♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 19 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 64)
1:45 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 64)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში

— ეს სიგიჟეა.
— შესაძლოა, სიგიჟეა, მაგრამ არა უაზრობა. შეგიმჩნევია, რას გრძნობდნენ კაცები, რომლებთანაც შენ იყავი?
— შემიმჩნევია. მათ ყველას თავდაჯერებულობა აკლდათ. ყველანი შიშს განიცდიდნენ.
— არა, შიშზე უფრო უარესს. ისინი, როგორც მოკრივეები ამბობენ, „იხსნებოდნენ". მათ თვითონაც არ ესმოდათ ხეირიანად, რას აკეთებდნენ. მაგრამ ყველასაგან, აბსოლუტურად ყველასაგან — მეგობრებისაგან, თვით ქალებისგანაც კი — გამუდმებით ესმოდათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს. „სექსი, სექსი, სექსი" — აი, რას ემყარება სამყარო, აი, რაზეა დამოკიდებული ცხოვრება, აი, რას ჩაგვჩიჩინებენ რეკლამები, ფილმები, წიგნები. და არავინ იცის, რაზეა საუბარი. რადგანაც ინსტინქტი ყველა ჩვენგანზე უფრო ძლიერია, ყველამ იცის, რომ ეს უნდა გაკეთდეს. მორჩა და გათავდა.
კმარა, გამიელვა თავში. ჯერ იყო და თავდაცვის მიზნით სექსის შესახებ ლექციებს ვკითხულობდი, ახლა ამანაც იგივე დაიწყო. და რაც უფრო ჭკვიანურად და მეცნიერულად ჟღერდა ჩვენი სიტყვები, — ადამიანი ხომ ისეა მოწყობილი, რომ მუდამ ცდილობს შთაბეჭდილება მოახდინოს თავის ახლობელზე, — მით უფრო ნათელი ხდებოდა, რომ ეს ყველაფერი იყო სრული სისულელე, რომელიც ჩემი და მისი გრძნობების ღირსი არ იყო. მე დავიახლოვე, მივიზიდე იმით, რომ, საკუთარი თავის შესახებ ჩემივე აზრებისაგან ან მისი სიტყვებისაგან დამოუკიდებლად, ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა. დასაბამიდან ყველაფერი სიყვარული იყო. მაგრამ შემდგომ გამოჩნდა გველი და ეუბნება ევას: რასაც გასცემ, დაკარგული იქნება შენთვის. აი, ასევე მომივიდა მეც. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას განვიდევნე სამოთხიდან და მას მერე ვცდილობ ვუთხრა გველს, რომ ის ცდებოდა და რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია იცხოვრო, ვიდრე საკუთარი თავისთვის შეინახო თავი. მაგრამ, ეტყობა ის მაინც მართალი იყო, მე კი ვცდებოდი.
მე მუხლებზე დავეშვი. ნელ-ნელა გავხადე ყველაფერი, რაც ეცვა და დავინახე რალფის ჩაქინდრული, თითქოს მთვლემარე ასო. თვითონ მას სრულიად არ რცხვენოდა ამისა და მე შევუდექი ტერფებიდან მოყოლებული მისი ფეხების კოცნას. ასო ნელ-ნელა გამოცოცხლდა და მე შევეხე მას ჯერ თითებით, შემდეგ ტუჩებითა და ენით და აუჩქარებლად, რათა რალფს ეს არ აღექვა, როგორც „აბა, მიდი, გაიღვიძე", დავუწყე მას კოცნა ნაზად, რაც საბოლოო ჯამში გადამწყვეტი აღმოჩნდა. რალფი ნელ-ნელა ეგზნებოდა, ის ჩემს ძუძუსთავებს შეეხო და თითის წვერებით ეფერებოდა, როგორც მაშინ, იმ უკუნ ღამეს, და მე სურვილმა შემიპყრო, სურვილმა, რომ დამუფლებოდა ისე, როგორც მას მოუნდებოდა: საშოც, პირიც, ძუძუებიც მზად იყვნენ მის მისაღებად.
მან თავისკენ ზურგით მომაბრუნა. ისე რომ ჟაკეტი არც კი გაუხდია, მაგიდაზე გადამხარა და ნელ-ნელა შევიდა. ამჯერად აღარ იყო შმაგი და ხარბი მოძალება, ისევე როგორც აღარ იყო ჩემი დაკარგვის შიში, რადგან სულის სიღრმეში თვითონაც მიხვდა, რომ ეს ყველაფერი სიზმარია, სიზმრად დარჩება და არასოდეს აცხადდება.
