♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 13 » ფიფქები ნაწილი 7
9:22 PM
ფიფქები ნაწილი 7


დაგელოდები,მუდამ დაგელოდები..
ესე გადიოდა დღეები,თვეები და გაიარა ერთმა წელმა,ესე ნაზად და მშვიდად გაიარა..ლიზიმ ბილეთი აიღო,ბრიტიში არჩია თურქულს არ ენდობოდა,კარგად იმგზავრა,მხოლოდ უცხოელების სუნი უქმნიდა დისკომფორტს,უკვირდა ესეთ უკომპლექსო როგორ არიანო..არავისთვის უთქვამს ლიზის რომ ბრუნდებოდა,არც ჯუბასთვის.. აეროპორტში პირველად იგრძნო სამშობლოს სურნელი,ისეთი სასიამოვნო იყო...ბარგი ტაქში ჩაალაგა და ოჯახისკენ გაემართა,ყველას ისე უხაროდა,ისე...უფრო გამაღლებულხარ,სულ შენზე ვლაპარაკობდით ლუღლუღებდა ანა,მეც მომენატრეთ,ერთ სული მქონდა როდის გნახავდით..
მოსაღამოვდა,ლიზი ჯუბას სახლისკენ გაეშურა,კარი ახალგაზრდა სიმპატიურმა ქალმა გააღო,ცოტა ასაკში იყო მაგრამ მაინც საამური იერი ქონდა..
-ქალბატონო ჯუბა სახლშია?
-არ გახლავთ და რომელი ხარ?
-მე ლიზი ვარ..
-ლიზი,ჯუბა სულ შენზე საუბრობდა,შემოდი დაჯექი შვილო ყავა დავლიოთ,ჯუბა გვიან მოვა.
-ცუდად არ მიიღოთ,დაღლილი ვარ,ჯუბას ნახვა მინდოდა,და სად არის ხომ ვერ მეტყვით?
-აქვეა შვილო,ბიჭები არიან შეკრებილები,მარცხნივ რომ გაუხვევ სულ პირდაპირ იარე და იქ წითელი შენობა რომაა იმის უკან არიან,ლიზიმ მისამართი ჩაიწერა და წავიდა,სულ მარცხნივ იარა,მერე პირდაპირ,გზაზე ერთი ბიჭი შეეჩეხა,
-გოგონი სად მიდიხარ?
-აი იქით მიუთითა გოგონამ, ბიჭი დაბალი იყო,რაღაცას ღეჭავდა,დაუბანელი თავი და ალკოჰოლის სუნი თაბრუს დაგახვევდა და გულისრევის შეგრძნება დაგეუფლებოდა,ლიზიმ სათნო სახით შეხედა,შეეცოდა და ამასთანავე შეეშინდა მისი..
-ცოტა ფული არ გაქვს?
-რათ გინდა,გაიკვირვა ლიზიმ..
-ეხლა რათ მინდა ჩემი საქმეა..
-არაყი,ლუდი,სპირტი,სიგარეტი არა?
-და შენ რა?
-არაფერი,უბრალოდ შემეცოდე,შემომხედე თვალებში,შემომხედე და მითხარი,ნუთუ მიზანი არ გაქვს ცხოვრებაში?
-ეგრე რატომ მელაპარაკები>? ნაცნობი ხარ თუ რა ხარ?
-შენი სახელი მითხარი
-გიორგი,შეგიძლია გიო დამიძახო
-გიო,ჩემთან მოდი,აი მისამართი,სამსახურს გიშოვი და ცხოვრებას აიწყობ,ლიზიმ თავისი მისამართი ჩანთიდან ამოიღო და მას გაუწოდა.. გიორგი გაოცებული უყურებდა მას,წარბშეკრული და ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა..
-მე არ მჭირდება სამსახური,დროზე მომეცი ფული
-ლიზის აღარაფერი არ უკითხავს,საფულე გახსნა,200 დოლარი ამოიღო და გაუწოდა
-მობილური გაქვს?
-მაქვს
-ეგეც მომეცი
-ლიზიმ თავისი ახალი მობილური მისცა და გიორგი გაიქცა,ნელ ნელა უკან-უკან იყურებოდა.. '
ლიზა გაკირვებული იყო,გზა გააგრძელა,წითელ შენობასთან ბიჭები იყვნენ შეკრებილები,ლიზას სახე აენთო,თავისი ჯუბა შეამჩნია და სახე გაუბრწყინდა,სწრაფი ნაბიჯებით მისკენ გაეშურა,აგერ უკვე 10 ნაბიჯი და მე მას ვნახავ,უცებ ჩოჩქოლი ატყდა,ვიღაცამ ვიღაცას დაარტყა,დარტყმა ძლიერი იყო,მეორე ძირს წაიქცა,დამრტყმელი გაიქცა და სხვებიც გაეკიდნენ,მხოლოდ ერთი ადამიანი იწვა მიწაზე და თითქმის არც ინძრეოდა,,ლიზა გაშეშდა,შორიდან უყურებდა ამ ყველაფერს,მერე გაიქცა,გაიქცა რაც ძალი და ღონე ქონდა,ახლოს მივარდა,ნეტა შენ არ იყო ჯუბა,მაგრამ სწორედაც რომ ჯუბა იყო ის..მუხლებზე დაემხო,ხელები ლოყებზე დაადო და გამოფხიზლება ცადა,მუცლიდან სისხლი მოსდიოდა და ხელით შეჩერებას ცდილობდა,თუმცა ამაოდ,სისხლი განუწყვეტლივ მოდიოდა,ლიზიმ თავისი ხელი ჭღილობაზე დაადო, ჯუბა გამოფხიზლდი!
