♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 13 » ფიფქები ნაწილი 5
9:11 AM
ფიფქები ნაწილი 5

თითქოს მთელი სამყარო თავზე ჩამოექცა,მისმა ხმამ დაადნო,მის ხმას ამდენი ხანი ელოდა და როცა იმედი გადაეწურა მაშინ დაურეკა ზუსტად,ო როგორ მომენატრე უნდოდა ეთქვა მაგრამ ის ხომ უცხო იყო...
-რომელი ხარ?იკითხა ლიზიმ გაკვირვებული ხმით,თუმცა იცოდა ვინც იყო ის...
-ჯუბა,ვეღარ მცნობ?
-ჯუბა როგორ ხარ?სად გაგახსენდი?
-ხო,გამახსენდი,როგორ შეიძლებოდა შენი დავიწყება,ნუთუ ისევ გცივა?
-არა,აღარ მცივა...
-გინდა შევხვდეთ?
-სად?ჯუბამ ლიზის შეხვედრა მოულოდნელად მთაწმინდაზე დაუნიშნა,ძლივ-ძლივობით მიაღწია ლიზიმ მთაწმინდას,მის გამხდარ ფეხებს აღარ შეეძლოთ მეტი სიარული,სუნთქვა აღარ შეეძლო უკვე..ბოლოსდაბოლოს მიაღწია,სული მოითქვა იქვე მყოფ სკამზე,მთაწმინდაზე საამური სურნელი სუფევდა,თითქოს ისეთი სიმშვიდე იყო,,,ლიზა იქვე დაეყრდნო და თბილისს გადახედა,თბილისი ხელის გულზე იყო დასვენებული და ცხელ მზეზე თბებოდა,ლიზამ უკან გაიხედა და დაინახა კლდის ფორმის საფლავი,ყველაზე საწყლად და ყველაზე მარტო ის ჩანდა მხოლოდ,ვაჟა,გაიფიქრა ლიზამ,ვაჟა ვაჟაა და ეხლაც კი ყველაზე მაღლა დგას აქ...
უცებ მხარზე ხელი იგრძნო,შემობრუნდა და ზღვისფერი თვალები დაინახა,ის ლამაზი და ზღვაზე უფრო ღრმა ზღვისფერი თვალები,ლიზი როგორ ხარ? ლიზი მოეხვია და ლოყაზე ეამბორა, კარგად,სად დაიკარგე!
-ეხლახან გამახსენდი,გამახსენდა შენი ცივი სხეული და თბილი მზერა,ისე მიყურებდი რომ რაღაც გული მეტკინა..
-გული?რატომ?გაწყენინე?
-ხო მაწყენინე,რას მალავ ლიზი,რატომ ჩანს შენს თვალებში ტკივილი,სიცარიელე,რატომ არ მიყურებდი მაშინ თვალებში?ეხლაც არ მიყურებ რატომღაც..
-სად დაინახე ტკივილი სად?მე გიყურებ შენ თვალებში,გიყურებ,ლიზიმ ჯუბას თვალები გაუსწორა და ცრემლები წასკდა,ცდილობდა დაეფარა და უკან მიბრუნდა,ჯუბამ ხელები მოხვია და თვალებში ჩახედა,რატომ ტირი,ისე ტირი როგორც უწინ ზღვაზე,გეძინა და ტიროდი,,
-დავიღალე,ნუთუ არ შეიძლება დავიღალო?დამღალა ამ ცხოვრებამ,არ შეიძლება რომ წამიყვანოს უფალმა?
-რატომ,რატომ დაიღალე შენ ხომ ესეთი პატარა ხარ,ესეთი ლამაზი,ესეთი ნაზი,,,
-ხედავ იმ ქალს?ლიზიმ ჯუბას მათხოვარზე მიუთითა რომელიც ყვიროდა: ბრმა ვარ ხალხნო,არაფერი მაქვს,მშია ხალხნო!დამეხმარეთ!მიშველეთ...
-ესეთი უამრავია ქვეყანაზე ლიზი,შენ ვერ შეცვლი ვერაფერს...
-ხომ შემიძლია შევცვალო,რატომ ვარ ესეთი უსუსური,ლიზი მიეყრდნო მის მკერდს და ჩაეხუტა,ცხოვრებაში პირველად ჩაეხუტა ბიჭს,რომელსაც არც კი იცნობდა,,
-სად იყავი აქამდე ლიზი?აქამდე უშენოდ მკვდარი ვიყავი,დამპირდი რომ არასდროს დამტოვებ.. ჯუბამ გოგონას თავზე აკოცა და გულში ჩაიკრა,ლიზიმ არაფერი უპასუხა...უცებ ჩამოღამდა,მთვარე ამოვიდა რომელმაც მთაწმინდა გაანათა,უამრავი ვარსკვლავი ანათებდა ზეცაში..
-იცი?ვარსკვლავები ყოველთვის მაგონებდნენ ადამიანებს რომლებიც აღარ არიან ცოცხლები..
-ისინი მაინც გაგვანათებენ ზემოდან ლიზი,ეხლა ეს მთვარე ჩვენია,მხოლოდ ჩვენი,ბიჭმა თავი დახარა და ნაზად აკოცა მას... პირველად მაკოცე შენ,
-ვიცი , ნაზად გაუღიმა ჯუბამ
-საიდან?
-არაა საჭირო მიხვედრა,თვალებში ვხედავ და თვალებით გიცნობ..

