♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 13 » ფიფქები ნაწილი 4
9:10 AM
ფიფქები ნაწილი 4


გათენდა,მზემ ყვითლად ააღაჟღაჟა მდელო,ბაზალეთის ტბა სადღაც მთის იქით მოჩანდა,ტყიდან 2 ნაბიჯი იყო და გირჩების საამური სურნელი იფრქვეოდა...
ლიზი!ლიიზი!ლიიიიიიზიიიიიი!გაიღვიძე გოგო 3 საათია,არ გცხელა მაინც?
-დამაძინე არ მიძინია გუშინ,წაილუღლუღა ლიზიმ და ძილი განაგრძო.
-რატომ არ გეძინა ადრე ხომ დაწექი?
- ვფიქრობდი,ლიზიმ თვალები გაახილა და ხელზე დაეყრდნო
-რაზე ფიქრობდი?ან ვისზე?
-ყველაფერზე ვფიქრობდი რა,ლაპარაკი მეზარება,ეხლავე ავდგები და ჩამოვალ...
დილით ლიზის დედამ სუფრა გააწყო,ყველამ მიირთვა ლიზის გარდა,საზამთრო ისევ გრილი იყო,ცოტა შეჭამა მერე ერთობლივად ტბაზე წავიდნენ,ტბას მზე აცხუნებდაწყალი საოცრად თბილი და ამავდროულად ბინძური იყო,აბა გოგოებო მე წავალ და 7 საათზე მოგაკითხავთ თქვა მძღოლმა რომელიც ფრიად შეწუხებული იყო სიცხით,დაქალები მანქანიდან გადმოვიდნენ და ტბისკენ გაეშურნენ,ყველა მათ უყურებდა,ტბა სავსე იყო ათასი ბინძურით რომლებიც თავიანთ სიბინურეს ტბას უზიარებდნენ,ყველაზე უარესი კი ის იყო რომ,ეგონათ ყველაფრის კეთება შეეძლოთ...
გოგოებმა წყალს შეხედეს,უცებ ჩასვლის სურვილი გაუქრათ,მერე შორს გაიხედეს და კამკამა სიღრმეს მოკრეს თვალი
-მოდი შევიდეთ
-არა ანა,,ცურვა არ ვიცი
-მაშინ ველოსიპედი ვიქირაოთ,ხომ გაქვს 20 ლარი?
-მაქვს... გოგოები ველოსიპედებისკენ გაეშურნენ,მათი ყურადღება 6 კაციანმა ველოსიპედმა მიიპყრო რომელიც საოცრად კომფორტულად გამოიყურებოდნენ,
-ეს რა ღირს?
-10 ლარი ერთი საათი წარმოთქვა ოფლიანმა კაცმა რომელსაც ერთი სული ქონდა როდის გაიქცეოდა სახლში...
გოგოებმა 20 ლარი გაუწოდეს და ხალისიანად გაცურეს სიღრმისკენ...ველოსიპედი ტბის შუაგულში შეჩერდა
-ლიზი არ გადმოხტები?წყალი ისეთი გრილიაა
ლიზიმ ტუჩები შეიჭმუხნა და წყალში ჩავიდა,ორივე დაქალი ერთობოდა და ხალასს აფრქვევდა,მათმა გართობამ ირგვლივმყოფთა ყურადღება მიიპყრო,ერთერთ ველოსიპეტზე 6 ბიჭი შემსხდარიყო,საწყალი ველოსიპეტი ძლივ-ძლივობით მიტივტივებდა ტბაზე,აგერ-აგერ ჩაიძირებოდა... ველოსიპედმა სვლას აუჩქრა და გოგოებისკენ მოემართა...
-გოგოებო თქვენი გაცნობა შეიძლება? ჩამოხტა 17-18 წლის გამხდარი ბიჭი წყალში,ლიზიკო უმალ ნავზე ავადა და უთხრა ;
-არა არ გვინდა გაცნობა..
-რატომ?
-იმიტომ რომ არ გვინდა!
