მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 42)
6:13 PM პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 42) |
რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი მე ვარ პატივცემული და მოძულებული მე ვარ მრუში და წმინდანი მე ვარ ცოლი და ქალწული მე ვარ დედა და შვილი მე ჩემი დედის ხელები ვარ მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს მოგვცემს შთამომავლობას მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს მე ვარ ქმარი და ცოლი და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი მე მამაჩემის დედა ვარ მე ჩემი ქმრის და ვარ თაყვანი მეცით მარად, რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.
ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში
ეს ყველაფერი ახალი იყო და დღემდე უცნობ შეგრძნებებს ჰპირდებოდა. სწორედ ეს იყო თავგადასავალი. მერე გადაწყვეტს, გააგრძელებს თუ არა. ამ წუთში კი მარია აღარ იყო ის, ვინც საკუთარი სხეულით შოულობდა ფულს, ვინც იცნობდა მხატვარს, რომელსაც მისაღებში ბუხარი აქვს და თავის შესაქცევ ამბებს ყვება. აქ მარია აღარაფერს წარმოადგენდა. ეს კი სწორედ ის იყო, რაზეც ოცნებობდა. — გაიხადე ყველაფერი და ოთახში იარე ისე, რომ გიყურო. მარია თავაუწევლად და ხმის ამოუღებლად დაემორჩილა. მამაკაცი, რომელიც მას შესცქეროდა, არ იხდიდა და სრულიად გულგრილი იყო. ვინ შეიცნობდა ახლა მასში იმ ბრიტანელს, რომელთან ერთადაც ის ტკბილად საუბრობდა „კოპაკაბანადან" ოტელში მიმავალი. არა, ახლა მის წინ იდგა ლონდონიდან ჩამოსული ულისე, ციდან ჩამოსული თეზევსი, ქვეყნად ყველაზე საშიშ ქალაქში, ყველაზე ჩაკეტილ სულში შეჭრილი დამპყრობელი. მარიამ ლიფი და ტრუსი გაიხადა. ახლა ის ერთდროულად დაუცველად და დაცულად გრძნობდა თავს. შოლტმა ისევ გაიტკაცუნა Hჰაერში ისე, რომ არ შეჰხებია. — თავი დაბლა! შენ დამცირებული იქნები, მე ყველაფერს გაგიკეთებ, რაც მომესურვება, გაიგე? — დიახ, ბატონო. ტერენსმა ხელები დაუკავა და მაჯებზე ხელბორკილები დაადო. — შენ სრულად მიიღებ სასჯელს. ეს გასწავლის წესიერად მოქცევას. გაშლილი ხელი ტყლაშუნით მოხვდა დუნდულზე და მარიამ ტკივილისაგან წამოიყვირა. — აჰა, არ მოგწონს? ჯერ სადა ხარ! სანამ მომხდარს გაიაზრებდა, პირი ტყავის ალიკაპმა აუკრა. ის ისე იყო მოწყობილი, რომ ლაპარაკში ხელს არ უშლიდა, მარიას შეეძლო ეძახა „ყვითელი" ან „წითელი". მისმა ბედისწერამ ინება, უფლება მიეცა ამ კაცისათვის, ეკეთებინა ყველაფერი, რაც მოეპრიანებოდა. შიშველს, ხელბორკილდადებულს და პირაკრულს ეჩვენებოდა, რომ მის ძარღვებში სისხლის ნაცვლად არაყი ჩქეფდა. ახალი მჭექარე დარტყმა დუნდულებზე. — ნუ დგახარ ხესავით! იმოძრავე! მარია ოთახში ამოძრავდა, თან მის ბრძანებებს ასრულებდა, რომლებიც ერთიმეორის მიყოლებით ჭექდა — „სდექ", „მარჯვნივ", „დაჯექი", „ფეხები გადაშალე". დროდადრო სრულიად უმიზეზოდ უმოწყალო დარტყმებს იღებდა. განიცდიდა ტკივილსა და დამცირებას, რომელიც ტკივილზე ძლევამოსილი და ძლიერი იყო, და რაღაც სხვა სამყაროში ხვდებოდა, სადაც