♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 3 » სასიყვარულო ისტორია 2
1:14 PM
სასიყვარულო ისტორია 2


ლიზას ოჯახთან ყველაფერი გასაგები იყო,მაგრამ წინ იყო გიორგის ოჯახთან
შეხვედრა.გიორგის დედ-მამა,ბატონი კობა და ქალბატონი ლია,მარტის დასაწყისში
წავიდნენ თავიანთი ნაკვეთის მოსანახულებლად პანტიანში.აპრილის ბოლოს
აპირებდნენ თბილისში ჩამოსვლას,როცა გამომგზავრებამდე ერთი კვირით ადრე,მათმა
ერთადერთმა ვაჟმა ტელეფონით შეატყობინა,რომ ცოლი მოიყვანა.გიორგის მამას არაფერი უთქვამს,ქალბატონი ლია კი,როგორც ყველა დედა,ნერვიულობდა: ”შვილმა რამე შეცდომა არ დაუშვასო”.ზარის
შემდეგ,ჩაიცვეს და თბილისისკენ წამოვიდნენ.10სთ-ზე სახლში იყვნენ.12-ისთვის გიორგი
მოვიდა ლიზასთან ერთად.თან ლიზას ტანსაცმელიც წამოეღო.გიორგი და ბატონი კახი
შეთანხმდნენ, რომ ქორწილი ორ კვირაში იქნებოდა, 10მაისს. მანამდე გიორგისთან იცხოვრებდნენ,როგორც ოფიციალური მეუღლე.ლიზას სახლში
დატოვებას აზრი არ ჰქონდა,რადგან უკვე ფეხმძიმედ იყო "გიორგისგან”,როგორც
ოჯახმა იცოდა.
კარების გაღების ხმაზე ქალბატონი ლია შემოსასვლელისკენ გაიქცა.როცა ლიზა
დაინახა ჩემოდნებით,დაიბნა.გაკვირვებული სახით შეხედა გიორგის,რომელმას
ლიზაზე ანიშნა:
-დედა,ეს ლიზაა,ჩემი მეუღლე.
ლიზას სახელის გაგონებაზე,ქალბატონ ლიას გაახსენდა გიორგის ტანჯვა ამ
გოგოს გამო.მიხვდა,რომ შვილს უყვარდა ლიზა და გაუხარდა,რადგან ჩათვალა,რომ
შვილს ბედნიერება ეწვია.სახე გაებადრა.თავდახრილ ლიზას
შეხედა.მიუახლოვდა,ხელი ნიკაპზე მოკიდა და თავი აუწია.ჭაობისფერ თვალებში ნაზად ჩახედა და
ჩაეხუტა.
ქალბატონმა ლიამ ჩაი დაასხა და ნამცხვარი მაგიდაზე დადო.ლიზას პირდაპირ
დაჯდა და შვილს შეხედა,რომელიც სამზარეულოს კართან იდგა.
-დედა,მამა სად არის?
-მანქანას რაღაც დაემართა და პროფილაკტიკაში წაიყვანა.
კვლავ სიჩუმე ჩამოწვა.ლიზა მორიდებით სვავდა ჩაის.ქალბატონი ლია ბედნიერი
თვალებით უყურებდა რძალს.სიჩუმე გიომ დაარღვია:
-დედა,ლიზა ფეხმძიმედაა.
ლიზამ ჩაის სმა შეწყვიტა და თვალები იატაკისკენ დახარა.ქალბატონმა ლიამ
გაკვირვებული თვალებით ჯერ გიორგის შეხედა,შემდეგ კი ლიზას.
-დაახლოებით ორი თვის ორსულია,მაგრამ იცოდე,მე ლიზა სიცოცხლეზე მეტად
მიყვარს და იმიტომ მომყავს ცოლად.
ლიზამ მადლიერი თვალებით შეხედა გიორგის.ქალბატონი ლია ადგა და ლიზასთან
მივიდა.თვალები ცრემლიანი ჰქონდა.ლიზა სკამიდან წამოაყენა და ჰკითხა:
-მართალია?!
-დიახ.
ქალბატონმა ლიამ სწრაფად აკოცა ლოყაზე და ტირილი დაიწყო.შემდეგ გიორგი
ჩაიხუტა გულში.კვლავ ლიზას მიუბრუნდა:
-ექიმთან თუ იყავი?
-ერთხელ და მაშინ მითხრა,რომ ფეხმძიმედ ვიყავი.
-ხვალვე წავალთ კარგ ექიმთან და გაგსინჯავს.
-დედა,ლიზას დილიდან არაფერი უჭამია.
-როგორ?!შვილო დამეხმარე,მაცივრიდან რძე გამოიღე და გაზქურაზე დადგი.ლიზამ
კარგად უნდა იკვებოს.
გიორგიმ დედის თხოვნა შეასრულა და სამზარეულოდან გავიდა.




კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1131 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 3:56 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024