♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 19 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 63)
1:43 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 63)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში

ჩვენ ავდექით და მხოლოდ ახლა შევნიშნე, რომ მას გახდაც კი ვერ მოესწრო და იმავე ფორმაში იყო, როგორშიც მაშინ, როცა კარი გამიღო, თუ, რა თქმა უნდა, არ ჩავთვლით იმას, რომ ტანსაცმელი აჩაჩული ჰქონდა. მე შიშველ მხრებზე ჩემი პიჯაკი მოვისხი. ჩვენ სამზარეულოში გავედით. მან ყავა მოადუღა, ზედიზედ ორი სიგარეტი მოსწია, მე კი — ერთი. მაგიდას მივუსხედით. „გმადლობთ", — თქვა მან თვალებით. „მეც მადლობელი ვარ შენი", — მზერითვე ვუპასუხე მე. ასეთი იყო ჩვენი უსიტყვო დიალოგი.
ბოლოს გაბედა ეკითხა, რატომ ვიყავი ჩემოდნებით.
— ხვალ შუადღისას ბრაზილიაში მივფრინავ.
ქალმა ყოველთვის იცის, როდის არის მისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი მამაკაცი. მაგრამ მამაკაცები არიან კი ამ ნიჭით დაჯილდოებულნი? თუ მომიწევს თქმა: „მე შენ მიყვარხარ", „არ მინდა შენთან განშორება", „მთხოვე დარჩენა"?
— არ გინდა, — დიახ, ის მიხვდა, რომ ჰქონდა ამის თქმის უფლება.
— ასეა საჭირო. აღთქმა დავდე.
იმიტომ, რომ სხვანაირად შეიძლება ვირწმუნო, თითქოს ეს ყველაფერი სამუდამოდაა. მაგრამ ეს ხომ ასე არ არის, ეს ხომ მხოლოდ ოცნების პატარა ნაწილია, პროვინციელ გოგონას რომ აღელვებს. გოგონას, რომელიც ჩამოდის დიდ ქალაქში (სიმართლე რომ ითქვას — არც ისე დიდში), გადის მრავალ გამოცდას და ბოლოს და ბოლოს ხვდება ადამიანს, რომელიც ბედმა არგუნა. დიახ, აი ის, „ჰეფი ენდი", ყველა ჩემი განსაცდელის ბედნიერი დასასრული. ყოველთვის, როცა კი ევროპაში ჩემს ცხოვრებას გავიხსენებ, მომაგონდება ის, ვისაც ვუყვარდი, ვინც სამუდამოდ ჩემად დარჩება, რადგანაც მე უკვე ნამყოფი ვარ მის სულში.
ოჰ, რალფ, შენ არც კი იცი, რა ძლიერ მიყვარხარ. ვფიქრობ, ჩვენ ყველას, როგორც კი ცხოვრებაში პირველად დავინახავთ ჩვენი ოცნების მამაკაცს, იმავ წამს გვიყვარდება იგი, თუმცა გონება გვკარნახობს, რომ ვცდებით, და ვიწყებთ ჭიდილს — ჭიდილს გამარჯვების სურვილის გარეშე — საკუთარ ინსტინქტთან. მაგრამ მოდის წამი, როდესაც გრძნობა იმარჯვებს. სწორედ ეს მოხდა იმ საღამოს, როცა ფეხშიშველი მივდიოდი ინგლისურ პარკში, ვიტანჯებოდი ტკივილისაგან და სიცივისაგან და ვაცნობიერებდი, თუ რა ძლიერ გიყვარვარ, რალფ.
დიახ, მე შენ მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს არავინ მყვარებია და ამიტომაც გტოვებ სამუდამოდ, რადგანაც თუ სიზმარი ცხადად იქცევა, მაშინ შენი ფლობის სურვილი, სწრაფვა იმისაკენ, რომ შენი ცხოვრება ჩემი გახდეს... ეს ყველაფერი სიყვარულს ბოლოს და ბოლოს აუცილებლად მონობად გადააქცევს. არა, ოცნება გაცილებით უკეთესია. უფრო ფრთხილად უნდა მოეპყრო იმას, რაც თან მიგაქვს ქვეყნიდან ან ცხოვრებიდან.
— შენ ვერ განიცადე ორგაზმი, — თქვა რალფმა, რომელიც ცდილობდა, თემა შეეცვალა, სიტუაცია განემუხტა. მას ჩემი დაკარგვისა ეშინოდა და მიაჩნდა, რომ თადარიგში მთელი ღამე ექნებოდა, შეძლებდა, ისე მოეწყო საქმე, რომ წასვლა გადამეფიქრებინა.
— ვერა, მაგრამ სიამოვნება — უდიდესი.
— უკეთესი იქნებოდა, ორგაზმი განგეცადა.
