ჟურნალმა People გამოაქვეყნა მისი ყოველწლიური, პლანეტის ყველაზე ლამაზი ადამიანების სია, რომელშიც, როგორც ყოველთვის მხოლოდ ცნობილი ადამიანები მოხვდნენ რეიტინგის სათავეში მსახიობი ჯულია რობერტსია
თავისი არჩევანი გამოცემამ ახსნა იმით, რომ სამი შვილის დედა - 5 წლის ტყუპების ჰეიზელისა და ფინესის, და 2 წლის ჰენრის - 42 წლის ასაკში, უბრალოდ არაჩვეულებრივად გამოიყურება, ის რჩება გახსნილი, ცხოვრების მოხარული ადამიანი, რომელსაც შეუძლია მაგალითი მისცეს მთელი მსოფლიოს ხალხს. წინა წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა Lancome - ს სახე. კონტრაქტისთვის ფირმამ მას 20 მილიონი დოლარი გადაუხადა.
რეიტინგის მეორე ადგილზე მსახიობი ზოი სალდანა გავიდა. და თუ რობერტსი ამ სიაში უკვე მეთორმეტედ ხვდება, ზოი აქ პირველადაა
სიაში ასევე შევიდნენ მსახიობები სკარლეტ იოჰანსონი, ჯენიფერ ენისტონი, ამანდა სეიფრიდი და მომღერალი კეტი პერი
ყველაზე ლამაზ მამაკაცად დასახელდა ახალგაზრდული მელოდრამების ვარსკვლავი, მოცეკვავე და ექს-მოდელი ჩენინგ ტატუმი
ჩენინგს მოსდევენ მსახიობები ჯეიკ გილენჰაალი და ბრედლი კუპერი
რეიტინგის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი კი 16 წლის კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი გახდა
|