♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 18 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 55)
12:02 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 55)

 
რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში 
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში 

შეხება. მარია ივიწყებს მეძავებს და კლიენტებს, მამას და დედას, ახლა ის უკუნ სიბნელეშია. მთელი დღე გაატარა იმის ძიებაში, თუ რისი მიცემა შეეძლო იმ ადამიანისათვის, რომელმაც ღირსება დაუბრუნა, რომელმაც აიძულა გაეგო, რომ სიხარულისადმი სწრაფვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტანჯვის შეგრძნება.
მე ვისურვებდი, რომ მას ესწავლებინა ჩემთვის რამე ახალი, თუნდაც ისე, როგორც გუშინ, როცა ამიხსნა, რა არის ტანჯვა, ვინ არიან ქუჩის მეძავები და წმინდა მეძავები. მე ვხედავდი, ის ბედნიერი იყო, როცა მასწავლიდა და ჭკუას მარიგებდა. ვისურვებდი მცოდნოდა, როგორ ხდება ხორცთან მიახლოება, სანამ მიუახლოვდებიან სულს, შერწყმას, ორგაზმს.
მარიამ ხელი წინ გაიშვირა და მასაც იგივე სთხოვა. ამაღამ, ოტელის ამ ნეიტრალურ ზოლში, — ჩურჩულებდა ის, — მე მინდა, რომ მან იპოვოს ზღვარი ჩემსა და სამყაროს შორის. სთხოვა, შეჰხებოდა, ისე მოქცეულიყო, რომ შეეგრძნო იგი, რადგანაც ხორცი ყოველთვის გაუგებს ხორცს, თუნდაც სულები ვერ შეთანხმდნენ. ისინი ერთმანეთს შეეხნენ, მაგრამ, თითქოს წინასწარ დათქვესო, ორივენი მოერიდნენ სხეულის იმ ნაწილებს, სადაც ყველაზე მძაფრად იღვიძებს სექსუალური ენერგია.
რალფმა თითები შეახო სახეზე და მარიამ საღებავის სუსტი სუნი შეიგრძნო. ეს სუნი სამუდამოდ ჩასჭდობოდა მხატვრის ხელებს და მრავალი ათასი, მრავალი მილიონი დაბანაც ვერ მოაცილებდა. ის ამ სურნელით დაიბადა, რომ ცხოვრებაში პირველი ხე ენახა, პირველი სახლი, და ისინი თავის სიზმრებში აღებეჭდა. ალბათ, რალფიც გრძნობდა მარიას ხელების სურნელს, მაგრამ სახელდობრ რომელს, მარიამ არ იცოდა და არც უნდოდა, რომ სცოდნოდა, რადგანაც ამ დროს მხოლოდ ხორცი ლაპარაკობს, სხვა ყველაფერი დუმს.
მარია ეფერება და მასაც ეფერებიან. ასე შეიძლება მთელი ღამის გატარება, რადგანაც ეს სიამოვნებას განიჭებს და სულაც არ არის აუცილებელი ყველაფრის სექსით დასრულება, — ფიქრობდა მარია. და სწორედ ამ დროს, სწორედ იმიტომ, რომ სექსი აუცილებელი არ იყო, ლაჯებს შორის ნოტიო სითბო შეიგრძნო. დადგება წამი, როცა მას რალფი შეეხება და აღიქვამს, რა აგზნებულია. მარიას არ სჭირდება იმის ცოდნა, კარგია ეს თუ ცუდი. ასე ეხმიანება ამას მისი სხეული და აუცილებელი არ არის, იძახოს: „ცოტა ზევით... ცოტა ქვევით... ცოტა ნელა... ახლა კი მაგრად..." კაცის ხელები იღლიებში შეუცურდა, მარიას ბეწვები ყალყზე დაუდგა. მოუნდა, დაეწიწკნა ისინი. ალბათ, რა ტკბილი იქნებოდა ეს ტკივილი. მარიაც ეფერება მის იღლიებს, თითები სულ სხვა სტრუქტურას გრძნობენ — ეს ალბათ დეზოდორის მრავალწლიანი გამოყენების ბრალია... ღმერთო, რაზე ფიქრობს? მან არ უნდა იფიქროს. მხოლოდ უნდა შეეხოს და სხვა არაფერი.
რალფის თითები ისე დასრიალებდნენ მისი ძუძუების გარშემო, თითქოს მტაცებელი ცხოველი ეპარებაო მსხვერპლს. მარიას სურდა, რომ თითებს უფრო სწრაფად ემოძრავათ, რომ მის კერტებს შეჰხებოდნენ. მისი ფიქრები თითებს უსწრებდა. მაგრამ რალფი, თითქოს გამოიცნოო მისი გამოუთქმელი სურვილი, უფრო ანელებს, ახელებს და ახანგრძლივებს სიამოვნებას. მთელი საუკუნე გადის, ვიდრე შეხება, ბოლოს და ბოლოს, განხორციელდება. კერტები ეძაბება. ის კი თამაშს განაგრძობს. მარიას ბურძგლავს, საზარდულში სისველე და სიცხე მატულობს. ახლა რალფის ხელები მუცელზე მისრიალებენ, შემდეგ — თეძოებისაკენ, ჩადიან წვივებისა და ტერფებისაკენ, აუყვებიან ბარძაყების შიდა მხარეს, გრძნობენ მხურვალებას, მაგრამ არ უახლოვდებიან, აგრძელებენ მოძრაობას ნაზად და ოსტატურად, თითქოს ფარფატებენ და რაც უფრო მსუბუქად ეხებიან, მით უფრო ძლიერ ათრობენ.
