პროლოგი.
ჩემში ხარ თუმცა მე შენ სიშლეგეს ვერც ვერაფერი ვერ მოვუხერხე, ღუზა რომელზეც გულით ვკიდივარ ვხერხე ვხერხე და ვერ გადავხერხე.
და ამიტომაც მხედავენ ყველგან იქ სადაც ვარ და სადაცარა ვარ, შავი ბერიც კი მონაგონია სამანებს მიღმა მე რომ დავდივარ.
ასე ირწევა ჩემში მაისი, მარტის ფეთქებით ცა ნამეხარი, როგორც სიცოცხლე სიკვდილის ზღვაში ყველა სიკვდილზე უფრო მედგარი.
გრთავ ცრემლიანი დილის ვარდებით მე მომლოდინე ცის განჩინების, როდის ინებებ ჩემს დაძახებას და აღსრულებას იმ ერთის ნების.
.............................................................
მზის ცრემლები გინახავთ? ალბათ მხოლოდ ქალის.
მზის ცრემლები ძვირია,მსგავსად მამაკაცის.
საოცარი გრძნობაა, როცა ეტრფი ქალს,
სიცოცხლეს გირჩევნია მისი ნახვა კაცს.
სიყვარული ნამდვილი მზის ცრემლების მსგავსია,
იშვიათად ნახავს კაცი,საოცრების დარია.
სიყვარულს ცრემლი სცვივა?მზის ცრემლების მსგავსად
ცისარტყელად იქცევა,წვეთი წამწამს აბამს.
.............................................................
არაფერი არ გამომდის,
რითმა ხელში მადნება,
მარცვალ-მარცვალ იშლება
და არაფრით არ ლაგდება.
მხოლოდ ერთი სიტყვა კმარა,
მხოლოდ ერთი სიტყვა და
ყველაფერი აეწყობა
მარგალიტის მძივებად.
|