ ძალმიძს არ დავკოცნო ჩემი სიტყვებით. შუბლი შენი, როგორც ეს ფურცელი მაღალნათელი, რომელზეც უნდა დაიწეროს შენი სხეულის ქებათა-ქება. დალალნი შენნი - ხიდნი შავნი, შავად გადასალტულნი, რომლებიც ინგრევიან, ოდეს აღბორგდება სისხლი შენი რისხვით მოცული. თვალები შენნი - ორნი დანნი ტყუპნი და ტოლნი, თალხით შემოსილნი, წვიმიან ამინდში სატირალს მავალნი. ყურები შენნი, რომელთაც ესმით ყველგან და მარად და ყოველისგან: - მონა ვარ შენი. ლოყები შენნი, რომლებიც თრთიან ბაგეთა შეხებით, როგორც ტბა ანკარა, რომელსაც ეცემიან გაზაფხულზე ყვავილი ატმის. ბაგენი შენნი - ბაგეთა უცხონი, ბაგენი შენნი - ღამით მომლოდინე, ღამით მომლოდინე მაგართა ბაგეთა. ნიკაპი შენი - სიმორცხვე შენი. კისერი შენი - ჩიტის ბუდე დაცარიელებული, რომელშიც ჩაფრინდებიან ჩემნი კოცნანი, როგორც ბარტყები. თითები შენნი - შინაური მტრედები. მუცელი შენი - ლოდი მარმარილოსი, სიპი და გლუვი, სხლტებიან ხელები. ფეხები შენნი ტანს რომ ატარებენ და რომელიც უნდა ატარონ თავად. მთლიანად შენ - შენ...
...მე მიყვარს მარტოობა და ფიქრი, მიყვარს ოცნება, ყვავილები....სევდიანი თვალები, გაუმხელელი ოცნება, და შენ მიყვარხარ, მიყვარხარ გაიგე? მაგრამ მე არ მაქვს ამის უფლება...მე ხომ თოვლის პატარა ფიფქი ვარ. მოვალ შენთან და დავრჩები ერთ წამს...წამწამებს დაგისველებ...ბაგეებზე დაგადნები. ჩვენ მხოლოდ ერთი წამი ვიქნებით ერთად, რადგან მე ფიფქი ვარ.. ფიფქი კი დნება. დადნა ფიფქი და გაქრა ოცნება. გაქრა ყველაფერი...დარჩა სიყვარული ნაპოვნი ოდესღაც. მე შენ მიყვარხარ მაგრამ მე არ მაქვს ამის უფლება, რადგან მე ფიფქი ვარ, ფიფქი კი დნება........
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1173 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/2 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|