მარიაც იმავეს აკეთებს, მსუბუქად ეხება თმის ბოლოებს და გრძნობს მისი ასოდან მომდინარე სიმხურვალეს. და, თითქოს რაღაც ჯადოსნური გზით უმანკოება დაიბრუნაო, თითქოს პირველად აღმოჩნდაო მის წინ საპირისპირო სქესის სიმბოლო, შეეხო მას. ო, ეს უსამართლობაა: მარია უკვე წყლად იღვრება, ის კი ჯერ სათანადოდ არ გამაგრებულა. იქნებ მამაკაცს მეტი დრო სჭირდება ასაგზნებად, რას გაუგებ მათ... 
მარია შეუდგა მის მოალერსებას ისე, როგორც ეს მხოლოდ ქალიშვილებმა იციან, იმიტომ რომ გამოცდილ მეძავებს ეს უკვე დაავიწყდათ. ასო რეაგირებს მის შეხებაზე, იძაბება, იზრდება და თრთის მის თითებში. და ისიც ნელ-ნელა აწვება, უფრო მაგრად აჭდობს გარშემო ხელს, გუმანით ხვდება, რომელ ადგილს — ქვემოთ და არა ზემოთ — უნდა შეეხოს და ჩუჩს უწევს ასოზე. ახლა ის აგზნებულია, ძალიან აგზნებული და საშოს ტუჩებს ეხება, მაგრამ უწინდებურად მეტისმეტად ფრთხილად და ნაზად. მარია ძლივს იკავებს თავს, რომ არ იყვიროს „მაგრად! ღრმად!", სთხოვოს, რომ შეუყვანოს თითები შიგნით და ზემოთ, მაგრამ რალფი არ აკეთებს ამას, მისივე სისველეში ავლებს თითებს და, ისეთივე წრიული მოძრაობებით, როგორითაც კერტები გაუმაგრა, კლიტორის გასწვრივ უსვამს. ეს კაცი ისე ეფერება მარიას, როგორც თვითონ მარია ეფერება მას.
აი, მისი ხელი კვლავ მარიას მკერდისკენ ადის. რა კარგია, როგორ უნდა რომ წაავლოს. მაგრამ არა, ის უბრალოდ ეცნობა მის სხეულს, მათ აქვთ დრო... დრო თავზე საყრელად აქვთ. შეუძლიათ პირდაპირ ახლა შეერთდნენ და ეს სრულიად ბუნებრივი იქნება, ეს კარგი იქნება, მაგრამ ყველაფერი იმდენად ახალია, იმდენად უჩვეულო! მარიას თავისი თავის მოთოკვა უწევს, რომ ყველაფერი არ გააფუჭოს. მას ახსენდება, როგორ სვამდნენ პირველი შეხვედრისას ღვინოს, ნელ-ნელა, დაგემოვნებით, გრძნობდნენ, როგორ იღვრება იგი სისხლში, როგორ ათბობს და აიძულებს, სხვაგვარად დაინახონ სამყარო, ათავისუფლებს ცხოვრების ჩაგვრისაგან და უფრო მჭიდროდ აკავშირებს მასთან.
აი, ასევე წრუპვა-წრუპვით იგემებს ამ მამაკაცს და მაშინ შეძლებს, დაივიწყოს ის უვარგისი ღვინო, რომელსაც სულმოუთქმელად სვამდა: დიახ, მისგან თვრები, მაგრამ მეორე დილით საძაგელი გემო გაქვს პირში, უფრო მეტ სისაძაგლეს კი სულში გრძნობ.
მარია ჩერდება, რბილად გადააჭდობს თავის თითებს მისას, ესმის კვნესა და თვითონაც უნდა წაიკვნესოს, მაგრამ თავს იკავებს, გრძნობს, როგორ ეღვრება მთელ სხეულში სიმხურვალე. როგორც ჩანს, რალფსაც იგივე ემართება. ორგაზმი არ დამდგარა და ენერგია გაიფანტა, მხურვალე ტალღა ტვინში ადის, აზრებს ურევს, ვერაფერზე ვერ ფიქრობს, გარდა მთავრისა, მაგრამ მას ხომ სწორედ ეს სურს: გაჩერდეს, შუა გზაზე გაშეშდეს, ისე გააკეთოს, რომ სიამოვნება მთელ სხეულს მოედოს, დატბოროს მისი თავი, განაახლოს თვით ცნება „სურვილი", კვლავ ქმედითი გახადოს იგი.
