მთავარი » 2010 » მაისი » 19 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 60)
1:16 PM პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 60) |
რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი მე ვარ პატივცემული და მოძულებული მე ვარ მრუში და წმინდანი მე ვარ ცოლი და ქალწული მე ვარ დედა და შვილი მე ჩემი დედის ხელები ვარ მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს მოგვცემს შთამომავლობას მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს მე ვარ ქმარი და ცოლი და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი მე მამაჩემის დედა ვარ მე ჩემი ქმრის და ვარ თაყვანი მეცით მარად, რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.
ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში
— როგორა ხარ? — კარგად, — უპასუხა რალფმა. მის ხმაში არავითარი სევდა არ იგრძნობოდა, — მშვენივრად. წამოდი, ყავა დავლიოთ. ისინი დიდი ხნის უნახავი შეყვარებულებივით ხელიხელჩაკიდებულები გამოვიდნენ. ქუჩაში, ყველას დასანახავად, აკოცეს ერთმანეთს და ამით ზოგიერთი გამვლელის აღშფოთებული მზერა დაიმსახურეს. მათ გაეღიმათ იმაზე, რომ უკმაყოფილება გამოიწვიეს და გააღვიძეს სურვილი, რადგანაც იცოდნენ, გამვლელებს სურდათ, მიებაძათ მათთვის, მაგრამ ვერ ბედავდნენ და ამიტომაც ბრაზობდნენ. ისინი კაფეში შევიდნენ. იგი ისეთივე იყო, როგორიც — ყველა სხვა, მაგრამ ამავე დროს სხვანაირი, იმიტომ, რომ მარია და რალფი იქ ერთად იყვნენ და მათ უყვარდათ ერთმანეთი. ისინი საუბრობდნენ ჟენევაზე, იმაზე, თუ რაოდენ რთული ენაა ფრანგული, ტაძრის ვიტრაჟებზე, თამბაქოს მავნებლობაზე, ვინაიდან ორივენი ეწეოდნენ და მავნე ჩვევისაგან თავის დაღწევაზე არც კი ფიქრობდნენ. რალფს წინააღმდეგობა არ გაუწევია, როცა ფული მარიამ გადაიხადა. მერე ისინი ვერნისაჟზე წავიდნენ და მარიამ იქ ნახა რალფის სამყარო: მხატვრები, შეძლებული ადამიანები, რომლებიც მდიდრულად გამოიყურებოდნენ, მდიდრები, რომლებიც მოკრძალებულად, ლამის ღარიბულად იყვნენ ჩაცმულები, ადამიანები, რომლებიც მსჯელობდნენ საკითხებზე, რომელთა შესახებ მარიას არც კი სმენია რამე. ის ყველას მოეწონა, ყველა უქებდა ფრანგულ გამოთქმას, ეკითხებოდნენ კარნავალზე, ფეხბურთსა და სამბაზე. ყველანი თავაზიანები, ზრდილები და გულითადები იყვნენ. მერე რალფმა უთხრა, რომ საღამოს „კოპაკაბანაში" შეუვლიდა. მარიამ კი სთხოვა, ეს არ გაეკეთებინა. დღეს უქმე დღეE აქვს და სურს, ვახშმად მიიწვიოს რალფი. შეთანხმდნენ, რალფის სახლში შეხვედროდნენ ერთმანეთს, რომ მერე კიოლნის მოედანზე მდებარე სიმპათიურ რესტორანში ევახშმათ. ამ მოედანზე ადრეც ხშირად ჩაუვლიათ ტაქსით, მაგრამ მარიას არასოდეს უთხოვია, გაჩერებულიყვნენ მოედნის უფრო ყურადღებით დასათვალიერებლად. მაშინ მარიას თავისი ერთადერთი მეგობარი გაახსენდა და გადაწყვიტა, შეევლო ბიბლიოთეკართან იმის სათქმელად, რომ ამიერიდან ვეღარ ნახავენ ერთმანეთს. მარიას მოეჩვენა, რომ მთელი საუკუნე გაატარა საგზაო საცობში, სანამ ქურთები (დიახ, დიახ, ისევ ის ქურთები!) დაამთავრებდნენ თავიანთ დემონსტრაციას და მანქანებს გზას გაუხსნიდნენ. თუმცა, ახლა ამას არ ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა. ამიერიდან