მე ერთდროულად ვიგრძენი ჩემში მისი ასო და მისი ხელები, რომლებიც ძუძუებსა და დუნდულებზე მეფერებოდნენ ისე, როგორც მხოლოდ ქალს შეუძლია. მაშინ მე მივხვდი, ჩვენ ერთმანეთისათვის ვიყავით გაჩენილნი: მას შეუძლია ქალად გარდაისახოს, მე კი — კაცად. როგორც მაშინ, როცა ჩვენ ვსაუბრობდით ან ერთმანეთისაკენ სავალ გზას ვადექით, გზას ორი გარყვნილი, მიუსაფარი სულისა, ორი ნაწილაკისა, რომელთა გარეშეც სამყარო არასრული იქნებოდა.
რამდენადაც ის შედიოდა ჩემში და თან შეუჩერებლად მეფერებოდა, მე სულ უფრო ნათლად ვაცნობიერებდი, რომ ის ამას მხოლოდ ჩემთვის კი არ აკეთებდა, არამედ მთელი სამყაროსთვისაც. დიახ, მშვენიერი იყო, როცა მე მხოლოდ და მხოლოდ დასამშვიდობებლად გამოვეცხადე ორი ჩემოდნით ხელში, ის კი, შეიძლება ითქვას, მეძგერა, იატაკზე დამაგდო და დამეუფლა სიშმაგით, რომელიც შიშის ნაყოფი იყო. მაგრამ შეუდარებლად უფრო მშვენიერი იყო იმისი ცოდნა, რომ ეს ღამე არასოდეს დამთავრდებოდა და ის, რომ, როდესაც აქ, სამზარეულოს მაგიდაზე მეწვევა ორგაზმი, ეს იქნება არა დასასრული, არამედ დასაწყისი ჩვენი პაემანისა.
ის უეცრად გაჩერდა, მაგრამ თითები უფრო სწრაფად ამოძრავდნენ და მე ერთიმეორის მიყოლებით სამი ორგაზმი განვიცადე. სიამოვნების სიმძაფრე ტკივილს ესაზღვრებოდა, იმდენად, რომ რაღაც მომენტში მინდოდა მომეშორებინა რალფი და გამოვხსნილიყავი, მაგრამ არ შევეპუე და თავი შევიკავე: მე მზად ვიყავი მიმეღო და განმეცადა კიდევ ერთი, კიდევ ორი, ან კიდევ...
...და აქ უეცრად რაღაც შუქის მსგავსი აენთო ჩემში. მე უკვე მე აღარ ვიყავი, მე არ ვიყავი უწინდელი მარია, არამედ არსება, უსასრულოდ უფრო მაღლა მდგომი ყოველივე იმაზე, რაც კი ვიცოდი. როდესაც მისმა ხელმა მეოთხე ორგაზმისაკენ წამიყვანა, მე იმ მხარეში აღმოვჩნდი, სადაც უშფოთველი სიმშვიდე სუფევს, მეხუთეზე კი ღმერთი გამომეცხადა. ამ მომენტში რალფი კვლავ ამოძრავდა ჩემში, მისი თითებიც არ გაჩერებულან და მაშინ ვიყვირე: „ღმერთო!" და მე უკვე აღარ ვიცოდი, სად ვიყავი, ჯოჯოხეთში თუ სამოთხეში.
მაგრამ არა, სამოთხეში. მე ვიქეცი მიწად თავისი მთებით, ვეფხვებით, მდინარეებით, რომლებიც ტბებში ჩაედინებიან, ტბებად, რომლებიც ზღვებად იქცევიან. რალფი ტემპს უმატებდა. ტკივილი სიამოვნებაში აირია, შემეძლო, მეთქვა, „მეტი აღარ შემიძლია", მაგრამ ეს უსამართლობა იქნებოდა, იმიტომ რომ იმ წამს ჩვენ ერთ არსებად ვიქეცით.
მე არ ვეწინააღმდეგებოდი მას, თუმცა მისი ფრჩხილები ჩემს ბარძაყებში იყო ჩასობილი, მუცლითა და მკერდით კი სამზარეულოს მაგიდაზე ვიწექი, თან ვფიქრობდი, რომ ქვეყნად არ არსებობს სიყვარულისთვის უკეთესი ადგილი. მაგიდა უფრო ძლიერად აჭრიალდა და აქანავდა, სუნთქვა წყვეტილი და მძაფრი გახდა, უფრო ღრმად ჩამესო ფრჩხილები, მე კი ვეხეთქებოდი რალფს — ხორცით მის ხორცს, ძვლით მის ძვალს, და კვლავ ახლოვდებოდა ორგაზმი, და ამ ყველაფერში არ იყო არაფერი თვალთმაქცობის მსგავსი!