— შემეძლო, მეთვალთმაქცა მხოლოდ იმისათვის, რომ შენთვის მესიამოვნებინა, მაგრამ ტყუილს ვერ გაკადრებდი. შენ მამაკაცი ხარ, რალფ ჰარტ, მამაკაცი ამ სიტყვის ყველაზე სრული და მშვენიერი გაგებით. შენ შეძელი, ჩემთვის დახმარება და მხარდაჭერა აღმოგეჩინა, შენ მიიღე დახმარება და მხარდაჭერა ჩემგანაც და ისე, რომ ეს დამცირებად არ გამოიყურებოდა. დიახ, მე მინდოდა შენთან გამეთავებინა, მაგრამ ეს არ მოხდა. და მაინც, ცივ იატაკზე გაშხლართული, ვგრძნობდი შენს მხურვალე სხეულს და გაშმაგებას, რომლითაც შენ შეხვედი ჩემში და მე აღფრთოვანებული ვიყავი.
დღეს წიგნები რომ მივიტანე ბიბლიოთეკაში, ჩემმა მეგობარმა, რომელიც იქ მუშაობს, მკითხა, ვლაპარაკობ თუ არა სექსის შესახებ ჩემს პარტნიორთან. ძალიან მინდოდა მეპასუხა: „რომელ პარტნიორთან? რა სექსზე?", მაგრამ თავი შევიკავე, არ მინდოდა, მეწყენინებინა — ის ყოველთვის კეთილად იყო განწყობილი ჩემს მიმართ.
სინამდვილეში კი მას მერე, რაც ჟენევაში ჩამოვედი მხოლოდ ორი „პარტნიორი" მყავდა: ერთმა ჩემი სულის ფსკერზე დალექილი მთელი სიბინძურე აამღვრია და მე მივეცი მას ამის უფლება, უფრო მეტიც, ვემუდარებოდი, ეს გაეკეთებინა; მეორე კი შენა ხარ, ადამიანი, რომლის წყალობითაც მე კვლავ სამყაროს ნაწილი გავხდი. ო, ნეტავ შემეძლოს გასწავლო, როგორ, სად, რამდენ ხანს, რა ძალით უნდა მეფერო!.. და მე ვიცი, შენ ამას არ აღიქვამდი როგორც საყვედურს, მიხვდებოდი, რომ არ არსებობს სხვა გზა ერთი სულის მეორესთან შერწყმისა. სიყვარულის ხელოვნება შენი ფერწერის მსგავსია: ისიც მოითხოვს ტექნიკას, მოთმინებას და, რაც მთავარია, ჩვევას. და კიდევ — გამბედაობას: ზოგჯერ საჭიროა, იმ ზღვარს გასცდე, რომელზეც იჭედებიან ჩვეულებრივი, პირობითობებით შებოჭილი ადამიანები, რომელთაც ჰგონიათ, რომ „სიყვარულს ეძლევიან".
მე გავჩუმდი. მართლა და მართლა, რას ვქადაგებ, თითქოს კათედრაზე ვიდგე?! მაგრამ რალფი არც შემკამათებია და არც დამთანხმებია. მან ბოლო ნახევარ საათში უკვე მესამე სიგარეტი გააბოლა:
— ჯერ ერთი, ამაღამ აქ დარჩები, — თქვა მან თხოვნით კი არა, მბრძანებლურად, — მეორეც, ჩვენ კვლავ მივეცემით სიყვარულს, მაგრამ ამჯერად არა ასე ხარბად და უკანმოუხედავად. ბოლოს და ბოლოს, თუ შენ გინდა, რომ ქალებს გავუგო, მე მინდა, რომ შენ უკეთ გაუგო კაცებს.
ამაზე უკეთ რაღა?! რამდენმა გაიარა ჩემს ხელში, ჩემს ტანზე — თეთრებმა, ყვითლებმა, შავებმა, იუდეველებმა და მუსულმანებმა, კათოლიკეებმა და ბუდისტებმა! ნუთუ რალფმა ეს არ იცის?
მაგრამ ცოტა მომეშვა გულზე იმის გამო, რომ ჩვენმა საუბარმა ასეთი სახე მიიღო. იყო წუთი, როცა ისიც კი ვიფიქრე, ღმერთი მაპატიებს, თუ აღთქმას დავარღვევ-მეთქი. მაგრამ სინამდვილე კვლავ წარმომიდგა, რათა შეეხსენებინა: ოცნება ხელუხლებელი უნდა დარჩეს, მე კი არა მაქვს ბედის მიერ დაგებულ ხაფანგში გაბმის უფლება.
