♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 19 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 57)
1:14 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 57)

რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში

საუბარი სახალისო იყო, მაგრამ მარიას მისი გაგრძელება არ უნდოდა. თუნდაც იმიტომ, რომ ახვეული თვალების, მის სხეულზე მოსრიალე ხელების, რომლებიც უშეცდომოდ პოულობდნენ ყველაზე მგრძნობიარე წერტილებს, მხოლოდ ერთ გახსენებაზეც კი მან, როგორც „კოპაკაბანაში" ამბობდნენ, „წყალი გაუშვა", თანაც მაგრად. გამოდის, რომ ის სექსისთვის არ მომკვდარა, ამ ადამიანმა, რაღაც ჯადოქრობით, მკვდრეთით აღადგინა იგი. რა კარგია სიცოცხლე!
ამასობაში ბიბლიოთეკარი უფრო მეტად გახალისდა:
— მაგრამ მას მერეც კი, რაც კლიტორი აღმოაჩინეს, მას სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ, პირიქით, — განაგრძობდა ის და თვალსა და ხელს შუა ემსგავსებოდა უმაღლესი რანგის სპეციალისტს კლიტოროლოგიაში თუ რა ჰქვია კიდევ ამ სამეცნიერო დისციპლინას, — თურმე, რასაც გაზეთებში ვკითხულობთ აფრიკულ ტომებზე, რომლებთანაც მიღებულია კლიტორის ამპუტირება, რათა ქალს სიამოვნების მიღების უფლება წაართვან, ახალი სულაც არ არის. ჩვენთან, ევროპაში, XX საუკუნეში ტარდება მსგავსი ოპერაციები, რადგანაც ფიქრობენ, რომ ეს პატარა ანატომიური დეტალი, რომელსაც არანაირი სასარგებლო ფუნქცია არ აკისრია, წარმოადგენს ისტერიის, ეპილეფსიის, ცოლქმრული ღალატისა და უნაყოფობის წყაროს.
მარიამ, დამშვიდობების ნიშნად, ხელი გაუწოდა ბიბლიოთეკარს, მაგრამ მისი დაოკება არა და არ იქნა.
— ეს რაა! ჩვენი საყვარელი ფროიდი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი, ამტკიცებდა, თითქოს ნორმალურ ქალში ორგაზმი კლიტორიდან საშოსკენ უნდა იხრებოდეს, ხოლო მისი ყველაზე თავგადაკლული მიმდევრები ავითარებენ თავიანთი მასწავლებლის დებულებებს და პირზე დუჟმომდგარნი ამტკიცებენ, რომ კლიტორისმიერი აგზნება ინფანტილიზმის მანიშნებელია, ან კიდევ უფრო უარესის — ბისექსუალობისა.
ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რა ძნელია ორგაზმის მიღება მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივი სქესობრივი აქტის მეშვეობით. სასიამოვნოა, როცა კაცი გეუფლება, მაგრამ სიამოვნების ცენტრი ვიღაც იტალიელის მიერ აღმოჩენილ პატარა ბორცვშია.
მარია ცალი ყურით უსმენდა და ბიბლიოთეკარის სიტყვებიდან ის დაასკვნა, რომ ფროიდს სწორედ ის ჰყავდა მხედველობაში. ალბათ, მარია ინფანტილურია, თუკი მისი ორგაზმი საშოსკენ არ არის გადახრილი, ან იქნებ ფროიდი ცდებოდა?
— რას იტყვით „G" წერტილზე?
— უკაცრავად, ეგ სადღაა?
ბიბლიოთეკარი გაწითლდა, ხველება აუტყდა, მაგრამ გამბედაობა მოიკრიფა და უპასუხა:
— შესვლისთანავე, პირველ სართულზე, სარკმელი, უკანა ეზოზე რომ გადის.
გენიალურია! ის საშოს ისე აღწერს, როგორც სახლს. ალბათ ეს განმარტება გოგონების სქესობრივი აღზრდის სახელმძღვანელოში ამოიკითხა. მას მერე, რაც ვინმე დააკაკუნებს და შევა, თავის სხეულში მთელ სამყაროს აღმოაჩენს. როდესაც მარია მასტურბაციას ეწეოდა, უპირატესობას ყოველთვის „G" წერტილს ანიჭებდა, რადგანაც კლიტორის მასტურბაციისას რაღაცნაირი გაორებული შეგრძნებები ეუფლებოდა: სიამოვნება თითქმის მტანჯველი იყო და მას თან მოჰყვებოდა ბუნდოვანი სევდა და ილაჯის გაწყვეტა.