1 თვის შემდეგ...
ჯუბა,-რა იყო?
-მივდივარ.. ლიზიმ თვალები ძირს დახარა...
-სად?
-კარიერა უნდა ავიწყო...
- რა კარიერა,სამუშაოდ მიდიხარ?
-როგორ არ გესმის,მე არ მინდა ვიცხოვრო როგორც სხვები ცხოვრობენ,არ მინდა ინსტიტუტი,მერე ქმარი,ბავშვები და პლიტა!მე მინდა ფული,კარიერა და მერე დაბრუნება,ხედავდი იმ ბავშვებს>?იმ მოხუცს? ვინმე ხომ უნდა დაეხმაროს მათ?
-არაა აუცილებელი შენ დაეხმარო
-აუცილებელია,არ არის ეს ცხოვრება ბედნიერებისთვის,არა ცხოვრება ტკბილი,საამური,ცხოვრება სასტიკია და სავსეა ტკივილით,,,რისთვის გამაჩინა ღმერთმა ბედნიერებისთვის>? არა უფალმა გამაჩინა და უნდა გადავუხადო,უნდა გადავუხადო ჩემი ცხოვრებით...
-ნუ წახვალ,მე ხომ მიყვარხარ,უშენოდ არ ააქვს აზრი არც ამ ვარსკვლავებს და არც ამ ზეცას,უშენოდ არ ააქვს აზრი არაფერს ჩემს სიცოცხლესაც,გემუდარები,ნუ დამტოვებ,ჯუბა მუხლებზე დაემხო და ემუდარა,ლიზიც დაემხო მუხლებში და ხელები დაუკოცნა.ნუ ნუ იმცირებ თავს ჩემთვის ადექი,,,
-ნუთუ სიყვარული თავის დამცირებაა?
-არა,უნდა წავიდე,გამიშვი და მითხარი ნახვამდის... ფუჭი იყო მუდარა,ხვეწნა და ყველაფერი,ლიზი წავიდა და უკან მოიტოვა ყველაფერი,ცრემლები ასველებდნენ ქუჩებს,ქუჩები დუმდნენ და ლიზაც დუმდა,ნელ-ნელა კი მოეცალა ყველაფერს რაც კი უყვარდა,გაუშვა ოცნებები,გაატარა ქარს და გაფრინდა..

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1065 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-04, 3:00 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024