— მიდი!
მან იცოდა, რასაც წარმოთქვამდა და მეც ვიცოდი, რომ ახლოვდებოდა უმაღლესი აღმაფრენის წამი. ვგრძნობდი, რომ ჩემი სხეული მზად არის, დაიღვაროს, თვითონ მე უკვე ვეღარაფერს ვხედავდი, აღარაფერი მესმოდა, დავკარგე გემოს შეგრძნება და გადავიქეცი გრძნობების ერთ უზარმაზარ სათავსოდ.
— მიდი!
და ისე, რომ წამითაც არ დამიგვიანია, მასთან ერთად დავიცალე და გრძელდებოდა ეს არა თერთმეტ წუთს, არამედ უსასრულოდ. მეჩვენებოდა, რომ ის და მე, სხეულის გარსისგან განთავისუფლებულები, ზარ-ზეიმით, ურთიერთგაგებითა და სიახლოვით დავეხეტებოდით სამოთხის ბაღებში. მე ვიყავი ქალი და მამაკაცი, ის იყო მამაკაცი და ქალი. არ ვიცი, რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს, მაგრამ მეჩვენებოდა, რომ ქვეყანა მოიცვა მოკრძალებულმა სიჩუმემ, თითქოს სამყარომ და სიცოცხლემ შეწყვიტეს არსებობა და გადაიქცნენ რაღაც სიწმინდედ, რომელსაც სახელი არა აქვს და არ ექვემდებარება წუთებსა და საათებში აღრიცხვას.
მაგრამ აი, დრო დაბრუნდა, მე გავიგონე რალფის ყვირილი და ავყევი მას. სამზარეულოს მაგიდის ფეხები ძლიერად ეხეთქებოდნენ იატაკს და არც ერთ ჩვენგანს აზრადაც არ მოსვლია, ეკითხა, რას იფიქრებდა დანარჩენი ქვეყანა.
ის გაუფრთხილებლად გამოთავისუფლდა და სიცილი აუტყდა. მე მისკენ შევბრუნდი, ვგრძნობდი, რომ ჯერ ისევ სიამოვნების კრუნჩხვებში ვიყავი და მეც სიცილი დავიწყე. ჩვენ ერთმანეთს მოვეხვიეთ, როგორც ცხოვრებაში პირველი შერწყმის შემდეგ.
— დამლოცე, — მთხოვა მან.
მე შევასრულე მისი თხოვნა ისე, რომ არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი. ვთხოვე, რომ მასაც დაველოცე და რალფი დამემორჩილა. მან თქვა: „კურთხეულ იყავ, ქალო, ბევრი სიყვარულისთვის". ეს მშვენიერი სიტყვები იყო, ჩვენ ერთმანეთს მოვეხვიეთ და გავირინდეთ. ვერაფრით გაგვეგო, როგორ შეეძლო თერთმეტ წუთს, ასეთ მწვერვალზე აეტაცა ქალი და მამაკაცი.
არც ის და არც მე დაღლას არ ვგრძნობდით. ჩვენ მისაღებ ოთახში შევედით. მან მუსიკა ჩართო, შემდეგ კი სწორედ ის გააკეთა, რასაც მისგან ველოდი — ბუხარი გააჩაღა და ღვინო დამისხა.
ამის შემდეგ წიგნი გადაშალა და წაიკითხა:

„ჟამი შობისა და ჟამი სიკვდილისა;
ჟამი დანერგვისა და ჟამი დანერგულის აღმოფხვრისა.
ჟამი მოკვდინებისა და ჟამი განკურნებისა;
ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა.
ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა;
ჟამი გლოვისა და ჟამი ლხინისა.
ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა;
ჟამი მიჯნურთა პაემანისა და ჟამი მათი გაყრისა.
ჟამი პოვნისა და ჟამი დაკარგვისა;
ჟამი შენახვისა და ჟამი გაფლანგვისა.
ჟამი დარღვევისა და ჟამი შეკერვისა;
ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა.
ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა;
ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა.

კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1524 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-04-26, 3:21 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024