მარიამ თვალიდან სახვევი მოიხსნა, მერე ასეთივე ნაზი მოძრაობით მასაც მოხსნა, თავთით მდგომი ლამფა აანთო. ორი შიშველი ადამიანი შესცქერის ერთმანეთს, მაგრამ არ იღიმებიან, უბრალოდ, უცქერიან. „მე ვარ სიყვარული, მე ვარ მუსიკა, — ფიქრობს მარია, — მოდი ვიცეკვოთ".
მაგრამ ხმამაღლა არაფერი ამის მსგავსი არ უთქვამს: ისინი საუბრობენ რაღაც ბანალურზე, მორიგ შეხვედრაზე თანხმდებიან. რალფმა თარიღიც დათქვა — ორი დღის შემდეგ. მას სურს, რომ მარია ვერნისაჟზე გაჰყვეს. ის კი ორჭოფობს. ვერნისაჟზე რომ მივიდეს, ესე იგი უნდა გაეცნოს მის სამყაროს, მის მეგობრებს. რას იტყვიან ისინი? რას იფიქრებენ?
და მან უარი უთხრა, მაგრამ რალფმა შეატყო ორჭოფობა და აღარ მოეშვა. არაერთი არგუმენტი მოიყვანა და მარიაც დაეთანხმა, რადგანაც სულის სიღრმეში სწორედ ეს უნდოდა. რალფმა შესთავაზა, სწორედ იმ კაფეში შეხვედროდნენ, სადაც პირველად ნახეს ერთმანეთი. არა, მიუგო მარიამ, ბრაზილიელებს სწამთ, რომ თუ საწყისს დაუბრუნდები, წრე შეიკვრება და ყველაფერი დამთავრდება.
მიხარია, რომ არ გინდა წრე შეიკრას, — უთხრა რალფმა. გადაწყდა, ისინი ეკლესიაში შეხვდებიან, რომლის სამრეკლოდანაც მთელი ქალაქი ხელისგულივით მოჩანს. ის წმინდა იაკობის გზაზე დგას, საიდანაც იწყება იდუმალი მომლოცველობა, რომელსაც ასრულებენ მარია და რალფი იმ წუთიდან, რაც ერთმანეთი გაიცნეს.
ჩანაწერი მარიას დღიურში ერთი დღით ადრე, ვიდრე ბრაზილიაში დასაბრუნებელ თვითმფრინავის ბილეთს აიღებდა:

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ჩიტი ძლიერი ფრთებითა და მოელვარე ჭრელი ბუმბულით. არსება, რომელიც გაჩენილი იყო ცაში თავისუფალი ნავარდისათვის. 
ერთხელ ქალმა დაინახა ის და შეუყვარდა. გული გამალებით უძგერდა, თვალები მღელვარებისაგან უბრწყინავდა, როცა მის ფრენას ადევნებდა თვალს. ჩიტმა ქალს უხმო და ისინი შეხმატკბილებულად გაიჭრნენ ცის ლაჟვარდში. ქალი აღფრთოვანებული იყო მისით, პატივს სცემდა და ადიდებდა მას.
მაგრამ ერთხელაც თავში გაუელვა, ჩიტი ოდესმე აუცილებლად მოისურვებს შორეთში, შეუცნობი მთებისაკენ გაფრენასო. და ქალი შეშინდა. შეშინდა, რომ სხვა ჩიტთან ვეღარ იგემებს ასეთ სიამეს. მას შეშურდა. შეშურდა ბუნებისაგან ბოძებული ფრენის ნიჭისა.
და კიდევ მარტოობისა შეეშინდა.
და მოიფიქრა: „მოდი, კაკანათს დავუგებ, მეორედ რომ მოფრინდება".
ჩიტსაც უყვარდა ქალი და მეორე დღეს მოფრინდა, მაგრამ კაკანათში გაება.
ქალი მთელი დღეების განმავლობაში ტკბებოდა მისი ცქერით, მეგობრებსაც აჩვენებდა, რომლებიც ეუბნებოდნენ: „ახლა შენ ყველაფერი გაქვს". მაგრამ ქალის სულში უცნაური რამ ხდებოდა: რაც ჩიტი ხელში ჩაიგდო და რაც მისი მოტყუება და მოშინაურება აღარ იყო საჭირო, მის მიმართ ინტერესი ნელ-ნელა გაუქრა. ჩიტი კი, მას შემდეგ, რაც აღარ დაფრინავდა, არადა მისი ყოფის არსი სწორედ ეს იყო, გახუნდა, პეწი დაკარგა, დაუშნოვდა და ქალი საერთოდ აღარ აქცევდა ყურადღებას. მხოლოდ იმაზე ზრუნავდა, საკენკი არ გამოლეოდა და გალია დასუფთავებული ჰქონოდა.
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1017 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:18 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 47
სტუმარი: 47
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024