თავისი დროის ბატონ-პატრონი თვითონ იყო. ბიბლიოთეკა უკვე იკეტებოდა. — შეიძლება მე ზრდილობის ზღვარს გადავდივარ, მაგრამ თქვენ გარდა არავინა მყავს, ვისთანაც შევძლებდი ზოგიერთი ჩემი პრობლემის განხილვას, — თქვა მარიას დანახვაზე ბიბლიოთეკარმა. არავისთან? მას მეგობარი არა ჰყავს? მთელი ცხოვრება ერთ ქალაქში გაატარო, ყოველდღე ხედავდე ამდენ ხალხს და ვერ იპოვო თანამოსაუბრე? როგორც იქნა, მარიამ იპოვა ისეთივე ადამიანი, როგორიც თვითონ იყო, უფრო სწორად, როგორიცაა ამქვეყნად ყველა. — მე დიდხანს ვფიქრობდი იმაზე, რაც კლიტორზე წავიკითხე... „ო, ღმერთო! ნუთუ ისევ ამაზე?!" — ...და გამახსენდა, რომ თუმც ყოველთვის კარგად ვიყავი ქმართან, ორგაზმი არასოდეს განმიცდია. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია? — აბა, ქურთები რომ ყოველდღე აწყობენ დემონსტრაციებს, ნორმალურია? ის, რომ შეყვარებული ქალები გაურბიან თავიანთ ჯადოსნურ პრინცებს, ნორმალურია? და რომ ადამიანები ფერმებზე ფიქრობენ, იმის მაგივრად, რომ სიყვარულზე იფიქრონ, — ესეც ნორმალურია? კაცები და ქალები ყიდიან თავიანთ დროს, რომელსაც ვეღარაფრით გამოისყიდიან, — ეგ როგორია? და რადგანაც მსგავსი რამეები ხდება, რაც არ უნდა ვიფიქრო ამის შესახებ, გამოდის, რომ ნორმალურია. ყველაფერი, რაც ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ ხდება, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ყველაზე იდუმალ სურვილებს, ნორმალურად გვეჩვენება, თუმცა ღმერთის თვალში ეს საშინელი დამახინჯებაა. ჩვენ ვეძებთ საკუთარ ჯოჯოხეთს, ათასწლეულების განმავლობაში ვაშენებდით მას და აი, უზარმაზარი ძალისხმევის შემდეგ შეგვიძლია, ავირჩიოთ ცხოვრების ყველაზე უარესი წესი. მარიამ მის წინ მჯდომ ქალს შეხედა და პირველად მთელი მათი ნაცნობობის განმავლობაში სახელი ჰკითხა (მარიამ მხოლოდ ბიბლიოთეკარის გვარი იცოდა). აღმოჩნდა, რომ ჰაიდი ერქვა. და აი, ეს ჰაიდი, ოცდაათი წელია, რაც გათხოვილი იყო და არასოდეს — არც ერთხელ! — არ უკითხავს თავისი თავისთვის, ბუნებრივია თუ არა, იწვე ქმართან და ვერავითარი სიამოვნება ვერ მიიღო. — დარწმუნებული არა ვარ, რომ უნდა წამეკითხა ეს ყველაფერი. იქნებ ჯობდა, უმეცრებაში ჩაფლული დავრჩენილიყავი და დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ ერთგული ქმარი, სამი შვილი, ბინა ტბაზე ხედით და რიგიანი სამუშაო სახელმწიფო დაწესებულებაში — ეს არის ოცნების ზღვარი ყოველი ქალისათვის. მას მერე კი, რაც თქვენ მოხვედით აქ და რაც ეს წიგნები წავიკითხე, უცებ დავფიქრდი იმაზე, რად ვაქციე ჩემი ცხოვრება. და რა — ყველა ასეა? — სრულიად დარწმუნებით გეტყვით — ყველა, — ამ ქალის გვერდით, კითხვებს რომ აძლევდა და რჩევას სთხოვდა, მარია, თუმცა ორჯერ უფრო ახალგაზრდა იყო, თავს ბრძენად და ყოვლისმცოდნედ გრძნობდა. — გნებავთ, უფრო დაწვრილებით გიამბოთ? მარიამ თავი დაუქნია. — რა თქმა უნდა, თქვენ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ხართ და ზოგიერთ რამეს უბრალოდ ვერ გაიგებთ, მაგრამ მე მინდა, ცოტათი მაინც გაგიზიაროთ საკუთარი მწარე გამოცდილება, სწორედ იმისათვის, რომ თქვენც იგივე შეცდომები არ დაუშვათ. კი მაგრამ, რატომ, რატომ არასოდეს არ აქცევდა ჩემი ქმარი ყურადღებას კლიტორს?! ის დარწმუნებული იყო, რომ მთავარი საშოა და მხოლოდ იგი ანიჭებს ქალს სიამოვნებას. ო, რომ იცოდეთ, რა ჯაფად მიჯდებოდა იმის განსახიერება, რაც, მისი აზრით, უნდა მეგრძნო! რა თქმა უნდა, სასიამოვნო შეგრძნებები მქონდა, მაგრამ მეტი არაფერი... და მხოლოდ იმ მომენტებში, როდესაც ზედა ნაწილში ფრიქციებს ვგრძნობდი... გესმით ჩემი? — სავსებით. — და მხოლოდ ახლა მივხვდი, რატომ ხდებოდა ასე! აქ ყველაფერი წერია, — მან მაგიდაზე დადებულ წიგნზე მიუთითა, რომლის დასახელების გარჩევაც მარიამ ვერ შეძლო, — თურმე არსებობს ნერვული კვანძი, რომელიც კლიტორიდან „წერტილ G"-საკენ მიდის, სწორედ ის განსაზღვრავს ყველაფერს! თქვენ იცით, რა არის „წერტილი G" ? — როგორ არა, — უპასუხა მარიამ, რომელიც ამ მომენტში მიამიტი გოგონას როლს თამაშობდა, — ჩვენ ამის შესახებ წინა შეხვედრისას ვისაუბრეთ. როგორც შეხვალ, პირველ სართულზე, სარკმელი უკანა ეზოზე გადის. — დიახ, დიახ, რა თქმა უნდა! — ბიბლიოთეკარს თვალები უბრწყინავდა, — თუნდაც თვითონ შეამოწმეთ: შეეკითხეთ თქვენს დაქალებს ამის შესახებ და ნახავთ, არც ერთი არ გიპასუხებთ! რა უაზრობაა! ზუსტად ისევე, როგორც იმ იტალიელმა აღმოაჩინა კლიტორი, „წერტილი G" — ეს ჩვენი საუკუნის აღმოჩენაა. ძალიან მალე მის შესახებ ყველა გაზეთი ალაპარაკდება და მაშინ უცოდინრობას ვეღარ მოიმიზეზებ! ჩვენ ნამდვილი გადატრიალების მოწმენი გავხდებით! მარიამ საათს დახედა და ბიბლიოთეკარიც აჩქარდა. სურდა მოესწრო, ეამბნა ამ ახალგაზდა ლამაზმანისათვის, რომ ქალებსაც აქვთ ბედნიერების, სურვილების დაკმაყოფილების უფლება, რათა უკვე მომდევნო თაობას შეეძლოს არაჩვეულებრივი სამეცნიერო აღმოჩენებით სრულად სარგებლობა. — დოქტორი ფროიდი ამას არ ეთანხმებოდა, იმიტომ რომ კაცად დაიბადა და რადგან პენისის საშუალებით თვითონ იღებდა ორგაზმს, მიაჩნდა, რომ ჩვენი სიამოვნების ცენტრი საშოა! ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს არსს, იმას, რაც ყოველთვის გვანიჭებდა სიამოვნებას — კლიტორს და „წერტილ G"-ს. ძალიან, ძალიან ცოტა ქალს შეუძლია მიიღოს სიამოვნება სქესობრივი აქტის დროს, და ამიტომაც, თუ თქვენ მათ რიცხვს არ ეკუთვნით, მე გთავაზობთ — შეიცვალეთ პოზა! დაე, თქვენი პარტნიორი ქვემოდან იყოს, თქვენ კი — ზემოდან. იყავით მთავარი და თქვენი კლიტორი უფრო ძლიერ სტიმულაციას მიიღებს, და უკვე თქვენ, და არა თქვენი პარტნიორი, განსაზღვრავთ სტიმულაციის ისეთ ხანგრძლივობასა და ინტენსივობას, როგორიც თქვენთვის არის აუცილებელი! არა! სტიმულაციისა, როგორსაც თქვენ იმსახურებთ! ამ დროს მარია თავს ისე აჩვენებდა, თითქოს ეს ყველაფერი არც ისე ძალიან აინტერესებდა. თურმე მხოლოდ ის არ ყოფილა ასეთი! თურმე მას ყველაფერი რიგზე აქვს და ეს ანატომიის საკითხია! უზარმაზარი ლოდი მოეხსნა გულიდან და ბიბლიოთეკარის გადაკოცნა მოუნდა. რა კარგია, რომ ეს ახლა შეიტყო, სანამ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა! რა შესანიშნავი დღეა დღეს! ჰაიდიმ შეთქმულის იერით გაიღიმა:
|
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ |
ნანახია: 1300 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 3 სტუმარი: 3 მომხმარებელი: 0 |
|
|