სხვა არაფერი არსებობდა, ამის გარდა. ამ თვითდამცირებაში, საკუთარი „მე"-ს დაკარგვაში, საკუთარი სურვილებისა და ნების დაკარგვაში იყო რაღაც რელიგიური ექსტაზის მსგავსი. იმავდროულად მისი აღგზნებაც ძლიერდებოდა და მარიას თვითონაც ვერ გაეგო, რატომ იყო ასეთი სველი. — მუხლებზე! რადგან მარიას თავი უწინდებურად მორჩილად დაეხარა, მას არ შეეძლო დაენახა, თუ რა ხდებოდა ირგვლივ, მაგრამ მაინც შენიშნა, უფრო სწორად, შეიგრძნო, რომ სადღაც იქ, სხვა გალაქტიკაში, სხვა პლანეტაზე ეს ადამიანი სულ უფრო მძიმედ და წყვეტილად სუნთქავდა. ალბათ, შოლტის ქნევამ და გაშლილი ხელისგულით დუნდულებზე ტყლაშუნმა დაღალა, მაშინ, როდესაც მარია ყოველ წუთს გრძნობდა ძალების უჩვეულო მოზღვავებას. ბოლოს მორიდება სრულიად დაკარგა, თავი დაანება იმის დამალვას, რომ ეს ყველაფერი სიამოვნებას ანიჭებდა, აკვნესდა, მოფერებას, ნაზად შეხებას ითხოვდა, მაგრამ ტერენსმა ამის ნაცვლად აიტაცა და საწოლზე დააგდო. მკვეთრი, უხეში მოძრაობით (მაგრამ მარიამ იცოდა, რომ იგი არავითარ ზიანს არ მიაყენებდა) ფეხები გადაუშალა და საწოლზე მიაბა. ზურგსუკან შებორკილი ხელები, გადაშლილი ბარძაყები, პირში ალიკაპი — ბოლოს და ბოლოს, როდისღა შევა მასში? ნუთუ ვერ ხედავს, რომ მარია დნება სურვილისაგან, უკვე მზად არის, ემსახუროს მას, გააკეთოს ყველაფერი, რასაც კაცი მოისურვებს, გახდეს მისი მხევალი, შინაური ცხოველი, უსულო საგანი?! — გინდა, შუაზე გაგხლიჩო? ტერენსმა შოლტის ტარი საშოზე მიადო და ზევით-ქვევით აატარ-ჩაატარა. იმ წამს, როგორც კი ტარი კლიტორს შეეხო, მარიამ საბოლოოდ დაკარგა საკუთარ თავზე კონტროლი. აღარ იცოდა, რამდენი დრო გავიდა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს ნეტარი წამება და უცაბედად მოხდა ის, რასაც მთელი ამ თვეების მანძილზე ვერ მიაღწია ათობით, ასობით მამაკაცთან. ორგაზმმა უწია, ორგაზმმა დაფარა იგი. შუქმა იფეთქა, მარიამ იგრძნო, რომ რაღაც შავ ხვრელში მიფრინავს (საკუთარი სულის ხვრელში ხომ არა?). მწვავე ტკივილი და შიში ყოვლისშთანმთქმელ სიამოვნებას შეერია, რომელსაც შორს, ნანახისა და შეუცნობელის მიღმა მიჰყავდა. მარია აკვნესდა, აყვირდა, საწოლზე აფართხალდა. ვერც კი გრძნობდა მაჯებში ჩაჭერილ ხელბორკილებს და კოჭებზე ტყავის ღვედებს, ერთიანად აკანკალდა, სწორედ იმიტომ, რომ დაბმული იყო; აყვირდა ისე, როგორც არასოდეს უყვირია, სწორედ იმიტომ, რომ ალიკაპი ახშობდა მის ყვირილს და ვერავინ გაიგებდა მას. ტკივილთან ერთად სიამოვნებაც გრძელდებოდა, შოლტის ტარი სულ უფრო მაგრად ეხებოდა კლიტორზე და ორგაზმმა გადმოხეთქა მისი სხეულის ყველა ხვრელიდან — პირიდან, თვალებიდან, საშოდან, მისი კანის ყოველი ფორიდან. მარია თითქმის უგონოდ იწვა. გრძნობდა, როგორ დაეშვა ნელ-ნელა ქვევით. შოლტის ტარი გაქრა, ოფლმა თმები დაუსველა. ვიღაცის მზრუნველმა თითებმა მაჯებზე ხელბორკილი მოხსნა, კანჭებიდან კი — ტყავის ღვედები. რაღაც დროის მანძილზე გაუნძრევლად იწვა. ძრწოლამ აიტანა და ვერ ბედავდა ტერენსისათვის შეეხედა, რცხვენოდა საკუთარი თავის, თავისი