წყალში კიდე 3 ბიჭი ჩახტა და გოგოების ველოსიპედს მიეყრდნო,
- არ გვინდა თქვენი გაცნობა და მორჩა რა! დაიძახა ანამ აგრესიულად,,,
-რაიყო გოგონი ცუდი რა გითხარით,უბრალოდ ძალიან მოგვეწონე,,,ლიზიკოს ყურში მოხვდა მათი ლ-ები და უცებ ჩაეცინა,
-მორჩა! დაამთავრეთ! გვაცადეთ ბანაობა!
-თქვენთან ერთად გვინდა ჩვენც ბანაობა და არ წავალთ!
ბევრი ეცადეს გოგოებმა მათი მოშორება მაგრამ ვერაფერი მოახერხეს,1 საათი ბრძოლა იყო გაჩაღებული,ბიჭები სულ უფრო და უფრო ახლოს მოდიოდნენ,როდესაც სიტყვებმა არ გაჭრა შეშინებულმა ანამ ლანძღვა დაიწყო,ამანაც არ გაჭრა,პირიქით,უფრო გაამწვავა სიტუაცია,ლიზის ეცინებოდა,ეცინებოდა მკაფიო-ლ-ზე და ცდილობდა ფიალა არ ავსებულიყო,როდესაც ბიჭებმა საუბარი დაიწყეს ერთმანეთში გოგოების გარეგნობაზე,ანი ჩუმათ მივიდა ლიზისთან და ყურში ჩასჩურჩულა:
-ლიზი ერთი აზრი მაქ,მოდი მაკოცე
-რააა? აღშფოთდა ლიზი
-ხო მაკოცე,ტუჩებში :)
-მე ის კი არ ვარ
-ეგ რა შუაშია დებილო,ამათ გაუკვირდებათ და იქნებ წავიდნენ,
-კარგი ოღონდ უცებ,ლიზიკოს ეცინებოდა და სერიოზულად არაფერი არ აღიქვა..ანამ წყლიდან თავი ამოწია,ლიზი დაიხარა და ერთმანეთს ნაზად აკოცეს,ლიზი სიცილით კვდებოდა,ბიჭები განცვიფრებული უყურებდნენ ერთმანეთს და ათასი სისულელე წამოროშეს,მალევე წავიდნენ და გოგოები მარტო დატოვეს...ბევრი იცინეს,მერე ლიზიმ გვერდზე გაიხედა და ორ ლამაზ ახალგაზრდას მოკრა თვალი რომლებიც მათ უყურებდნენ და იცინოდნენ,ლიზის გული დაწყდა,ნეტა იმ ბიჭების ნაცვლად ესენი მოსულიყვნენო...
დრომ სწრაფად ჩანვლო,ცხოვრება ჩეულ რიტმს დაუბრუნდა და სკოლაც დაიწყო,სკოლის პირველ დღეს ლიზი დამწუხრებული მიაბიჯებდა კლასისკენ,რაღაცნაირად ეწყინა დასვენების დამთავრება..კლასში ყველაფერი შეცვლილი დახვდა,რაღაცნაირად ისინი გაზრდილიყვნენ,ერთმანეთს მოეხვივნენ თანაკლასელები და ბევრი ილაპარაკეს,ის დღე ლაპარაკში დამთავრდა,დღის ბოლოს მზემ რაღაცნაირად გამოანათა ფანჯარაში და ლიზიკოს კულულები გაანათა,მზეო,შენ ერთადერთი ხარ ვინც ყოველთვის მათბობდა გაიფიქრა უცებ ლიზიმ.
-რაო ლიზ მოგენატრე? მოისმა ხმა უკანა მერხიდან რომელზეც გეგა იჯდა,ლიზიმ ზიზღი დაფარა და თბილად უპასუხა
-კლასელი ხარ,ცოტა მომენატრე
-აღარ გიყვარვარ?იკითხა გეგამ ცინიკური გამომეტყველებით
-როდის მიყვარდი რო?ლიზას სისხლი ყელს შემოაწვა...
-რა არ გიყვარდი?ატეხა ხარხარი გეგამ,ისე რომ ყველას გაეგო რაზეც იყო საუბარი,უცებ მობილურმა დარკა
-გისმენთ
-ლიზი შენ ხარ?




კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1395 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 4.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-05, 1:57 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024