♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 40)
6:11 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 40)

რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში


ყველაზე ძლიერი ის სიყვარულია, რომელსაც სისუსტის გამოვლენისა არ ეშინია. როგორც არ უნდა იყოს, თუ ეს ნამდვილი სიყვარულია (და არა თავის მოტყუება, გართობისა და დროსტარების საშუალება, რადგან დრო ამ ქალაქში უსასრულოდ გრძელდება), მაშინ ადრე თუ გვიან თავისუფლება სძლევს ეჭვს, გააყუჩებს მიყენებულ ტკივილს, იმიტომ, რომ ტკივილიც ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ყველამ, ვინც სპორტს მისდევს, იცის, თუ გინდა, კარგ შედეგს მიაღწიო, მზად უნდა იყო ტკივილის ყოველდღიური დოზისათვის, იმისათვის, რომ ცუდად იქნები. თავიდან გეჩვენება, რომ ეს კუნთების ტკივილი და სახსრებში ტეხა სრულიად ზედმეტია, მაგრამ დროთა განმავლობაში ხვდები, რომ ეს პროგრამის ნაწილია. თუ არ გამოსცადე ეს ტკივილი და ტეხა, ვერ მოიპოვებ ძალასა და სიმსუბუქეს. და დგება წამი, როცა გრძნობ — ტკივილის გარეშე ვერ მიაღწევ სასურველ შედეგს.
საშიშროებას ის წარმოადგენს, რომ ზოგჯერ ჩვენ ვაღმერთებთ ტკივილს, სახელს ვარქმევთ მას, მუდამ მასზე ვფიქრობთ. მადლობა ღმერთს, მარიამ უკვე ისწავლა ამისგან თავის დაღწევა.
სწავლით კი ისწავლა, მაგრამ მაინც ხშირად ფიქრობდა იმაზე, თუ სად იყო რალფი, რატომ აღარ მოდიოდა მასთან, სისულელედ ხომ არ ჩათვალა მისი ფანტაზიები მატარებელსა და დათრგუნულ ვნებაზე? იქნებ იმან დააფრთხო, რომ მარია სიყვარულში გამოუტყდა? და აი, იმისათვის, რომ მშვენიერი გრძნობების ტანჯვად გადაქცევა არ დაეშვა, მარიამ საკუთარი მეთოდი შეიმუშავა: როცა თავში რალფ ჰარტთან დაკავშირებული რაიმე ნათელი და სასიხარულო აზრი მოუვიდოდა (იქნებოდა ეს ცეცხლი ბუხარში, ღვინო, ან რაიმე მისთვის სათქმელი, ან ახალი შეხვედრის მოლოდინი), წამით შეჩერდებოდა, ზეცას გაუღიმებდა და მადლობას სწირავდა იმისათვის, რომ ცოცხლობს და არაფერს ელის სატრფოსგან. ხოლო როდესაც განშორების სევდა შემოაწვებოდა ან საკუთარ თავს საყვედურობდა, რომ ბოლო შეხვედრისას ისე არ მოიქცა, როგორც საჭირო იყო, მაშინ თავის მეორე „მეს" ეუბნებოდა:
„აჰა, შენ ამაზე ფიქრი გსურს? ჰოდა იფიქრე, რამდენიც გენებოს, მე კი საქმეებს მივხედავ".
მაშინ ან საკითხავს გამოიჩენდა, ან, თუ ქუჩაში იყო, ყურადღებით აკვირდებოდა და უსმენდა ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდებოდა: ფერებს, ხმებს, სახეებს, საკუთარი ფეხსაცმლის ქუსლების ბაკუნს, გადაფურცლული გვერდების შრიალს, გვერდით ჩავლილ მანქანებს, იჭერდა ნაწყვეტებს საუბრებიდან. და უსიამოვნო ფიქრებიც ილეოდა და ქრებოდა. ხოლო თუ ხუთი წუთის შემდეგ ისევ გაჩნდებოდა, მარია ყველაფერს ხელახლა იმეორებდა და მაშინ, არა გაგდებული, არამედ რბილად მოცილებული მოგონებები დიდი ხნით სცილდებოდა მას.
მარიას მოსვენებას არ აძლევდა იმაზე ფიქრი, რომ ვეღარასოდეს ნახავდა რალფს, მაგრამ ახლადშეძენილი მოთმინების უნარის წყალობით მასაც რაღაც სასიხარულოდ გარდაქმნიდა ხოლმე: მე წავალ, ფიქრობდა მარია, და ჟენევა სამუდამოდ განსხეულდება ამ ადამიანში, რომელსაც ბავშვური ღიმილი, დაბალი ხმა და არამოდურად გრძელი თმა ჰქონდა. მარია წარმოიდგენდა ხოლმე, რომ როდესაც მრავალი წლის შემდეგ ჰკითხავენ, თუ როგორ მოეწონა ქალაქი, რომელსაც ახალგაზრდობისას სტუმრობდა, ის უპასუხებდა: „კარგი ქალაქია. იქ შეიძლება გიყვარდეს და უყვარდე".
იმ დღის ჩანაწერი მარიას დღიურში, როცა „კოპაკაბანაში" ცოტა კლიენტი იყო:

ნანახისა და გაგონილის წყალობით იმ დასკვნამდე მივედი, რომ ხალხი სექსს უმეტესწილად როგორც ნარკოტიკს, ისე იყენებს, რათა გაექცეს სინამდვილეს, დაივიწყოს პრობლემები, მოეშვას. და როგორც ყველა ნარკოტიკი, ისიც დამანგრევლად და დამღუპველად მოქმედებს.
და როდესაც ადამიანი თავს იბრუებს, — არა აქვს მნიშვნელობა, სექსით თუ სხვა ნარკოტიკით, — ეს მისი საქმეა: შედეგი უარესი ან უკეთესი იქნება იმის მიხედვით, თუ რა აირჩია თავისთვის. მაგრამ თუ ცხოვრებისეულ წარმატებაზეა ლაპარაკი, საჭიროა ესმოდეს: „ურიგო არ არის" — ეს იგივე არ არის, რაც „კარგია".
ტყუილად ჰგონიათ ჩემს კლიენტებს, თითქოს სექსი შესაძლებელია დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. ყოველ ჩვენგანში ბიოლოგიური საათი წიკწიკებს და ჰარმონიული შერწყმისათვის საჭიროა, რომ ორივე პარტნიორის ისრები ერთდროულად მიუახლოვდეს ერთსა და იმავე ციფრს. ასეთი დამთხვევები კი ყოველთვის როდი ხდება. მას, ვისაც უყვარს, ბედნიერი თვითშეგრძნებისათვის არ სჭირდება სქესობრივი აქტი. ქალმა და მამაკაცმა, თუ ისინი ერთად არიან, თუ მათ უყვართ ერთმანეთი, ერთ დროზე უნდა გაასწორონ თავიანთი საათის ისრები, იმოქმედონ მოთმინებით და დაჟინებით, გამოიყენონ თამაში და რაღაც „თეატრალური წარმოდგენები" მანამ, სანამ არ მიხვდებიან, რომ მათი აღრევა უბრალოდ მექანიკური შეერთება კი არ არის, არამედ „ჩაკონება", რომელშიც შეერწყმებიან არა მარტო მათი სასქესო ორგანოები.
აქ ყველაფერი მნიშვნელოვანია. ადამიანი, რომელიც ინტენსიური ცხოვრებით ცხოვრობს, ყოფიერების ყოველი წუთით ტკბება და სექსის ნაკლებობას ვერ გრძნობს. ხოლო თუ აკეთებს კიდეც ამას, მხოლოდ ძალებისა და გრძნობების სიჭარბისაგან. როცა ღვინო გაავსებს ჭიქას, უცილობლად გადმოიღვრება. ის ცხოვრების ძახილსა და მოწოდებას ემორჩილება, რადგან ამ — და მხოლოდ ამ — მომენტში შეძლებს ის, საკუთარ თავზე ძალაუფლება დაკარგოს.
პ.ს გადავიკითხე ეს ნაწერი. ო, ღვთისმშობელო, მე უბრალოდ ჭკვიანი კი არა, ჭკუამიღმიური ვარ!!!

კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1132 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:20 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 47
სტუმარი: 47
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024