♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 7)
2:55 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 7)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში



მარიამ ეს გაფრთხილება ყურად არ იღო, ვახშმისათვის გამოეწყო და გული მხოლოდ იმაზე დასწყდა, რომ სახლიდან ფოტოაპარატი არ გამოიყოლა, სამახსოვრო სურათის გადაღება რომ შესძლებოდა. იქამდე იტრიალა სარკის წინ, სანამ არ მიხვდა, რომ შეხვედრაზე აგვიანდებოდა. თავქუდმოგლეჯილი გამოვარდა — როგორც კონკია წვეულებაზე! — და გაექანა იმ ოტელისაკენ, სადაც შვეიცარიელი ცხოვრობდა. დიდად გაკვირვებული დარჩა, როცა გაირკვა, რომ თარჯიმანი მათთან ერთად არ აპირებდა წამოსვლას:
— ენა მეათეხარისხოვანია. მთავარია, შენთან მყუდროდ იგრძნოს თავი.
— რა მყუდროებაზეა ლაპარაკი, როცა არ ესმის, რას ვამბობ?!
— არც არის საჭირო. ეს კარგიცაა. საჭიროა მხოლოდ მუხტი.
მარია ვერ მიხვდა, რას ნიშნავდა ეს. მის სამშობლოში ადამიანები შეხვედრისას შეკითხვებს სვამდნენ და, შესაბამისად, პასუხსაც სცემდნენ — მიმდინარეობდა სიტყვათა ცვლა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა. მაგრამ მაილსონმა — ასე ერქვა თარჯიმან-მცველს — დაარწმუნა, რომ რიოში და მთელ დანარჩენ მსოფლიოში საქმე სხვაგვარად იყო.
— არაფრის გარკვევა არ გჭირდება. საჭიროა, მან თავი კარგად იგრძნოს. იგი უშვილო ქვრივია, კაბარეს მეპატრონე, ჰოდა, იქ გამოსაყვანად ბრაზილიელ გოგონებს ეძებს. მე ვუთხარი, რომ შენ, როგორც ჩვენთან ამბობენ, „ამ საქმისთვის არ ხარ", მაგრამ გაჯიუტდა, თურმე, როგორც კი წყლიდან ამოხვედი, მაშინვე შეუყვარდი. შენი საცურაო კოსტიუმიც მოეწონა.
ის ცოტა ხანს გაჩუმდა.
— მაგრამ ერთ კეთილ რჩევას მოგცემ: თუ გინდა, აქ ვინმე შეაბა, სხვანაირი საცურაო კოსტიუმი შეიძინე. ამ შვეიცარიელის გარდა, ის რიოში არავის მოეწონება, ძალიან ძველმოდურია. ასეთები, დიდი ხანია, აღარ აცვიათ.
მარიამ თავი ისე მოაჩვენა, თითქოს ეს არც გაუგიაო.
— და კიდევ, — განაგრძო მაილსონმა, — ვფიქრობ, მან უბრალოდ კი არ მოგაქცია ყურადღება, დარწმუნებულია, ყველა მონაცემი გაქვს იმისათვის, რომ შენი ნომერი პროგრამის ღერძი გახდეს. მართალია, მას არ უნახავს, როგორ ცეკვავ, არ გაუგია, როგორ მღერი, მაგრამ მიაჩნია: ყველაფერი ეს თავისით მოვა. სილამაზე კი ისაა, რითაც უნდა დაიბადო. ევროპელები ასეთები არიან, — აქ იმ რწმენით ჩამოდიან, თითქოს ყველა ბრაზილიელი ქალი, ტემპერამენტის თვალსაზრი¬სით, ქალი კი არა, ვულკანია და ყველა ცეკვავს სამბას. თუ მას მართლაც სერიოზული გეგმები აქვს, გირჩევ, ქვეყნის დატოვებამდე კონტრაქტი დაადებინო და ხელმოწერა შვეიცარიის საკონსულოში დაამოწმებინო. ხვალ ოტელის მახლობლად პლაჟზე ვიქნები და მომძებნე, რაიმე თუ იქნება გასარკვევი.
შვეიცარიელმა ღიმილით ჩაჰკიდა მარიას ხელი და მიუთითა იქვე მომლოდინე ტაქსიზე.
— თუ მას ან შენ სხვა გეგმები გაგიჩნდებათ, გახსოვდეს, ღამეში აქ სამას დოლარს იღებენ. ნაკლებზე არ დათანხმდე.
ვიდრე მარია პასუხის გაცემას მოასწრებდა, ისინი უკვე ტაქსიში ისხდნენ და შვეიცარიელი წინასწარ დაზუთხულ სიტყვებს იმეორებდა. საუბარი მარტივი იყო:
— მუშაობა? დოლარები? ბრაზილიელი ვარსკვლავი?
მარიას თარჯიმნის სიტყვები ახსენდებოდა, — სამასი დოლარი ღამეში! ეს მთელი ქონებაა! სულაც არ არის საჭირო, სიყვარულის გამო იტანჯებოდე. მას შეუძლია მაღაზიის მეპატრონის მსგავსად ისიც მოხიბლოს, გაჰყვეს ცოლად, გააჩინოს ბავშვი, მშობლებს ცხოვრება შეუმსუბუქოს. რა აქვს დასაკარგი? შვეიცარიელი ასაკშია, დიდხანს ვერ იცოცხლებს, ის კი მდიდარ ქვრივად დარჩება. მარიას ეჩვენებოდა, რომ შვეიცარიაში ბევრი ფულია, ქალი კი — ცოტა.