— დიახ, დიახ, რათა უკეთ გაუგო კაცებს, — გაიმეორა რალფმა, როცა ჩემი ირონიული მზერა შენიშნა, — შენ ლაპარაკობ ქალური სექსუალობის ბუნებაზე, შენ გინდა დამეხმარო, რათა შენს სხეულზე გავცურო, შენ ჩამჩიჩინებ, რომ აუცილებელია დრო და მოთმინება. თანახმა ვარ, მაგრამ არ მოგსვლია აზრად, რომ ჩვენ სხვადასხვანაირად ვართ მოწყობილნი და მე და შენ სხვადასხვა დრო გვჭირდება? იქნებ ღმერთისთვის საყვედური გვეთქვა, ასეთებად რომ გაგვაჩინა?
როდესაც ჩვენ შევხვდით, მე გთხოვე, სექსი გესწავლებინა ჩემთვის, იმიტომ რომ ჩემში სურვილი ჩამქრალი იყო. იცი, რატომ მოხდა ასე? იმიტომ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველი, როგორც იტყვიან, შერწყმა ჩემთვის აუტანელი გულგატეხილობით, დაუძლეველი სასოწარკვეთით მთავრდებოდა, რადგან დიდი ხანია მივხვდი, რომ არ შემწევს უნარი, ჩემს სატრფოებს ის სიამოვნება მივანიჭო, რომელსაც ისინი მანიჭებენ.
მე ძალზე არ მომეწონა ეს „ჩემს სატრფოებს", მაგრამ წყენა არ შევიმჩნიე და სიგარეტი გავაბოლე.
— მე ვერც ერთ მათგანს ვერ ვუბედავდი, მეთხოვა: „გამანდე შენი სხეულის საიდუმლოებანი". მაგრამ, როდესაც ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, დავინახე შენგან მომავალი შუქი და გავიფიქრე: ჩემი სიცოცხლე იმ ზღვრამდე მივიდა, რომლის იქითაც დასაკარგი უკვე აღარაფერი მაქვს და მე ვალდებული ვარ, გულწრფელი ვიყო საკუთარ თავთან და იმ ქალთან, რომელიც მსურს, ჩემ გვერდით ვიხილო-მეთქი.
სიგარეტი რაღაც უჩვეულო სიამოვნებას მანიჭებდა და თუ რალფი ღვინოსაც შემომთავაზებდა, მთლად შესანიშნავი იქნებოდა. მაგრამ მას ეტყობა არ სურდა ყურადღების სხვა რამეზე გადატანა.
— რატომ არის, რომ კაცები, იმის მაგივრად, გააკეთონ ის, რასაც შენ მიკეთებდი, მხოლოდ სექსზე ფიქრობენ და არც კი ცდილობენ გაიგონ, რას განვიცდი?
— საიდან მოიტანე, თითქოს ჩვენ მხოლოდ სექსზე ვფიქრობთ? პირიქით: წლობით, წლობით ვცდილობთ დავარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ სექსი მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს მეძავებისგან ან ქალიშვილებისაგან, ჩვენი რომანების შესახებ ვუყვებით ყველას, ვინც კი მოსმენაზე დაგვთანხმდება, თავს ვიწონებთ ახალგაზრდა საყვარლებით და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ სხვებს ვუჩვენოთ: დიახ, ჩვენ სწორედ ისეთები ვართ, როგორების ნახვაც სურთ ქალებს.
მაგრამ იცი, რას გეტყვი? არც დაიჯერო! ჩვენ ამისი არაფერი გაგვეგება! ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სექსი და ეაკულაცია ერთი და იგივეა. ჩვენ ვერაფერს ვისწავლით, იმიტომ, რომ გვრცხვენია ვუთხრათ ქალს: გამანდე შენი სხეულის საიდუმლოებანი. ჩვენ ვერაფერს ვისწავლით იმიტომაც, რომ ქალებსაც არ ჰყოფნით გამბედაობა, თქვან: შემიცანი მე. ჩვენ ვემორჩილებით გადარჩენის უმარტივეს ინსტინქტს, მორჩა და გათავდა. შენ ეს სრულ უაზრობად მოგეჩვენება, მაგრამ იცი, რა არის კაცისთვის სექსზე უფრო მნიშვნელოვანი?
„ფული, ძალაუფლება", — გავიფიქრე მე, მაგრამ ხმა არ ამომიღია.
— სპორტი. და იცი, რატომ? იმიტომ, რომ კაცისთვის გასაგებია ენა, რომელზეც ლაპარაკობს სხვა კაცის სხეული. როცა შეჯიბრებას ვადევნებთ თვალს, ჩვენ ვხედავთ, უფრო სწორად, გვესმის დიალოგი წარმოებული იმ სხეულთა შორის, რომელთაც ესმით ერთმანეთისა.

კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1408 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სამშაბათი, 2024-04-23, 6:24 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024