♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 13 » ფიფქები ნაწილი 3
9:09 AM
ფიფქები ნაწილი 3

არასდოს გაიფიქრებდა ლიზი თუ ვიღაცის ხელი ესეთი თბილი იქნებოდა,მისმა ხელმა გაყინული ზურგი გაალღვო და შერჩენილი ნამი ნელ-ნელა გაათბო,ზღვის ნამი რომელიც ლიზის ზედ შერჩენოდა გაოცებული მიშტერებოდა უცნობს...
- აქ რას აკეთებ ამ შუა ღამისას?
-მეგობარს ველოდები
-ნახევრად შიშველი?
-არ მცივა წამოილუღლუღა ლიზიმ,უცებ გააჟრჟოლა,და აკანკალდა,უცნობს გაეღიმა,გაეღიმა და პიჯაკი გაიხადა,ნაზად მოაფარა ლიზის ზურგზე და კითხა:-ისევ გცივა? ლიზი გაკვირვებული იყურებოდა,თავი სიზმარში ეგონა,აღარ მიუგო ძალითმომღიმარემ,უცებ მთვარემ გაანათა,მუქი ღრუბლები დაიძრა და ნელა ატივტივდა,მთვარემ უფრო კარგად გაანათა ბიჭის ღრმა,ზღვისფერი თვალები,თვალები იღიმოდნენ,არ იყო საჭირო სიტყვები,არ იყო საჭირო რადგან ეს თვალები ყველაფერს ამბობდნენ.. ბიჭს გაეღიმა
-რა გქვია?
-ლიზი თქვენ?
-მე ჯუბა :)
-ჯუბა რა სახელია,ცადა ლიზიმ ხუმრობა და უცნაურად წაიშმუშნა
-მე არ დამირქმევია ჩემი თავისთვის ეს სახელი,ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო ბევრ რამეს შევცვლიდი
ლიზის ძალიან აინტერესებდა რას შეცვლიდა,მაგრამ ნახევრად უცნობ ადამიანს ეს ვერ კითხა,
-სახლი სად გაქვს?
-აი იქით მიუთითა ლიზიმ შოორს შოორს,,, '
-თუ გინდა წაგიყვან გაეღიმა ჯუბას,მისი ღიმილი ისეთი ნაზი იყო
-არა,არა შეცბა ლიზი,მეგობარი მალე მოვა,,
ლიზი ადგა,ეხლაღა მიხვდა ადგომას,ზემოთ აიხედა და ვეებერთელა ჯუბა დაინახა,უცებ გაიფიქრა რა ლაწირაკს ვგავარო,ინატრა ქუსლიანი ფეხსაცმლები,მაგრამ რა დროს ფეხსაცმელი იყო,არ იცოდა რა ექნა...
-გინდა ერთად დაველოდოთ?მიმართა ჯუბამ
-არა,ნელ-ნელა წავალ სახლში,
-არ გეშინია მარტო ამხელა გზაზე სიარული?
-არც ისე (არადა არ ეშინოდა,არამედ რცხვენოდა)
-თუ გინდა გამოგყვები
-წამო,მიმართა ლიზიმ გახარებული სახით..
ცოტა გზა გაიარეს,უცებ ლიზი აკანკალდა,ჯუბა მოდი სკამზე დავჯები,ლიზი ცდილობდა საკუთარი თავი გაეთბო მაგრამ ამაოდ,1 საათიანმა სიცივემ იგი სულ გაყინა და აღარც ჯუბას მოცემული ჟაკეტი შველოდა..
-ძაან გცივა?მიმართა ჯუბამ სიბრალულით
-არც ისე..წაიშმუშნა ლიზი
ჯუბას გაეღიმა და ლიზის ხელები გაუწოდა,
-ლიზი მომეცი შენი ხელები,ლიზი დაიმორცხვა და ხელები გაუწოდა,ჯუბამ ხელები გაუთბო,მერე მოეხვია და ლიზის სიცივე გაიფანტა,უცებ ლიზი გონს მოეგო,შორიდან ანა მორბოდა მოჭმუხნული,
-ანა! დაუძახა ლიზიმ და სკამიდან წამოხტა
-ლიზი,ბოდიში დავაგვიანე,არ მინდოდა მაპატიე
ლიზის მუჯლუგუნის მორტყმა უნდოდა ანასთვის მარგამ ჯუბასი შერცხვა
-რატომ დამტოვე?
-მეგონა 20 წუთი დაგტოვებდი,მერე დავიკარგე და ძლივს მოგაგენი
-მეორედ ნუღარ მიმატოვებ,ლიზიმ ანას ტანსაცმელი გამოართვა და გამჭოლი მზერით ჩააცივდა თვალებში..
-ნუღარ ალოდინებ ანა დაქალს მეორედ,გაიყინა ბავშვი
-აღარ დავტოვებ დაიმორცხვა ანა და წასვლა დააპირა,-ლიზი ხვალ ადრე მივდივართ წამოდი,დაგვიანდა...
-მიდიხარ?ხმაში დაიმწუხრა ჯუბამ
-კი უნდა წავიდე
-ვეღარ გნახავ?
-ალბათ ვერა
-ნომერსაც არ მომცემ?
-ფურცელი არ მაქვს,ცადა ლიზიმ გახუმრება
-არაუშავს,აი პასტა,ხელზე დამაწერე ნომერი
ლიზიმ პასტა გამოართვა,ჯუბამ ხელი გაშალა,ხელის გულზე ლიზას თითები დაეყრდნო,მუდმივად ცივი თითები მისმა ხელმა ყინულივით გაადნო,წავედი ამოილუღლუღა ლიზიმ,
-მოიცა
-რა იყო?
-ჩემს ხელს არ გაუშვებ?
ლიზას სიმწრით ჩაეცინა და ჯუბას ხელი დაუბრუნა,თვალებით დაემშვიდობა და წავიდა..
დილა გათენდა,მანქანა წინ მიიწევდა და ამომავალ მზეს უკან ტოვებდა,ტოვებდა ზღვას რომელიც ესე ნაზად აცილებდა ლიზის,ნელ-ნელა ქრებოდა და ცხოვრებას ჩვეულ რიტმს უბრუნებდა...

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1184 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-04, 3:54 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024