ყვირილის, თავისი ორგაზმის გამო. ტერენსი თმაზე ხელს უსვამდა, ისიც მძიმედ სუნთქავდა, თუმცა, მან მარიას სიამოვნება არ გაიზიარა და წამითაც არ დაუკარგავს თავშეკავების უნარი. მარია მთელი თავისი შიშველი სხეულით შემოეხვია მას, ისევ ჩაცმულს და ერთიანად გატანჯულს ყვირილით, ბრძანებებითა და სიტუაციის მუდმივი კონტროლით. მარიამ აღარ იცოდა, რა ეთქვა, როგორ მოქცეულიყო, მაგრამ თავს ისე გრძნობდა, თითქოს ვიღაცა საიმედოდ იცავდა და მფარველობდა. ეს ადამიანი, რომელმაც მისი ბუნების უხილავი მხარე გაუხსნა და დაანახვა, მასწავლებელიც იყო და მფარველიც. მარია ატირდა, ტერენსი კი მოთმინებით იცდიდა. — ეს რა გამიკეთე? — ის, რაც გინდოდა, რომ გაეკეთებინათ შენთვის. მარიამ თავი ასწია, შეხედა ტერენსს და მიხვდა, როგორ სჭირდებოდა ის. — მე არაფერი დამიძალებია, იძულებით არაფერი გამიკეთებინებია, არც ერთხელ არ გამიგონია სიტყვა „ყვითელი"; შენ თვითონ ჩამაბარე შენს თავზე ძალაუფლება. არავითარი ძალადობა, არავითარი შანტაჟი. არაფერი, შენი ნების გარდა! და თუმცა მხევალი იყავი, მე კი — შენი მბრძანებელი, ჩემი ძალაუფლება ის იყო, რომ შენი საკუთარი თავისუფლების მიმართულებით წამეყვანე. ხელბორკილები, ტყავის ღვედები, აწითლებული დუნდულები, ალიკაპი, დამცირება, რომელიც ტკივილზე უფრო მწვავე და ძლიერი იყო. და მაინც — ის მართალია! — მარიას ადრე არასოდეს უგრძნია საკუთარ თავში ასეთი ენერგია, ასეთი სასიცოცხლო ძალა. უცნაურია, რომ მის გვერდით მყოფი ადამიანი სრულიად ქანცგაწყვეტილად გამოიყურება. — შენ? შენ კი... მიაღწიე ორგაზმს? — არა, — უპასუხა მან, — მბრძანებელი იმისთვის არსებობს, რომ თავისი ნება თავს მოახვიოს მონას. მონის სიამოვნება მბრძანებლისათვის სიხარულია. ასეთი რამ მარიას ჯერ არ სმენოდა, ცხოვრებაშიც და წიგნებშიც ყველაფერი პირიქით იყო. მაგრამ ის ფანტასტიკურ სამყაროში იმყოფებოდა, მარიასაგან შუქი მოდიოდა, ხოლო მამაკაცი მის გვერდით მკრთალი და ჩამქრალი ჩანდა. — თუ გინდა, წადი, — თქვა ტერენსმა. — არ მინდა წასვლა, მინდა მივხვდე. — აქ მისახვედრი არაფერია. მარია წამოდგა სიშიშვლის მთელი ძალითა და სილამაზით, ორი ჭიქა ღვინით გაავსო, ორ სიგარეტს მოუკიდა და ერთი მას გაუწოდა. ახლა მათ როლები გაცვალეს: ქალბატონი ემსახურებოდა მონას მინიჭებული სიამოვნებისათვის. — ახლავე ჩავიცვამ და წავალ. მაგრამ მე მინდოდა, გვესაუბრა. — რა გვაქვს სალაპარაკო? მე ეს მინდოდა და შენც შესანიშნავი იყავი. დავიღალე, ხვალ კი ლონდონში უნდა დავბრუნდე. ტერენსი საწოლზე გაიჭიმა და თვალები დახუჭა. მარიამ აღარ იცოდა, მართლა დაიძინა, თუ თავს იმძინარებდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. მან სიამოვნებით მოსწია სიგარეტი, ნელ-ნელა გამოწრუპა ღვინო, თან ფანჯარასთან იდგა და ტბას გასცქეროდა. უნდოდა, მეორე ნაპირიდან ვინმეს დაენახა ასეთი: შიშველი, დაკმაყოფილებული და საკუთარ თავში დაჯერებული.
|
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ |
ნანახია: 1161 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|