-ლიზი,თვალები გაახილა ჯუბამ და გაეღიმა,მელანდები?
-არა არ გელანდები,მე ვარ,აქ ვარ,ადექი,მითხარი რომ იცოცხლებ!გამოფხიზლდი კიოდა ლიზი
ჯუბამ გაიღიმა,ნუ გეშინია ნელა წამოილუღლუღა ხელი ჭრილობას მოაშორა და ლიზის ლოყაზე დაადო,რა ლამაზი ხარ...ლიზის ცრემლები წამოსკდა,ჯუბა ჩაიხუტა და ტიროდა...ნელ ნელა ჯუბა ცივდებოდა,მცივა წაილუღლუღა უცებ,ცუდია რომ ლიზა მას ვერ ათბობდა,ვერ ათბობდა რადგან თვითონაც ცივი იყო,ლიზამ ყური ჯუბას მიადო,ის რაღაცას ამბობდა,შენ უნდა იცოცხლო,გამოკვეთილად წაიჩურჩულა ჯუბამ,დამპირდი რომ იცოცხლებ..ლიზა ხმას არ ცემდა,მხოლოდ ტიროდა,მთელი ძალით ტიროდა,ჯუბამ გაიღიმა და თავისი ზღვისფერი თვალები ლიზის გაუსწორა,სწორედ ისეთი თავლები როგორც უწინ,მთვარის შუქზე,ისეთი მზერა მაგრამ მაშინ ლიზას ციოდა,ციოდა და ჯუბა ათბობდა,ეხლაც შესცივდა ლიზის მაგრამ ჯუბა აღარ იყო რომ გაეთბო,მან თავისი ვეებერთელა თვალები დახუჭა და შეწყდა სუნთქვა,,,ლიზა ვერაფერს ხედავდა,არაფერი ესმოდა,მხოლოდ კიოდა,ვერც ის გაიგო თუ როგორ მოვიდა პოლიცია,როგორ მოვიდა სასწრაფო,როგორ წაიყვანეს ჯუბა,მერე აღარაფერი ახსოვს,დაბინდდა მხოლოდ დაბინდდა...
კუბოს გარშემო ხალხი ირეოდა,ჭირისუფლები იჯდნენ,მკაფიოდ ჩანდა ახალგაზრდა სიმპატიური ქალი რომელის სახე ჩამომჭკნარიყო,ჩამომჭკნარიყო და შვილს უყურებდა,არაფერს ამბობდა,გრძნობები აღარ გააჩნდა..ანამ ხელი მოკიდა ლიზის და შიგნით შიყვანა,კუბოს მოუარეს,ანამ დედას სამძიმარი უთხრა და წავიდა,,,ლიზი არ იძვროდა,მიშტერებოდა ჯუბას სახეს,მერე ახლოს მივიდა,ხელი ლოყაზე მიადო,ლოყა ცივი იყო, წაუჩურჩულა,გაიღვიძე,მერე უფრო ხმამაღლა, გაიღვიძე!! რატომ არ იღვიძებ,გაახილე თვალი,ხომ მეუბნებოდი მიყვარხარო ხოდა გაახილე ეგ თვალი,ჩემი ხათრით გაახილე რომ ერთი წუთით ჩაგხედო,თუნდაც ერთი წამით,ჯუბას დედა წამოდგა,ირგვლივ ყველა დუმდა, დედა მივიდა და ლიზის მოეხვია,დაწყნარდი შვილო,ის აღარ გაიღვიძებს,აღარ..ტყუილია! დაიძახა ლიზიმ,გაიღვიძებს! ლიზიმ დედას ხელები მოიშორა და გაიქცა არ იცოდა სად მირბოდა,უბრალოდ გაიქცა,ანა უკან მიყვებოდა და გაჩერებას თხოვდა, ლიზი არ ჩრდებოდა,ანა უკან მოიტოვა და მტკვრის პირას მივიდა,მალევე დადგა ხიდზე და ქვემოთ ჩაიხედა,ამღვრეული იყო მტკვარი,თვალები დახუჭა და გადახტა,ყოველთვის უნდოდა ეგრძნო თუ რას გრძნობდა ადამიანი როცა ხტებოდა,ეხლა გაიგო მაგრამ სიკვდილს თვალი ვერ გაუსწორა,წყალში ჩავარდა,არც უცდია ბრძოლა,ყურები დაეხშო,თვალები დახუჭა,არაფერი ესმოდა ბოლოსღა მოესმა ანას კივილი,მერე წყალში ვიღაც ჩახტა,,მერე დაბინდდა დაბინდდა და საოცარი შვება იგრძნო,საოცარი,თითქოს მიფრინავდა,ზემოთ ზემოთ სადაც ტკივილი არ არსებობს,მარჯვნივ თეთრი გოგონა ედგა,მარცხნივ მონაცრისფრო,ორიველ მჭიდროდ ეჭირა მისი ხელი,მზისკენ მივიდა,უფალო დამეხმარე!დაიყვირა ლიზიმ,მზემ ხელი გაუწოდა,ნაცრისფერი არსებები რომელთაც ლიზის წაყვანა უნდოდათ,ხელის დანახვაზე გაიფანტნენ,,,ლიზიმ მზეს ხელი მოკიდა და..






კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1075 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 11:14 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024