არა, ისევ პირველ სართულსა და უკანა ეზოზე გამავალ სარკმელს გაუმარჯოს!
ბიბლიოთეკარი ისევ არ აპირებდა გაჩერებას. ალბათ, ფიქრობდა, რომ მარიას სახით თანამოაზრე იპოვა. ბოლოს მან ხელი დაუქნია, გარეთ გამოვიდა და საკუთარი თავი აიძულა, ნებისმიერ სხვა თემაზე ეფიქრა, რადგან დღეს ის დღე არ იყო, რომ ეფიქრა დამშვიდობებაზე, განშორებაზე, კლიტორზე, აღორძინებულ ქალიშვილობაზე ან „G" წერტილზე. მარიამ ხმებს მიაყურადა: ზარები რეკდნენ, ყეფდნენ ძაღლები, ტრამვაი რელსებზე მისრიალებდა, ტროტუარზე ქუსლები მიბაკუნებდნენ, ისმოდა სუნთქვა, აბრები ყველაფერს გპირდებოდნენ, რასაც კი მოისურვებდი.
მარიას სულაც არ უნდოდა „კოპაკაბანაში" დაბრუნება, მაგრამ თავს ვალდებულად თვლიდა, საქმე ბოლომდე მიეყვანა, ოღონდ არავინ იცოდა, რატომ: ბოლოს და ბოლოს, აუცილებელი თანხა უკვე მოგროვილი ჰქონდა. ამ დღეს შეეძლო მაღაზიებში გაევლო, ბანკის მმართველს გასაუბრებოდა, — სხვათა შორის, ისიც მარიას კლიენტი იყო, — რომელმაც მიმდინარე ანგარიშის საქმეში დახმარება აღუთქვა, ყავა დაელია, ნივთებიდან ზოგი რამ, რაც ჩემოდნებში არ ეტეოდა, ფოსტით გაეგზავნა. საოცარია, მაგრამ გულის სიღრმეში დარდობდა და ვერ გაეგო, რატომ. შეიძლება იმიტომ, რომ მხოლოდ ორი კვირა რჩებოდა. ურიგო არ იქნებოდა, ქალაქში გაევლო, ახლებურად შეეხედა მისთვის, გაეხარა იმით, რომ ყველაფრის გადატანა და გადალახვა შეძლო.
მარია შეჩერდა გზაჯვარედინზე, რომელზეც ათასჯერ იყო ნამყოფი. აქედან იშლებოდა ხედი ტბაზე წყლის სვეტით შუაში, ქუჩის მეორე მხარეს კი ბაღი მიუყვებოდა. იქ ყვავილნარზე ყვავილებითვე იყო მოწყობილი საათი, ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო, და მისი ისრები ტყუილის თქმის საშუალებას არ მისცემენ, რადგანაც...
უეცრად დრო შეჩერდა და სამყაროც გაირინდა.
ეს აღდგენილი ქალწულობა რაღა დოზანაა, დილიდან რომ მოსვენებას არ აძლევდა?
სამყარო თითქოს გაიყინა და ეს წამი ვერა და ვერ დამთავრდა, ვერ გავიდა. მარია რაღაც მნიშვნელოვანისა და სერიოზულის წინაშე იდგა. მას არ შეეძლო ამის დავიწყება, იმ სიზმრებისაგან განსხვავებით, რომელთა ჩაწერაც ყოველთვის გვინდა გამოღვიძებისას, მაგრამ არ გამოგვდის...
„ნურაფერზე იფიქრებ. სამყარო შეჩერდა. რა მოხდა?"
კმარა!
ნუთუ მის მიერ შეთხზული ლამაზი ზღაპარი ჩიტის შესახებ რალფ ჰარტზეა?
არა! ეს მარიაზეა!
მორჩა!
საათი 11:11 უჩვენებდა და ამ წამს მარია გაირინდა. ის თავს უცხოდ გრძნობდა საკუთარ სხეულში. ხელახლა აღმოაჩინა ახლახან აღდგენილი ქალწულობა, მაგრამ ეს აღორძინება იმდენად ამაღლებული იყო, რომ მარია აქ ცოტა ხანს კიდევ რომ შეყოვნებულიყო, სამუდამოდ დაიღუპებოდა. ალბათ მარია ზეცაში იყო ნამყოფი, ჯოჯოხეთი ხომ მოიარა და მოიარა. თავგადასავალი დასასრულს უახლოვდებოდა. მას აღარ შეეძლო კიდევ ორ კვირას ლოდინი, თუნდაც ათ დღეს, თუნდაც ერთ კვირას. ახლავე უნდა გაიქცეს თავქუდმოგლეჯილი, იმიტომ რომ როგორც კი ამ საათს შეხედა, რომელსაც გარს ეხვივნენ ფოტოაპარატებით შეიარაღებვება.


კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1174 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 2:38 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024