ვახშამი უსიტყვოდ მიდიოდა: ღიმილი, საპასუხო ღიმილი. და მარია თანდათან ხვდებოდა, თუ რას ნიშნავს მუხტი. თანამგზავრმა ალბომი უჩვენა მისთვის უცხოენოვანი წარწერებითა და ბიკინებში გამოწყობილი ქალების ფოტოებით (მართლაც, მისი საცურაო კოსტიუმი ახლოსაც ვერ მივიდოდა ამ უფრო ლამაზ და უფრო მოღიავებულ კოსტიუმებთან), ამონაჭრები გაზეთებიდან, თვალისმომჭრელი, მყვირალა აფიშები და ბუკლეტები, სადაც აქა-იქ ჩანდა ერთადერთი ნაცნობი სიტყვა — „ბრაზილია". მარია ბევრს სვამდა, შიშობდა, რომ სადაცაა ამას მოჰყვებოდა სწორედ ის ყბადაღებული შეთავაზება (თუმცა, აქამდე მისთვის მსგავსი არაფერი შეუთავაზებიათ, მაგრამ სამასი დოლარი ქუჩაში არ ყრია, ბახუსისგან კი ყველაფერი რაღაცნაირად მარტივდება, თანაც თუ გაიხსენებ, რომ შენი მშობლიური ქალაქიდან ახლომახლო არავინ არის). მაგრამ შვეიცარიელი ნამდვილი ჯენტლმენივით იქცეოდა — დაჯდომისას სკამსაც კი აშველებდა. ბოლოს მარიამ დაიჩივლა, რომ დაიღალა და პაემანი მეორე დღისათვის პლაჟზე დაუნიშნა (რა უნდა, თითით აჩვენო ციფრი საათის ციფერბლატზე, გააკეთო ტალღისებრი მოძრაობა ხელით და რამდენჯერმე გარკვევით გაიმეორო „ხვალ").
იგი თითქოს მიხვდა, შეხედა თავის საათს (უთუოდ შვეიცარიულს) და თავი დაუქნია.
ღამით ცუდად ეძინა. დიდი ხნის წვალების შემდეგ, როგორც იქნა, ჩასთვლიმა და ესიზმრა, თითქოს ყველაფერი, რაც მოხდა, სიზმარი იყო. შეშფოთებულს გამოეღვიძა, მაგრამ მალევე დამშვიდდა — მოკრძალებულ ნომერში სკამის საზურგეზე ძვირფასი კაბა ეკიდა, იქვე მოჩანდა ფეხსაცმელიც, დათქმულ დროს კი პლაჟზე შვეიცარიელი უნდა მოსულიყო.
ჩანაწერი მარიას დღიურში შვეიცარიელის გაცნობის დღეს:
ყველაფერი მკარნახობს, რომ მზად ვარ, შეცდომა დავუშვა, მაგრამ არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს. რა უნდა ჩემგან ქვეყნიერებას? რისკზე რომ არ წავიდე? რომ დავბრუნდე იქ, საიდანაც მოვედი და არ გავბედო, ვუთხრა ცხოვრებას „დიახ"?
თერთმეტი წლისამ, იმ დღეს, როდესაც ბიჭმა მკითხა, ზედმეტი კალამი ხომ არ გაქვსო, შეცდომა დავუშვი. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრება ყოველთვის არ გაძლევს მეორე შანსს და ჯობია, მიიღო ის საჩუქარი, რომელსაც იგი დროდადრო მოგართმევს. დიახ, მე რისკზე მივდივარ, თუმცა, იმაზე მეტად არა, ვიდრე იმ ავტობუსში ჩაჯდომისას, რომელმაც რიოში ჩამომიყვანა — ხომ შეიძლებოდა იგი ავარიაში მოხვედრილიყო. თუკი ვინმეს ან რაიმეს მიმართ ერთგულება უნდა შევინარჩუნო, უპირველესად, ეს თვით მე ვარ. თუ ვეძებ ნამდვილ და დიდ სიყვარულს, ჯერ უნდა დავიღალო უმნიშვნელო გრძნობებით, შემთხვევითი რომანებით. ჩემი მწირი გამოცდილება მასწავლის: არავინ არაფერს ფლობს, სამყაროში ყველაფერი მოჩვენებითი და არამყარია, — და ეს ეხება მატერიალურ კეთილდღეობასაც და სულიერ სიმდიდრესაც. ადამიანი, რომელიც კარგავს იმას, რაც მისი აზრით, მის მუდმივ მფლობელობაში უნდა ყოფილიყო (მე ასეთი რამ ხშირად დამმართნია), ბოლოს და ბოლოს ხვდება, რომ მას არაფერი ეკუთვნის.
და თუკი არაფერი მეკუთვნის, მე ვერ დავხარჯავ დროს იმაზე, რაც ჩემი არ არის; ჯობს, ისე იცხოვრო, თითქოს დღევანდელი დღე შენი სიცოცხლის პირველი (ან უკანასკნელი) დღეა.

კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1057 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 1:00 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024